Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • ენმ–ის ქუთაისის ორგანიზაცია პარტიის თავმჯდომარის არჩევნებზე მხარს ნიკა მელიას უჭერს
  • ახალი ამბები

ენმ–ის ქუთაისის ორგანიზაცია პარტიის თავმჯდომარის არჩევნებზე მხარს ნიკა მელიას უჭერს

NewsGeorgia January 15, 2023
ენმ–ის ქუთაისის ორგანიზაცია პარტიის თავმჯდომარის არჩევნებზე მხარს ნიკა მელიას უჭერს



“ნაციონალური მოძრაობის” ქუთასის საკრებულოს წევრებმა და პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შიდაპარტიულ არჩევნებში თავმჯდომარის თანამდებობაზე მხარდაჭერა ნიკა მელიას გამოუცხადეს.

განცხადება 15 იანვარს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საკრებულოში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გიორგი კილაძემ გააკეთა და დასძინა, რომ ქუთაისში იფუნქციონირებს ნიკა მელიას მხარდამჭერი შტაბი.

“ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციის სახელით, სრულ მხარდაჭრას ვუცხადებთ პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას და წარმატებებს ვუსურვებთ 28–29 იანვარს დაგეგმილ არჩევნებში. მიგვაჩნია, რომ ნაციონალური მოძრაობის თითოეული წევრისთვის დღეს პირველი საზრუნავი მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაა და 2023 წელს საქართველოში ოლიგარქიული რეჟიმის დასასრულია”, – განაცხადა გიორგი კილაძემ.

ნიკა მელიას მხარდამჭერი შტაბი პარტიის ოფისში იფუნქციონირებს და მას გაგა მანაგაძე უხელმძღვანელებს. მისი განმარტებით, დაწყებულია ენმ–ის მხარადამჭერ მოქალაქეთა რეგისტრაცია, რომლებიც ონლაინ შეძლებენ ხმის მიცემას სასურველი კანდიდატისთვის, რისთვისაც წინასწარ რეგისტრაცია უნდა გაიარონ.

ონლაინ რეგისტრაცია 26 იანვრამდე გაგრძელდება, ტექნიკური პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში კი მოქალაქეებს შეუძლიათ შტაბს მიმართონ, სადაც შიდაპარტიულ არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაციაში დაეხმარებიან.

როგორც ნიკა მელიას მხარადამჭერ ქუთაისის შტაბში განმარტავენ, თავმჯდომარის შიდაპარტიული არჩევნები ელექტრონული სისტემით გაიმართება, რაც პარტიის მხარადამჭერების სრულ უმრავლესობას მისცემს საშუალებას, საკუთარი არჩევანი დისტანციურად დააფიქსირონ.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნები 28–29 იანვარს გაიმართება. თავმჯდომარეობის კანდიდატები არიან, ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე.

Tags: ახალი ამბები

Continue Reading

Previous: კარპაჩო მხატვარი და არა მადის აღმძვრელი, ახლა თავის დამსახურებას იღებს
Next: “ისინი გაქცეულნი არიან”: სომალი ხელმძღვანელობს ალ-შაბაბის წინააღმდეგ ბრძოლას

კავშირშია

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • ახალი ამბები

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას
  • ახალი ამბები

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას

„იურიდიული განათლება თუ არ გაქვს, ოქმი როგორ შეადგინე“? – გამოჰკითხეს პოლიციელები, რომლებიც „კოლეგას იცავდნენ“ „იურიდიული განათლება თუ არ გაქვს, ოქმი როგორ შეადგინე“? – გამოჰკითხეს პოლიციელები, რომლებიც „კოლეგას იცავდნენ“
  • ახალი ამბები

„იურიდიული განათლება თუ არ გაქვს, ოქმი როგორ შეადგინე“? – გამოჰკითხეს პოლიციელები, რომლებიც „კოლეგას იცავდნენ“

საინტერესო

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • ახალი ამბები

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი? კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი?
  • პოლიტიკა

კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი?

რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა
  • პოლიტიკა

რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას
  • ახალი ამბები

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას

ადამიანი არ არის არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.