Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • „ეს პატივისცემას იწვევს“ – ლავროვი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე არ შეურთდეს სანქციებს
  • ახალი ამბები

„ეს პატივისცემას იწვევს“ – ლავროვი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე არ შეურთდეს სანქციებს

NewsGeorgia January 18, 2023
„ეს პატივისცემას იწვევს“ – ლავროვი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე არ შეურთდეს სანქციებს



რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს, 18 იანვარს გამართულ ბრიფინგზე შეაქო საქართველოს მთავრობა „ვაჟკაცობისთვის“, რომ დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად არ უერთდება რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს. სერგეი ლავროვს კითხვა პრორუსული ტელეარხის „ალტ-ინფოს“ ჟურნალისტმა დაუსვა, რომელიც უკრაინაში ომის კონტექსტში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს უკავშირდებოდა.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოსთან ხალხს შორის კონტაქტი აქტიურად ვითარდება. ის რომ, გასულ წელს საქართველოს მშპ 10%-ით გაიზარდა მნიშნიშვნელოვანწილად რუსეთის ფედერაციასთან ტურისტული და სავაჭრო ურთიერთობის შედეგია. ვიმედოვნებ, რომ მალე პირდაპირი ავიაშეტყტობინების აღდგენას შევძლებთ, ვხედავთ, რომ საქართველო, ისე როგორც პრაქტიკულად ყველა სხვა ქვეყანა, დასავლეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის, რომლებიც მოითხოვენ ღიად და საჯაროდ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას და ის, რომ პატარა ქვეყანას და მის ხელმძღვანელობას ჰყოფნის ვაჟკაცობა თქვას, რომ ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ჩვენი ინტერესებით, ჩვენი ეკონომიკის ინტერესებით, ეს პატივისცემას იწვევს“, -ამბობს სერგეი ლავროვი.

სერგეი ლავროვის განცხადებით რუსეთს „ქართველ სახლხთან არავითარი პრობლემა არ აქვს“. ამასთან, მისი თქმით უდიდესი პატივისცემით ეკიდება საქართველოს მართლდმადიდებელი ეკლესიის პოზიციას, რომელიც ლავროვის სიტყვებით, ტრადიციულ ღირებულებებს იცავს.

„დიახ, იყო 2008 წლის ამბავი, მაგრამ ისევ ნატომ ითამაშა თავისი როლი, როდესაც აპრილში ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველო და უკრაინა ნატოში იქნებიან. სააკაშვილს ემოციები „აეშალა“ და გადაწყვიტა, რომ მორჩა – ეს ინდულგენციაა, იქვე კონდოლიზა რაისი ( აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი) ჩავიდა, ცხინვალის და მშიდობისმყოფელების პოზიციების დაბომბვის ბრძანების გაცემამზე ერთი თვით ადრე. უკრაინელებს მეტი დრო დასჭირდათ, სანამ ამ ბუქარესტის იმპულსმა იმ ადამიანებამდე მიაღწია ვინც გადაწყვიტა, თავისი ტერიტორიიდან ყველაფერი რუსული გაედევნა“,– თქვა ლავროვმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველო არ მიუერთდება დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, მანმე განაცხადა, რომ რუსეთთან ომი არ იქნება.

17 იანვარს, “პალიტრანიუსის” ეთერში მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ “ნატო და ევროკავშირი არ არის თვითმიზანი – თუ დავინახავთ, რომ სხვა მიმართულებით შეიძლება ქვეყნის გაერთიანება ან განვითარება, ამასაც ვიტყვით, არ მოგვერიდება”.

Tags: ახალი ამბები

Continue Reading

Previous: შარლ მიშელი: დენის მონასტირსკი იყო ევროკავშირის დიდი მეგობარი
Next: საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში ვერტმფრენის კატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს

კავშირშია

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • ახალი ამბები

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას
  • ახალი ამბები

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას

„იურიდიული განათლება თუ არ გაქვს, ოქმი როგორ შეადგინე“? – გამოჰკითხეს პოლიციელები, რომლებიც „კოლეგას იცავდნენ“ „იურიდიული განათლება თუ არ გაქვს, ოქმი როგორ შეადგინე“? – გამოჰკითხეს პოლიციელები, რომლებიც „კოლეგას იცავდნენ“
  • ახალი ამბები

„იურიდიული განათლება თუ არ გაქვს, ოქმი როგორ შეადგინე“? – გამოჰკითხეს პოლიციელები, რომლებიც „კოლეგას იცავდნენ“

საინტერესო

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • ახალი ამბები

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი? კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი?
  • პოლიტიკა

კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი?

რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა
  • პოლიტიკა

რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას
  • ახალი ამბები

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას

ადამიანი არ არის არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.