Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • Home
  • პოლიტიკა
  • დასმენა როგორც რუსი პატრიოტის ვალი
  • პოლიტიკა

დასმენა როგორც რუსი პატრიოტის ვალი

NewsGeorgia იანვარი 21, 2023
დასმენა როგორც რუსი პატრიოტის ვალი



19 წლის არხანგელსკელ სტუდენტს ოლესია კრივცოვას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: ჯარის დისკრედიტაცია და ტერორიზმის გამართლება. გოგონა ქუჩაში აკრავდა პროკლამაციებს, რომლებშიც საუბარი იყო იმაზე, რომ დიდი სამამულო ომის ვეტერანები უკრაინაშიც ცხოვრობენ, სტუდენტი გოგონა ასევე აქვეყნებდა ანტისაომარ პუბლიკაციებს სოციალურ ქსელებში, რისთვისაც 2022 წლის ოქტომბერში თანაკურსელები დასმენით დაემუქრნენ. დეკემბერში კრივცოვას ჩხრეკის ჩასატარებლად მიაკითხეს ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა (ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც ურო ეჭირა ხელში, თავზე დაადგა გოგონას და „ვაგნერისგან“ მოკითხვა გადასცა), იანვარში კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ ორი სისხლის სამართლის საქმე აღძრა, შინაპატიმრობა მიუსაჯა და ექსტრემისტებისა და ტერორისტების სიაში შეიყვანა.

რუსული სინამდვილის გათვალისწინებით, ამ მოვლენას არ ჩავთვლიდი განსაკუთრებული ყურადღების ღირსად, მაგრამ ამ თემაზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს დართული ჰქონდა სტუდენტის თანაკურსელების ფოტოები და ციტატები ჩატში გაკეთებული მიმოწერიდან, დაესმინათ თუ არა ოლესია. ერთ-ერთმა ციტატამ უბრალოდ აღმაფრთოვანა თავისი ლაკონიური აქტუალობით. არწმუნებდნენ რა ერთმანეთს თანაკურსელის ციხეში გაშვების საჭიროებაში, 19 წლის გოგონას თანატოლებმა დაწერეს: “დასმენა პატრიოტის ვალდებულებაა”. დროების როგორი ზუსტი ნიშანია!

1985 წელს გამოვიდა ვიქტორ კონდირევის წიგნი “ჩექმები – ოფიცრის სახე”, ეს იყო ტევადი ფორმულა არა მხოლოდ საბჭოთა არმიის, არამედ მთელი საბჭოთა ხელისუფლებისა. 1982 წელს კი სერგეი დოვლატოვმა 1937-1938 წლების შესახებ იკითხა: “კი, მაგრამ ვინ დაასმინა ოთხი მილიონი ადამიანი?” მე, ისევე როგორც ბევრი ჩემი თანატოლი, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ დასმენებს წერდნენ აშარი ზრდასრულები, უუნარო და შურიანი ადამიანები, რომელთაც სურდათ მეზობლის ბინის ან თანამდებობის მიღება ან სულაც ნაცნობისათვის ცოლის წართმევა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ისინი არ წერდნენ დასმენებს, აღმოჩნდა, რომ, თურმე, დღესაც საკმაოდ ბევრია ისეთი ახალგაზრდა პატრიოტი, რომელიც (მიაქციეთ ყურადღება!) დაიბადა არა სტალინის, არა საბჭოთა მმართველობის დროს, არამედ ახალ, თავისუფალ, დემოკრატიულ რუსეთში, სახალხოდ არჩეული პრეზიდენტების დიმიტრი მედვედევისა და ვლადიმირ პუტინის პირობებში. „პ“ თაობა – პუტინოიდები!

ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ინტერვიუთი, რომელიც იური დუდმა აიღო ოსკარ კუჩერასგან, გადაზრდილი თაღლითისა და შემგუებელ-სავოკისგან: როგორ ჩამოიხსნა ნიღაბი! გამოვდივარ წინადადებით პატრიოტიზმი გაიზომოს დასმენების რაოდენობით: ათი დასმენისთვის მოქალაქეს მიენიჭოს “რუსეთის დამსახურებული დამსმენის” ტიტული, ოცდახუთისთვის – “რუსეთის სახალხო ჩამშვების” წოდება. მოუთმენლად ველოდები ინტერვიუს ოლესიას კურსელებთან: ვლადიმერ სერგეევთან, რომან გუსეინთან ან ვინმე სხვა, პუტინის ახალი თაობის “პავლიკ მოროზოვებთან”, რომლებსაც დასმენა პატრიოტის მოვალეობად მიაჩნიათ. ოჰ, როგორ მინდა ჩავიხედო ამ მომავალი რუსეთის სულში!

