Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • დიმიტრი ხუნდაძის სიძე აშშ-ში არალეგალურად წავიდა – ინფორმაციას ადასტურებს შვილიც
  • ახალი ამბები

დიმიტრი ხუნდაძის სიძე აშშ-ში არალეგალურად წავიდა – ინფორმაციას ადასტურებს შვილიც

NewsGeorgia მარტი 18, 2023
დიმიტრი ხუნდაძის სიძე აშშ-ში არალეგალურად წავიდა – ინფორმაციას ადასტურებს შვილიც



პარლამენტის დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის სიძე აშშ-ში არალეგალურად წავიდა. “TV პირველთან” საუბრის დროს მირიან ოქროპირიძის დედაც და ცოლიც ადასტურებენ, რომ დეპუტატის სიძეს აშშ-ს ვიზა არ ჰქონდა – საქართველოდან ამერიკაში ლეგალურად მოხვედრა მხოლოდ ვიზით არის შესაძლებელი.

“ადრე კი აპირებდა, მაგრამ ახლა ყველასთვის მოულოდნელი იყო. ჩვენ არ გვინდოდა, რომ წასულიყო, თვითონ გადაწყვიტა”, – ამბობს ელისო ოქროპირიძე, დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის სიძის დედა.

“TV პირველის” ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა დეპუტატის სიძეს ვიზა, ელისო ოქროპირიძე პასუხობს, რომ არ ჰქონია. არხის ინფორმაციით, ხუნდაძის სიძე ამერიკაში მექსიკის გავლით მოხვდა.

დიმიტრი ხუნდაძის შვილი, თინათინ ხუნდაძეც ამბობს, რომ მისმა ქმარმა საქართველო აშშ-ს ვიზის გარეშე დატოვა.

“ზუსტად არ ვიცი რითი წავიდა, ჩემი და ჩემი ქმრის ურთიერთობა არის ჩვენი პირადი ურთიერთობა. ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო. მეც, მამაჩემიც არის ამით ძალიან უკმაყოფილო. მას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა დაეტოვებინა საკმაო სოლიდიური თანამდებობა და წასულიყო ამერიკაში”, – ამბობს დეპუტატის შვილი, თინათინ ხუნდაძე.

დიმიტრი ხუნდაძე საპარლამენტო უმრავლესობიდან იმ ცხრა დეპუტატს შორისაა, რომელმაც დაარეგისტრირა კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”. ამ კანონპროექტით ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომელიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისგან დაფინანსებას (შემოსავლის 20% პროცენტზე მეტს) იღებდა, “უცხოური გავლენის აგენტად” უნდა დარეგისტრირებულიყო.

დოკუმენტი მოიწონა მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამაც” და ხალხმრავალი პროტესტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მოწოდების მიუხედავად, კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. კენჭისყრა ორი დღის შემდეგ უნდა ჩატარებულიყო, თუმცა “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ინიციატივით საკითხის განხილვა ადრე დაიწყო.

კანონპროექტის პირველი მოსმენის მიღების დღეს ამერიკის საელჩომ თქვა, რომ “საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღე” იყო, ათასობით ადამიანი კი პარლამენტთან შეიკრიბა. ორი დღის შემდეგ, როცა პროტესტი არ წყდებოდა, მმართველმა პარტიამ გადაწყვეტილება შეცვალა და კანონპროექტი უკან გაითხოვა. დოკუმენტის მიღება დროში დაემთხვა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს – ევროკავშირის ქვეყნების ელჩები ამ კანონპროექტს ამ პროცესის შემაფერხებლად აფასებდნენ.

Tags: ადასტურებს არალეგალურად აშშში ახალი ამბები დიმიტრი ინფორმაციას სიძე შვილიც წავიდა ხუნდაძის

Continue Reading

Previous: ჯო ბაიდენი „გამართლებულს“ უწოდებს ICC-ის მიერ ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერის გაცემას
Next: ტრამპი აცხადებს, რომ 21 მარტს დააპატიმრებენ და მომხრეებს საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდებს

კავშირშია

რუსეთში, ტულის ოლქში, სავარაუდოდ დრონის ძლიერი აფეთქება მოხდა რუსეთში, ტულის ოლქში, სავარაუდოდ დრონის ძლიერი აფეთქება მოხდა
  • ახალი ამბები

რუსეთში, ტულის ოლქში, სავარაუდოდ დრონის ძლიერი აფეთქება მოხდა

IMF-ის ხელმძღვანელის თქმით, ფინანსური სტაბილურობის მიმართ საფრთხე გაიზარდა IMF-ის ხელმძღვანელის თქმით, ფინანსური სტაბილურობის მიმართ საფრთხე გაიზარდა
  • ახალი ამბები

IMF-ის ხელმძღვანელის თქმით, ფინანსური სტაბილურობის მიმართ საფრთხე გაიზარდა

რუსული ბირთვული იარაღი ბელარუსში: უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევა მოითხოვა რუსული ბირთვული იარაღი ბელარუსში: უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევა მოითხოვა
  • ახალი ამბები

რუსული ბირთვული იარაღი ბელარუსში: უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევა მოითხოვა

საინტერესო

რუსეთში, ტულის ოლქში, სავარაუდოდ დრონის ძლიერი აფეთქება მოხდა რუსეთში, ტულის ოლქში, სავარაუდოდ დრონის ძლიერი აფეთქება მოხდა
  • ახალი ამბები

რუსეთში, ტულის ოლქში, სავარაუდოდ დრონის ძლიერი აფეთქება მოხდა

IMF-ის ხელმძღვანელის თქმით, ფინანსური სტაბილურობის მიმართ საფრთხე გაიზარდა IMF-ის ხელმძღვანელის თქმით, ფინანსური სტაბილურობის მიმართ საფრთხე გაიზარდა
  • ახალი ამბები

IMF-ის ხელმძღვანელის თქმით, ფინანსური სტაბილურობის მიმართ საფრთხე გაიზარდა

რუსული ბირთვული იარაღი ბელარუსში: უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევა მოითხოვა რუსული ბირთვული იარაღი ბელარუსში: უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევა მოითხოვა
  • ახალი ამბები

რუსული ბირთვული იარაღი ბელარუსში: უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევა მოითხოვა

NATO აკრიტიკებს პუტინს „საშიში და უპასუხისმგებლო“ ბირთვული რიტორიკის გამო – Reuters NATO აკრიტიკებს პუტინს „საშიში და უპასუხისმგებლო“ ბირთვული რიტორიკის გამო – Reuters
  • ახალი ამბები

NATO აკრიტიკებს პუტინს „საშიში და უპასუხისმგებლო“ ბირთვული რიტორიკის გამო – Reuters

აგენტების აგენტების კანონი არ არის აშშ აშშის ახალი ამბები ბახმუტი გამო და ევროკავშირი ეკონომიკა ვლადიმირ პუტინი ზელენსკი თქმით კულტურა მთავარი მიწისძვრა თურქეთში მიხეილ სააკაშვილი მსოფლიო ომი ომის ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი პუტინის რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსული რუსული კანონი საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის უნდა შესახებ ჩინეთი

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.