Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • საქართველო
  • „ერეკლეს შვილიშვილები“ – ვინ ჩაშალა ლევან ბერძენიშვილის ლექცია ყვარელში
  • საქართველო

„ერეკლეს შვილიშვილები“ – ვინ ჩაშალა ლევან ბერძენიშვილის ლექცია ყვარელში

NewsGeorgia January 16, 2023
„ერეკლეს შვილიშვილები“ – ვინ ჩაშალა ლევან ბერძენიშვილის ლექცია ყვარელში



„ლევან ბერძენიშვილს (რომელმაც ერეკლე მეფე მოღალატედ მოიხსენია) ალტ-ინფო – კონსერვატიული მოძრაობის კახეთის განყოფილების წევრებმა ყვარელში ლექცია არ ჩაატარებინეს”, – დაწერეს პარტიის ფეისბუკის გვერდზე, სადაც ბერძენიშვილის ჩაშლილი ლექციისადმი მიძღვნილ რამდენიმე პოსტში ხაზგასმულია, რომ “არავის შერჩება ქართველი გმირი წინაპრების შეურაცხყოფა და სიწმინდეების შებღალვა”.

2022 წლის ზაფხულში ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ საპროტესტო ტალღა მოჰყვა ერთ-ერთი საჯარო ონლაინლექციაზე ერეკლე მეორის შესახებ მის კრიტიკულ ფრაზას.

“ლიბერალებს ეგონათ, ისინი დაგვიდგენდნენ ჩვენ მოძრაობის და ფუნქციონირების ნორმებს. მაგრამ რეალურად პირიქითაა და ასე იქნება ყველგან, დასავლეთზე გაყიდულ აგენტებს, რომლებიც ქართველების წარსულს, გმირებს და ტრადიციებს შეურაცხყოფენ, ჩვენ განვუსაზღვრავთ ამიერიდან, სად როგორი უფლებები ექნებათ. ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ ვადგენთ აქ წესებს”, – ნათქვამია კონსერვატიული პარტიის ფეისბუკ-პოსტში.

“ლევან ბერძენიშვილს ლექცია უნდა ჩაეტარებინა თემაზე ილია და აქტივიზმი. შენობაში ბევრი ბავშვი, მათ შორის, არასრულწლოვანი ელოდა შეხვედრას. ბატონი ლევანი ჩვენს სივრცემდე ფიზიკურად ვერ მოვიყვანეთ, რადგან ჩაკეტილი ჰქონდათ ყველა შემოსასვლელი. ყვიროდნენ, რომ ერეკლე პაპას შვილიშვილები იყვნენ”, – ამბობს ევროკლუბის ხელმძღვანელი ნიკა გურინი.

ლევან ბერძენიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლები 15 იანვარს იმდენად აგრესიულები იყვნენ, შესაძლებლობა რომ მისცემოდათ, მას ფიზიკურადაც გაუსწორდებოდნენ. ბერძენიშვილი, რომელსაც ყვარლის დატოვება ისე მოუწია, მანქანიდანაც ვერ გამოვიდა, მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სულ მცირე, ის უნდა შეესწავლა, რატომ შეეზღუდა თავისუფლად გადაადგილების კონსტიტუციით გარანტირებული უფლება.

„…ვინ უნდა დაიწყოს გამოძიება, როცა თავად გააკეთეს ეს ყველაფერი. 30 ადამიანი იყო და სამი პოლიციელი. მათ ჩემთვის არც კი უკითხავთ, რა მოხდა, არ უთქვამთ და არ ურჩევიათ, როგორ მოვქცეულიყავი – წავსულიყავი თუ დავრჩენილიყავი; ერთი წამით არ უფიქრიათ რამე გაეკეთებინათ, უბრალოდ იდგნენ. ეს ხალხი გამოძიებას არ დაიწყებს!“ – ამბობს ლევან ბერძენიშვილი და დარწმუნებულია, რომ მომხდარი წინასწარი იყო ორგანიზებული ხელისუფლების მიერ.

