Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • პოლიტიკა
  • ევროკავშირი ბელარუსს აფრთხილებს და რუსეთის “ბარბაროსულ” სარაკეტო იერიშებს გმობს
  • პოლიტიკა

ევროკავშირი ბელარუსს აფრთხილებს და რუსეთის “ბარბაროსულ” სარაკეტო იერიშებს გმობს

NewsGeorgia January 15, 2023
ევროკავშირი ბელარუსს აფრთხილებს და რუსეთის “ბარბაროსულ” სარაკეტო იერიშებს გმობს



ევროკომისიამ უკრაინის ქალაქების დაბომბვა დაგმო და მას “რუსეთის ბარბაროსული საჰაერო იერიშები” უწოდა. ევროკომისია ბელარუსს აფრთხილებს, არ დაეხმაროს მის მოკავშირეს მოქალაქეების მკვლელობაში.

ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ რუსეთის ქმედებებს “21-ე საუკუნეში ადგილი არ აქვს”. ერთ-ერთ “ტვიტში” ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში იმასაც წერს, რომ კიევი მალე ევროკავშირისგან დამატებით დახმარებას მიიღებს.

რუსეთმა უკრაინის 10-ზე მეტი დასახლება დაბომბა, თავდასხმების ნაწილი დედაქალაქში, დილის პიკის საათისას მოხდა.

რუსეთი ამ იერიშს რამდენიმე დღის წინ ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას უკავშირებს და უკრაინას “ტერორისტული აქტის” მოწყობაში ადანაშაულებს.

“ეს ბარბაროსული და ლაჩრული თავდასხმებია… სამსახურებსა და სკოლებში მიმავალი უდანაშაულო მოქალაქეების მიზანში ამოღება”, – თქვა პიტერ სტანომ, ევროკავშირის აღმასრულებელი შტოს პრეს-სპიკერმა ევროკომისიის ყოველდღიურ პრეს-ბრიფინგზე.

მისი თქმით, ეს თავდასხმები საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და რუსეთის პოლიტიკურმა და სამხედრო ლიდერებმა ამ და სხვა ომის დანაშაულებისთვის პასუხი უნდა აგონ.

ევროკომისია ასევე მოუწოდებს ბელარუსს, თავი შეიკავოს ნებისმიერი ჩართულობისგან “რუსეთის სასტიკ უკანონო” ქმედებებში, რომლებიც გაეროს ქარტიასა და საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. უფრო კონკრეტულად კი, ის მოუწოდებს მინსკს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რუსეთისთვის უკრაინაზე იერიშების პლატფორმად ბელარუსის ტერიტორიის დათმობა.

“ნებისმიერ შემდეგ ქმედებას და კონკრეტულად კი, ბელარუსის არმიის პირდაპირ ჩართულობას ამ ომში, ბელარუსის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ, ვუპასუხებთ ახალი და ძლიერი შემზღუდავი ზომებით”, – განაცხადა სტანომ.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობს, რომ მან საკუთარ ჯარისკაცებს რუსეთის ძალების გვერდით, უკრაინის საზღვრის მახლობლად განლაგება უბრძანა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება კიევისა და მისი მხარდამჭერების მხრიდან არსებული საფრთხეების პასუხად მიიღო.

Tags: ახალი ამბები პოლიტიკა

Continue Reading

Previous: ამერიკული ფეხბურთის ლიგის მოთამაშეს მატჩის დროს გული გაუჩერდა
Next: უკრაინა: ზელენსკი იმედოვნებს, რომ მომავალ თვეში გაეროს ეწვევა

კავშირშია

კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი? კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი?
  • პოლიტიკა

კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი?

რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა
  • პოლიტიკა

რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა

“ერთი მაყურებლისთვის” – ჯერ ცეცხლის შეწყვეტა თუ ჯერ მოლაპარაკებები “ერთი მაყურებლისთვის” – ჯერ ცეცხლის შეწყვეტა თუ ჯერ მოლაპარაკებები
  • პოლიტიკა

“ერთი მაყურებლისთვის” – ჯერ ცეცხლის შეწყვეტა თუ ჯერ მოლაპარაკებები

საინტერესო

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • ახალი ამბები

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი? კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი?
  • პოლიტიკა

კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი?

რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა
  • პოლიტიკა

რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას
  • ახალი ამბები

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას

ადამიანი არ არის არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.