Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • პოლიტიკა
  • “ექსონი” რუსეთს ხელცარიელი ტოვებს
  • პოლიტიკა

“ექსონი” რუსეთს ხელცარიელი ტოვებს

NewsGeorgia January 15, 2023
“ექსონი” რუსეთს ხელცარიელი ტოვებს




სააგენტო “როიტერის” ცნობით, ორშაბათს კორპორაცია „ექსონ მობილმა“ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ მისი ქონების ჩამორთმევის შემდეგ, რუსეთი სრულად დატოვა. ამას წინ უძღოდა შვიდი თვის განმავლობაში მსჯელობა, რათა ნავთობის დიდ პროექტში მისი 30 პროცენტიანი წილის გადაცემა მოწესრიგებულად მომხდარიყო.

„ექსონმა“ არ თქვა თუ მიიღო კომპენსაცია ქონებისთვის, რომელიც მას 4 მილარდ დოლარზე მეტად ჰქონდა შეფასებული. „ექსონის“ პრეს-მდივანმა უარი თქვა კომენტარი გაეკეთებინა იმის შესახებ, აპირებს თუ არა კორპორაცია ეს ჩამორთმევა გააპროტესტოს საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცესის მეშვეობით, რომლის შესაძლებლობის შესახებაც აგვისტოში გაჟღერდა.

კომპანიის რუსეთიდან გასვლა ასახავს ენერგიის საკითხზე დასავლეთის და რუსეთის იმ დაპირისპირებას, რომელიც მოსკოვის უკრაინაში შეჭრას და ქვეყნის და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარას მოჰყვა. „ბრიტიშ პეტროლეუმმა“, „ტოტალ ენერჯიმ“, „ექვინორმა“ და „შელმა“ საკუთარი ქონება რუს პარტნიორებს გადასცეს ან ოპერაციები მიატოვეს.

„ექსონმა“ თქვა, რომ მას შემდეგ, რაც ამ თვის დასაწყისში მთავრობამ „სახალინ-1“ ნავთობის და გაზის პროექტში მისი ინტერესები „ერთპიროვნულად შეწყვიტა“, კომპანია რუსეთიდან „უსაფრთხოდ გამოვიდა“.

7 ოქტომბერს, პუტინმა „ექსონს“ ნავთობის ერთობლივი საწარმოს აქციები ჩამოართვა და მთავრობის მიერ კონტროლირებულ კომპანიას გადასცა. აგვისტოში პუტინმა ხელი მოაწერა პირველ ბრძანებას, რომელზეც „ექსონმა“ თქვა, რომ ამან პროექტ „სახალინ-1“-დან გარანტირებული და გარემოს დაცვის თვალსაზრისით უსაფრთხო გამოსვლა გაართულა.

აგვისტოში გამოცემული ბრძანების პასუხად, ამერიკულმა კორპორაციამ არბიტრაციის წინამორბედი იურიდიული ნაბიჯი უკვე გადადგა. „ექსონის“ მკაცრი ტონი მიანიშნებს კომპანიისთვის სასურველ შედეგზე – რუსეთიდან წავიდეს, მაგრამ არა დავის მშვიდობიანი გადაწყვეტის პირობით, რაც შეიძლება გადაითარგმნოს მრავალწლიან იურიდიულ დავებად, რომელიც ევროპულ სასამართლოებში არბიტრაციით დაიწყება.



Source link

#ექსონი #რუსეთს #ხელცარიელი #ტოვებს

Continue Reading

Previous: მოლდოვა ევროკავშირისგან 250 მილიონი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტს მიიღებს
Next: “ექსონის” მიერ რუსეთში ნავთობის მოპოვების დონე მკვეთრად დაეცა

კავშირშია

რუსეთში 22 წლით დააპატიმრეს “ლამაზმანთა არმიის” ლიდერი – რისთვის? რუსეთში 22 წლით დააპატიმრეს “ლამაზმანთა არმიის” ლიდერი – რისთვის?
  • პოლიტიკა

რუსეთში 22 წლით დააპატიმრეს “ლამაზმანთა არმიის” ლიდერი – რისთვის?

უნგრეთის ვეტო ევროკავშირის გაფართოების მოლაპარაკებებს ემუქრება უნგრეთის ვეტო ევროკავშირის გაფართოების მოლაპარაკებებს ემუქრება
  • პოლიტიკა

უნგრეთის ვეტო ევროკავშირის გაფართოების მოლაპარაკებებს ემუქრება

თავდაცვის ხარჯები, უკრაინა და ტრამპი: რას ველით NATO-ს ჰააგის სამიტისგან თავდაცვის ხარჯები, უკრაინა და ტრამპი: რას ველით NATO-ს ჰააგის სამიტისგან
  • პოლიტიკა

თავდაცვის ხარჯები, უკრაინა და ტრამპი: რას ველით NATO-ს ჰააგის სამიტისგან

საინტერესო

რუსეთში 22 წლით დააპატიმრეს “ლამაზმანთა არმიის” ლიდერი – რისთვის? რუსეთში 22 წლით დააპატიმრეს “ლამაზმანთა არმიის” ლიდერი – რისთვის?
  • პოლიტიკა

რუსეთში 22 წლით დააპატიმრეს “ლამაზმანთა არმიის” ლიდერი – რისთვის?

აშშ-ის პრეზიდენტი ამერიკულ ბაზაზე ირანის იერიშს ეხმაურება: ველოდით და ძალიან ეფექტიანად გავუმკლავდით აშშ-ის პრეზიდენტი ამერიკულ ბაზაზე ირანის იერიშს ეხმაურება: ველოდით და ძალიან ეფექტიანად გავუმკლავდით
  • ახალი ამბები

აშშ-ის პრეზიდენტი ამერიკულ ბაზაზე ირანის იერიშს ეხმაურება: ველოდით და ძალიან ეფექტიანად გავუმკლავდით

ტრამპი მედვედევზე: ნუთუ მან ეს მართლა თქვა? მედვედევი პასუხად: რუსეთს არ აქვს განზრახული ბირთვული იარაღი მიაწოდოს ირანს ტრამპი მედვედევზე: ნუთუ მან ეს მართლა თქვა?
მედვედევი პასუხად: რუსეთს არ აქვს განზრახული ბირთვული იარაღი მიაწოდოს ირანს
  • ახალი ამბები

ტრამპი მედვედევზე: ნუთუ მან ეს მართლა თქვა? მედვედევი პასუხად: რუსეთს არ აქვს განზრახული ბირთვული იარაღი მიაწოდოს ირანს

მოსამართლეების ხელფასი იზრდება – ყველა მათგანს 10 000 ლარზე მეტი დაენიშნება თვიურად მოსამართლეების ხელფასი იზრდება – ყველა მათგანს 10 000 ლარზე მეტი დაენიშნება თვიურად
  • ახალი ამბები

მოსამართლეების ხელფასი იზრდება – ყველა მათგანს 10 000 ლარზე მეტი დაენიშნება თვიურად

ადამიანი არ არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი იყო მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.