Tags: პოლიტიკა საზოგადოება

Continue Reading

Previous: “არ არსებობს მიზეზი, რატომ არ უნდა მისცეს გერმანიამ უკრაინას “ლეოპარდები”
Next: დაზიანებულია ზურგის ტვინი – სააკაშვილის საქმის მე-7 სხდომაზე ნეიროქირურგი გამოკითხეს

კავშირშია

უკრაინელი ქალები ომში: უკრაინელი სამხედრო ქალები ოცნებობენ თავისუფლებაზე და გადარჩენისთვის იბრძვიან უკრაინელი ქალები ომში: უკრაინელი სამხედრო ქალები ოცნებობენ თავისუფლებაზე და გადარჩენისთვის იბრძვიან
  • პოლიტიკა

უკრაინელი ქალები ომში: უკრაინელი სამხედრო ქალები ოცნებობენ თავისუფლებაზე და გადარჩენისთვის იბრძვიან

“სატანკო გარღვევა ” – უკრაინა გერმანულ Leopard 2-ებსა და ამერიკულ Abrams-ებს მიიღებს “სატანკო გარღვევა ” – უკრაინა გერმანულ Leopard 2-ებსა და ამერიკულ Abrams-ებს მიიღებს
  • პოლიტიკა

“სატანკო გარღვევა ” – უკრაინა გერმანულ Leopard 2-ებსა და ამერიკულ Abrams-ებს მიიღებს

ცოტა რამ უკრაინაში მებრძოლ ბელარუს მოხალისეებზე ცოტა რამ უკრაინაში მებრძოლ ბელარუს მოხალისეებზე
  • პოლიტიკა

ცოტა რამ უკრაინაში მებრძოლ ბელარუს მოხალისეებზე

საინტერესო

ბერლინში განმარტეს საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვები რუსეთთან ომის შესახებ ბერლინში განმარტეს საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვები რუსეთთან ომის შესახებ
  • ახალი ამბები

ბერლინში განმარტეს საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვები რუსეთთან ომის შესახებ

ევროკავშირმა უკრაინის დასახმარებლად „ენერგეტიკული ჰაბი” გახსნა ევროკავშირმა უკრაინის დასახმარებლად „ენერგეტიკული ჰაბი” გახსნა
  • ახალი ამბები

ევროკავშირმა უკრაინის დასახმარებლად „ენერგეტიკული ჰაბი” გახსნა

Bloomberg: ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციები მოამზადა Bloomberg: ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციები მოამზადა
  • ახალი ამბები

Bloomberg: ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციები მოამზადა

აზიაში გაციება აზიანებს ჩრდილოეთ კორეელებს, რომლებიც უკვე იბრძვიან კოვიდთან დაკავშირებით აზიაში გაციება აზიანებს ჩრდილოეთ კორეელებს, რომლებიც უკვე იბრძვიან კოვიდთან დაკავშირებით
  • უცხოური სიახლეები

აზიაში გაციება აზიანებს ჩრდილოეთ კორეელებს, რომლებიც უკვე იბრძვიან კოვიდთან დაკავშირებით

Davos 2023 Dnipro Germany Greta Thunberg NATO Ukraine war USA Vladimir Putin აშშ ახალი ამბები გაზი როგორც იარაღი გერმანია დნეპრი ევროკავშირი ეკონომიკა ვაგნერი ვიდეო ვლადიმირ პუტინი თურქეთი ინტერვიუ კულტურა მთავარი მიხეილ სააკაშვილი მსოფლიო ნავთობი ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის ომი უკრაინაში რუსეთის სარაკეტო დარტყმა რუსეთის შეჭრა უკრაინაში რუსული ნავთობი საზოგადოება სანქციები სანქციები რუსეთის წინააღმდეგ საქართველო სოლედარი სპორტი ტანკები უკრაინა უკრაინა რუსეთის ომი უკრაინის ომი

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.