„ისინი („კონსერვატიული მოძრაობა“) ამბობენ, რომ მათი გადაწყვეტილებით, მე არ უნდა ჩავიდე კახეთში, არ აინტერესებდათ ლექციის თემა და არც არაფერი, იმეორებდნენ რომ მე ერეკლე ცუდად მოვიხსენიე, არ მიყვარს პატრიარქი და ვარ ლგბტ თემის გულშემატკივარი. მე არ მჯერა, რომ ეს იყო თვითორგანიზებული, ეს იყო სპეციალურად შეგროვებული ხალხი მთელ კახეთში და ჩამოყვანილი პროვოკაციის მოსაწყობად, ასეთი რამ ხელისუფლების გარეშე არ ხდება. მე არ ვფიქრობ, რომ ამის შემდეგ ლექციები აღარ უნდა ჩავატარო, მათ შორის ყვარელში. უნდა აღიკვეთს ეს ჯგუფები, ან აღვკვეთოთ ეს ხელისუფლება, და უნდა მოვიყვანოთ ის ხელისუფლება, რომელიც ამას გააკეთებს“, – უთხრა რადიო თავისუფლებას ბერძენიშვილმა.

რადიო თავისუფლებას კომენტარზე უარი უთხრეს ყვარლის მერიაში. ასევე კითხვებზე არ პასუხობენ “კონსერვატიული მოძრაობის” თელავის ოფისის ხელმძღვანელები – გიორგი კარჭაული და ილია მეგრელიშვილი – ორივე ყვარლის 15 იანვრის ინციდენტში მონაწილეობდა.

ყვარლიდან გავრცელებული კადრებიდან კარჭაული ამოიცნო მწერალმა ლაშა ბუღაძემაც, რომელსაც “კონსერვატიულმა მოძრაობამ” ამ ზაფხულს ევროინტეგრაციის თემაზე ლექციის ჩატარების საშუალება თელავში არ მისცა.

„გუშინდელ ყვარლის კადრებში ვიცანი ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი მყვირალა კაცი [რ.თ გიორგი კარჭაული, „კონსერვატიული მოძრაობის“ თელავის ორგანიზაციის ხელმძღვანელი], რომელიც თელავშიც იყო. აქციის სხვა მონაწილეებში თუ გარკვეული უხერხულობა ჩანდა, ეს თავგამოდებული აგრესიით გამოირჩეოდა. შს სამინისტროს ჩვენთვის არც მაშინ უკითხავს, საერთოდ რა მოხდა. არც გამოძიება დაწყებულა. ფაშისტურმა, პრორუსულმა ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ თითქოს მათ გააკეთეს ეს ყველაფერი, მაგრამ რეალურად ამას აკეთებს ხელისუფლება. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ როცა ხელისუფლებას დასჭირდება, ასე გამოყრის ხოლმე…“ – ამბობს ლაშა ბუღაძე. ისიც დარწმუნებულია, რომ “კონსერვატიული მოძრაობის” უკან ხელისუფლება დგას.

„ერეკლე პაპას გაიძახდნენ… იმიტაცია იქმნება, რომ თითქოს ხალხი არის აღშფოთებული ლევან ბერძენიშვილის რაღაც გამონათქვამით, ან ჩემი და ბუკა პეტრიაშვილის ლექციით. ეს სისულელეა. ძალიან ბევრ ადამიანს უნდა ლევან ბერძენიშვილის ლექციის მოსმენა. ეს არის უნიჭო და სახიფათო სპექტაკლი…“

30 ივნისს თელავის ისტორიულ მუზეუმში მოძრაობა „შინევროპისკენ“ დაგეგმილი ლექციის ჩაშლაში, “კონსერვატიული მოძრაობის” გარდა, მონაწილეობდნენ თელავის საკრებულოს მოქმედი წევრები “ქართული ოცნებიდან” – ლევან კოჭლოშვილი და ალექსანდრე შათირიშვილი.

ლექცია ევროინტეგრაციის თემაზე მწერალ ლაშა ბუღაძეს და ბუკა პეტრიაშვილს უნდა ჩაეტარებინათ.

“კონსერვატიულ მოძრაობას” დაუკავშირეს 2022 წელის 15 მარტს საგარეჯოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დარბევა. ამას წინ უსწრებდა წინა დღით “კონსერვატიული მოძრაობის” ოფისთან გამართული აქცია, რომელშიც “ნაციონალური მოძრაობაც” მონაწილეობდა. მაშინ აქციის მონაწილეები პრორუსული, ჰომოფობიური და ქსენოფობიური განწყობების მქონე”კონსერვატიული მოძრაობის” ოფისის გახსნა აპროტესტებდნენ.

