Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ეკონომიკა
  • ევროკავშირმა ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირების მიზნებზე შეთანხმებას მიაღწია
  • ეკონომიკა

ევროკავშირმა ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირების მიზნებზე შეთანხმებას მიაღწია

NewsGeorgia January 15, 2023
ევროკავშირმა ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირების მიზნებზე შეთანხმებას მიაღწია



ევროკავშირი შეთანხმდა კანონზე, რომელიც ათწლეულის ბოლოსთვის ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირების ეროვნულ სამიზნეებს დაადგენს ყველა სექტორში, რაც სოფლის მეურნეობას, შენობებს და ტრანსპორტს მოიცავს.

ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს მომლაპარაკებლებმა, რომლებიც ბლოკის 27 ქვეყანას წარმოადგენენ, სამშაბათს მიაღწიეს შეთანხმებას კანონზე, რომელსაც „ძალისხმევის გაზიარების რეგულაცია“ ჰქვია.

რეგულაცია საგზაო ტრანსპორტის, საშინაო საზღვაო ტრანსპორტის, შენობების გათბობის, სოფლის მეურნეობის, მცირე სამრეწველო საწარმოების და ნარჩენების მენეჯმენტის სეგმენტებში ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირების ეროვნულ სამიზნეებს განსაზღვრავს.

ეს სექტორები ახლა ევროკავშირის სათბურის გაზის ემისიის ქვოტებით ვაჭრობის სისტემაშია ჩართული და ევროკავშირში გამოყოფილი სათბურის გაზის 60 პროცენტს შეადგენს. კანონმა ეს მოცულობა, 2005 წელთან შედარებით, 40 პროცენტით უნდა შეამციროს.

ახლადმიღებული კანონი ევროკავშირის იმ საერთო გეგმის ნაწილია, რომლითაც 2030 წლისთვის, ემისიების გამოყოფის მოცულობა 1990 წელთან შედარებით, 55 პროცენტით უნდა შეიკვეცოს და 2050 წლისთვის კლიმატისადმი ე.წ. ნეიტრალური მდგომარეობის მიღწევა მოხდეს.

კანონი მიზნად ისახავს იმის უზრუნველყოფას, რომ ამ მიზნის მისაღწევად ევროკავშირის ყველა წევრმა სამართლიანი წვლილი შეიტანოს. ამიტომ, უფრო მდიდარმა ქვეყნებმა: დანიამ, ფინეთმა, გერმანიამ, ლუქსემბურგმა და შვედეთმა სათბურის გაზების გამოყოფა 50 პროცენტით უნდა შეკვეცონ, ამ დროს ბულგარეთის სამიზნე მხოლოდ 10 პროცენტია.

ქვეყნებს შეუძლიათ თავისი ქვოტების შეზღუდული რაოდენობით ივაჭრონ, ან ნაკლები გაზის გამოყოფის შემთხვევაში „დაზოგონ“ და მოგვიანებით გამოიყენონ, როდესაც სათბურის გაზის გამოყოფა მაღალ დონეზე ექნებათ.

Tags: ახალი ამბები ევროკავშირი ეკონომიკა კლიმატი და გარემო ნახშირორჟანგი სათბურის გაზები

Continue Reading

Previous: ბრიტანეთში ინფლაციამ 11.1 %-ს მიაღწია
Next: აშშ და მისი მოკავშირეები რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვარს აწესებენ

კავშირშია

ეროვნულმა ბანკმა ფარცხალაძისთვის „გამონაკლისი“ დაუშვა სანქციების აღსრულების წესში ეროვნულმა ბანკმა ფარცხალაძისთვის „გამონაკლისი“ დაუშვა სანქციების აღსრულების წესში
  • ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა ფარცხალაძისთვის „გამონაკლისი“ დაუშვა სანქციების აღსრულების წესში

ყოველთვის მხარს ვუჭერდით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას – ჩინეთის ელჩი ყოველთვის მხარს ვუჭერდით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას – ჩინეთის ელჩი
  • ეკონომიკა

ყოველთვის მხარს ვუჭერდით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას – ჩინეთის ელჩი

ჩინეთის ელჩი საქართველოში ანაკლიის პორტისადმი ინტერესზე საუბრობს ჩინეთის ელჩი საქართველოში ანაკლიის პორტისადმი ინტერესზე საუბრობს
  • ეკონომიკა

ჩინეთის ელჩი საქართველოში ანაკლიის პორტისადმი ინტერესზე საუბრობს

საინტერესო

საგამოძიებო სამსახური: ნიკა მელიას გამოძიებასთან თანამშრომლობა არ სურს საგამოძიებო სამსახური: ნიკა მელიას გამოძიებასთან თანამშრომლობა არ სურს
  • ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური: ნიკა მელიას გამოძიებასთან თანამშრომლობა არ სურს

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება
  • ახალი ამბები

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა
  • ახალი ამბები

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა
  • ახალი ამბები

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.