Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • დაკრძალეს 20 იანვრის ღამით საგარეჯოში მოკლული 3 ახალგაზრდა და პოლიციელი
  • ახალი ამბები

დაკრძალეს 20 იანვრის ღამით საგარეჯოში მოკლული 3 ახალგაზრდა და პოლიციელი

NewsGeorgia January 24, 2023
დაკრძალეს 20 იანვრის ღამით საგარეჯოში მოკლული 3 ახალგაზრდა და პოლიციელი


საგარეჯოში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს 2023 წლის 20 იანვრის ღამით მოკლული დავით ნასრაძე და ზაქრო მათიაშვილი. კიდევ ერთი დაღუპული ნოდარ რჩეულიშვილი კი – თბილისში.

ხუთშაბათს სოფელ ჩაილურში დაკრძალავენ 20 იანვრის ღამით მოკლულ ზაზა ჩიხლაძეს.

ახალგაზრდები მეზობლები და მეგობრები იყვნენ.

დაკრძალვამდე საგარეჯოს ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში გარდაცვლილთა მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს.

20 იანვარს საგარეჯოში მოკლული დავით ნასრაძის დაკრძალვა. 24 იანვარი, 2023 წელი

დღესვე სოფელ ჩაილურში დაკრძალეს საგარეჯოს პოლიციის უფროსი დეტექტივი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ოთარ ღვინაშვილი.

რადიო თავისუფლება 48 წლის ნოდარ ათუაშვილის დასაფლავების საკითხითაც დაინტერესდა.

23 იანვარს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მხოლოდ ის დაადასტურეს, რომ ათუაშვილის ცხედარი პროზექტურაში აღარ იყო.

24 იანვარს მერის წარმომადგენელმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში ვანო ახალკაციშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ათუაშვილი სოფლის სასაფლაოზე არ არის დაკრძალული. ის წარმოშობით სოფელ მანავიდან იყო, მისი ნათესავები ამ სოფელში ცხოვრობენ.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ათუაშვილი ოჯახის ახლობლებმა 23 იანვარს დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში დაასაფლავეს.

მეოთხე დღეა, მკურნალობას განაგრძობს საგარეჯოში დაჭრილი სამი პირი. მათგან ერთ-ერთის, 24 წლის ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსის” დირექტორის, მამუკა ოთიაშვილის თქმით, პაციენტი სტაბილურად მძიმეა, თუმცა შეინიშნება მცირედი დადებითი დინამიკა.

“ორის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო ერთი პაციენტი, რომელიც რჩება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, იმყოფება ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე. გართულების რისკები არის მაღალი, თუმცა ამ ეტაპისთვის ვინარჩუნებთ სტაბილიზაციას, მცირედი დადებითი დინამიკით,” – უთხრა ჟურნალისტებს ოთიაშვილმა.

პარალელურად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. იკითხებიან მოწმეები.

20 იანვარს, დაახლოებით 00:00 საათზე, საგარეჯოში, “ჯეო ჰოსპიტალსთან”, საცხოვრებელი სახლის აივნიდან ყოფილმა სამხედრომ ნოდარ ათუაშვილმა იარაღიდან გასროლით მოკლა ხუთი ადამიანი, მათ შორის შემთხვევის ადგილზე მისული ერთი პოლიციელი. დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 პირი. თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

Tags: ახალი ამბები

Continue Reading

Previous: ღარიბაშვილი თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მფლობელი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
Next: ლუკაშენკა აცხადებს, რომ კიევი მას თავდაუსხმელობის პაქტს სთავაზობს

კავშირშია

სომხეთი და აზერბაიჯანი დაპირისპირებული სიტყვებით გამოვიდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სომხეთი და აზერბაიჯანი დაპირისპირებული სიტყვებით გამოვიდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე
  • ახალი ამბები

სომხეთი და აზერბაიჯანი დაპირისპირებული სიტყვებით გამოვიდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე

გერმანია უკრაინას ახალ, 400 მილიონევროიანი დახმარების პაკეტს გადასცემს გერმანია უკრაინას ახალ, 400 მილიონევროიანი დახმარების პაკეტს გადასცემს
  • ახალი ამბები

გერმანია უკრაინას ახალ, 400 მილიონევროიანი დახმარების პაკეტს გადასცემს

ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა ნიკოლ ფაშინიანს ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა ნიკოლ ფაშინიანს
  • ახალი ამბები

ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა ნიკოლ ფაშინიანს

საინტერესო

სომხეთი და აზერბაიჯანი დაპირისპირებული სიტყვებით გამოვიდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სომხეთი და აზერბაიჯანი დაპირისპირებული სიტყვებით გამოვიდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე
  • ახალი ამბები

სომხეთი და აზერბაიჯანი დაპირისპირებული სიტყვებით გამოვიდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე

გერმანია უკრაინას ახალ, 400 მილიონევროიანი დახმარების პაკეტს გადასცემს გერმანია უკრაინას ახალ, 400 მილიონევროიანი დახმარების პაკეტს გადასცემს
  • ახალი ამბები

გერმანია უკრაინას ახალ, 400 მილიონევროიანი დახმარების პაკეტს გადასცემს

ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა ნიკოლ ფაშინიანს ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა ნიკოლ ფაშინიანს
  • ახალი ამბები

ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა ნიკოლ ფაშინიანს

ოპოზიცია ეხმაურება საკრებულოს დეპუტატზე თავდასხმას და მოითხოვს დაკავებული პოლიტიკოსების გათავისუფლებას ოპოზიცია ეხმაურება საკრებულოს დეპუტატზე თავდასხმას და მოითხოვს დაკავებული პოლიტიკოსების გათავისუფლებას
  • ახალი ამბები

ოპოზიცია ეხმაურება საკრებულოს დეპუტატზე თავდასხმას და მოითხოვს დაკავებული პოლიტიკოსების გათავისუფლებას

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.