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დარბევის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 160-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხვის საკუთრებაში უნებართვო შესვლას და ნივთის განადგურებას გულისხმობს. მომხდარიდან 10 თვის შემდეგ რადიო თავისუფლების კითხვაზე, რა ეტაპზეა გამოძიება და რა გამოიკვეთა, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ პასუხობს. სამინისტრო ამ დრომდე არც იმას ამბობს, დაიწყო თუ არა გამოძიება ყვარელში მომხდართან დაკავშირებით.

ლექციის ორგანიზატორი, ყვარლის “ევროკლუბის” ხელმძღვანელი, ნიკა გურინი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან თავისი ორგანიზაციის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებას ითხოვს, და მზად არის სამართალდამცველებს ოფისის პერიმეტრზე დამონტაჟებული კამერებიდან ამოღებული ჩანაწერებიც გადასცეს.

Tags: ერეკლე მეორე ისტორია ლევან ბერძენიშვილი ლექცია ყვარელში მეფე ერეკლე პოლიტიკა საზოგადოება საქართველო შეურაცხყოფა

Continue Reading

Previous: მაკფოლი: თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდა ეს იქნება ის, რითაც მსოფლიოს საქართველო დაამახსოვრდება
Next: ენმ-ის არჩევნები ბლოკჩეინით – როგორ ხდება რეგისტრაცია, შემოწმება, კენჭისყრა

კავშირშია

“მე ყურითაც შემიძლია ამოვიცნო ადამიანი” – როგორ ამოიცნო ექსპერტმა ლაზარე გრიგორიადისი “მე ყურითაც შემიძლია ამოვიცნო ადამიანი” – როგორ ამოიცნო ექსპერტმა ლაზარე გრიგორიადისი
  • საქართველო

“მე ყურითაც შემიძლია ამოვიცნო ადამიანი” – როგორ ამოიცნო ექსპერტმა ლაზარე გრიგორიადისი

ზაქრო სოფელ კავშირიდან „უმამაცესი, უღალატო და უშიშარი მეთაური იყო“ ზაქრო სოფელ კავშირიდან „უმამაცესი, უღალატო და უშიშარი მეთაური იყო“
  • საქართველო

ზაქრო სოფელ კავშირიდან „უმამაცესი, უღალატო და უშიშარი მეთაური იყო“

„ოცნებამ“ ფარცხალაძის გამო, საბანკო სექტორი დარტყმის ქვეშ დააყენა „ოცნებამ“ ფარცხალაძის გამო, საბანკო სექტორი დარტყმის ქვეშ დააყენა
  • საქართველო

„ოცნებამ“ ფარცხალაძის გამო, საბანკო სექტორი დარტყმის ქვეშ დააყენა

საინტერესო

გერმანია უკრაინას ახალ, 400 მილიონევროიანი დახმარების პაკეტს გადასცემს გერმანია უკრაინას ახალ, 400 მილიონევროიანი დახმარების პაკეტს გადასცემს
  • ახალი ამბები

გერმანია უკრაინას ახალ, 400 მილიონევროიანი დახმარების პაკეტს გადასცემს

ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა ნიკოლ ფაშინიანს ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა ნიკოლ ფაშინიანს
  • ახალი ამბები

ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა ნიკოლ ფაშინიანს

ოპოზიცია ეხმაურება საკრებულოს დეპუტატზე თავდასხმას და მოითხოვს დაკავებული პოლიტიკოსების გათავისუფლებას ოპოზიცია ეხმაურება საკრებულოს დეპუტატზე თავდასხმას და მოითხოვს დაკავებული პოლიტიკოსების გათავისუფლებას
  • ახალი ამბები

ოპოზიცია ეხმაურება საკრებულოს დეპუტატზე თავდასხმას და მოითხოვს დაკავებული პოლიტიკოსების გათავისუფლებას

საგამოძიებო სამსახური: ნიკა მელიას გამოძიებასთან თანამშრომლობა არ სურს საგამოძიებო სამსახური: ნიკა მელიას გამოძიებასთან თანამშრომლობა არ სურს
  • ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური: ნიკა მელიას გამოძიებასთან თანამშრომლობა არ სურს

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.