ესპანეთის ჩრდილოეთში თამბაქოს არალეგალურ ფაბრიკაში პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს გამოვლინდა, ექსპლუატაციას უწევდნენ ლტოლვილის სტატუსის მქონე უკრაინელ მუშებს.
ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ესპანეთის „სამოქალაქო გვარდიამ“. მისმა წარმომადგენელმა Associated Press-ს აცნობა, რომ უკრაინელების ნახევარი ესპანეთში ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობს.
მისი ნაამბობით, ლა-რიოხის რეგიონში, ფაბრიკაში ჩატარებული რეიდის დროს ნახეს, რომ მუშები ცხოვრობდნენ ერთად, ფაბრიკის შიგნით საგანგებო მომზადებულ ვიწრო სივრცეში, რათა გარედან არავის დაენახა. მათ ამუშავდნენ გვიანობამდე და არ ჰქონდათ დასაქმების ხელშეკრულება, თქვა წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობა არ გაამხილა.
ეს ფაბრიკა იყო ერთ-ერთი, რომელიც უშიშროების ძალებს სამიზნეში ჰქონდათ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული თამბაქოს კონტრაბანდით დაკავებული ორგანიზებული დამნაშავეობის წინააღმდეგ მიმართული ოპერაციის დროს.
ოპერაციის დროს დააკავეს 27 ადამიანი და ამოიღეს 37 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების სიგარეტი და თამბაქოს ფოთლები. პოლიციამ გაჩხრიკა დაჯგუფების მეთაურების ბინები, საწარმოები და მაღაზიები. ამოღებული იქნა იუველირული ნაწარმი და დიდი რაოდენობით ნაღდი ფული.
ესპანეთს დროებით თავი შეაფარა 150 ათასმა უკრაინელმა ლტოლვილმა, რომლებმაც სამშობლო დატოვეს მის ტერიტორიაზე რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ.