Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • მსოფლიო
  • დავოსში ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა
  • მსოფლიო

დავოსში ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა

NewsGeorgia January 16, 2023
დავოსში ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა



2 700-ზე მეტი ლიდერი იკრიბება შვეიცარიის ალპურ სოფელ დავოსში, სადაც ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გლობალურ გამოწვევებზე იმსჯელებენ.

შეკრებაში მონაწილეობს 52 სახელმწიფოს მეთაური, წამყვანი ბიზნესების, ფინანსური და კულტურის სექტორის ლიდერები. ფორუმი დღეს იხსნება და მასში ასევე იღებენ მონაწილეობას 130 ქვეყნის ჰუმანიტარები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები. შვეიცარიის არმიის 5 000-ზე მეტი ჯარისკაცია მზადყოფნაში, რათა დავოსის შეხვედრების უსაფრთხოება უზრუნველყონ.

წლევანდელი შეხვედრის თემაა თანამშრომლობა დაყოფილ მსოფლიოში. პანდემიის იზოლაციის პერიოდის შემდეგ, დელეგატები ერთმანეთს პირისპირ პირველად შეხვდებიან. კვირის განმავლობაში ისინი განიხილავენ ისეთ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებს, რომლებიც სასწრაფო ყურადღებას საჭიროებენ.

კლაუს შვაბი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი და აღმასრულებელი თავმჯდომარე ამბობს, რომ ფორუმი ხელს უწყობს სხვადასხვა პოზიციების დაახლოებას. „[მსოფლიო] დაყოფის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რეალურად თანამშრომლობის ნაკლებობაა. თავის მხრივ, ეს ზრდის საზოგადოებაში ფრაგმენტაციას და კიდევ უფრო იწვევს სარგებელზე ორიენტირებული მოკლევადიანი პოლიტიკის წარმოებას. და ეს ნამდვილად მოჯადოებული წრეა“, – განაცხადა მან.

ფორუმის მმართველი დირექტორი მირაკ დუსეკი ამბობს, რომ მსოფლიო ლიდერებისთვის ეს საშუალებაა, ერთად იმუშაონ ისეთ ურთიერთდაკავშირებულ საკითხებზე, როგორიცაა ენერგია, კლიმატი და ბუნება. „ჩვენ ვაპირებთ დიდი ყურადღება გავამახვილოთ ინფრასტრუქტურაზე. განსაკუთრებით იმაზე, თუ როგორ უზრუნველვყოთ ის, რომ ინვესტიციებმა ინფრასტრუქტურის გარშემო, განსაკუთრებით – სუფთა ინფრასტრუქტურის ირგვლივ ზრდას შეუწყოს ხელი“, – თქვა მან.

შეხვედრას ესწრებიან გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სუკ-იოლი, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი კირილ რამაფოზა და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დავოსში არ ჩავა. თუმცა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კლიმატის საკითხებში ჯონ კერი ფორუმს აუცილებლად დაესწრება.

დავოსში მოსალოდნელია უკრაინის მაღალი დონის დელეგაცია. ფორუმის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მათი სახელები უსაფრთხოების მოსაზრებით, არ სახელდება. მათი თქმით, უკრაინის ომთან დაკავშირებით რამდენიმე სხდომა გაიმართება. ფორუმში, ორგანიზატორების თქმით, რუსეთი მონაწილეობას არ მიიღებს.

Tags: ახალი ამბები ბიზნესი დავოსი ეკონომიკა მსოფლიო ფორუმი შეხვედრა შვეიცარია

Continue Reading

Previous: საქართველოს დელეგაცია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გაემგზავრა
Next: პუტინის „სისხლიანი ხელწერა“ ამჯერად დნეპრში

კავშირშია

ბრიუსელი კიევს სამხედრო დახმარების გაზრდას პირდება ბრიუსელი კიევს სამხედრო დახმარების გაზრდას პირდება
  • მსოფლიო

ბრიუსელი კიევს სამხედრო დახმარების გაზრდას პირდება

შვედეთის ლიდერი კრიმინალთან ბრძოლაში დასახმარებლად სამხედროებს მიმართავს შვედეთის ლიდერი კრიმინალთან ბრძოლაში დასახმარებლად სამხედროებს მიმართავს
  • მსოფლიო

შვედეთის ლიდერი კრიმინალთან ბრძოლაში დასახმარებლად სამხედროებს მიმართავს

სომხური ყარაბაღის დასასრული სომხური ყარაბაღის დასასრული
  • მსოფლიო

სომხური ყარაბაღის დასასრული

საინტერესო

სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს
  • ახალი ამბები

სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს

ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ
  • ახალი ამბები

ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ

პოლონეთმა უკრაინას გადასცა გარემონტებული “ლეოპარდები” პოლონეთმა უკრაინას გადასცა გარემონტებული “ლეოპარდები”
  • ახალი ამბები

პოლონეთმა უკრაინას გადასცა გარემონტებული “ლეოპარდები”

ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა საბოლოო გამარჯვებამდე იბრძოლებს და ამას ვერაფერი შეაჩერებს ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა საბოლოო გამარჯვებამდე იბრძოლებს და ამას ვერაფერი შეაჩერებს
  • ახალი ამბები

ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა საბოლოო გამარჯვებამდე იბრძოლებს და ამას ვერაფერი შეაჩერებს

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.