Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • “ჩელენჯერები”, AS90 და ბევრი სხვა რამ უკრაინას ბრიტანეთიდან
  • ახალი ამბები

“ჩელენჯერები”, AS90 და ბევრი სხვა რამ უკრაინას ბრიტანეთიდან

NewsGeorgia January 16, 2023
“ჩელენჯერები”, AS90 და ბევრი სხვა რამ უკრაინას ბრიტანეთიდან



დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის ახალ სამხედრო დახმარებას გამოყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მდივანი აკეთებს. ბენ უოლესის თქმით, დახმარება მოიცავს „ჩელენჯერ 2“ ტანკების ესკადრილიას და AS90 საარტილერიო სიტემებს.

ეს არის „საბრძოლო ძალების ყველაზე მნიშვნელოვანი პაკეტი დღემდე, უკრაინის წარმატების დასაჩქარებლად,“- თქვა ბრიტანეთის თემთა პალატაში გამოსვლის დროს ბენ უოლესმა.

ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ რუსეთის ომი უკრაინაში „უკანონო და არაპროვოცირებულია“ რაც მისი თქმით რუსეთისთვის წარმატებული ვერ იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი უკრაინას 14 “ჩელენჯერს” გადასცემს. დამატებით გაიგზავნება ასობით ჯავშანტექნიკა, მათ შორის „ბულდოგები“ (პერსონალის გადასაყვანად), მანევრირების მხარდამჭერი პაკეტი… რომლის ღირებულება 28 მილიონ ფაუნდს შეადგენს და დამატებით ათეულობით საჰაერო უპილოტო სისტემა – 20 მილიონის ღირებულების, რომელიც უკრაინის არტილერიის მხარდასაჭერადაა განკუთვნილი.

ამას გარდა, გაიგზავნება 100 000 საარტილერიო ჭურვი, ასობით GMLRS ტიპის მოწინავე რაკეტა, “სთარსტრეკის” საჰაერო თავდაცვის სისტემა, საშუალო რადიუსის საჰაერო თავდაცვის რაკეტები და სხვა. დახმარების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს მოიცავს 100 უკრაინული ტანკების შესაკეთებლად გამიზნულ სათადარიგო ნაწილებს.

მანამდე კრემლმა განაცხადა, რომ ბრიტანული ტანკები, რომლის უკრაინაში გაგზავნასაც ლონდონი გეგმავს, უკრაინაში დაიწვება.

„ეს ტანკები იწვება და კვლავაც დაიწვება, როგორც სხვა დანარჩენი”, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ბრიტანული ტანკების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად.

Tags: ახალი ამბები დიდი ბრიტანეთი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი დიდი ბრიტანეთის სახმედო დახმარება ომი უკრაინაში უკრაინა უკრაინის ჯარი

Continue Reading

Previous: 5 ივლისი: რატომ მოიხსნა ჯგუფური ძალადობის ერთადერთი ბრალდება
Next: გოშევსკა: მემუქრებიან, რომ საქართველოში შემოსვლის საშუალება აღარ მექნება

კავშირშია

ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო ლატვია და ლიეტუვა ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო ლატვია და ლიეტუვა ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ
  • ახალი ამბები

ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო ლატვია და ლიეტუვა ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ

შსს-მ გამოძიება დაიწყო გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე
  • ახალი ამბები

შსს-მ გამოძიება დაიწყო გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე

გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თავს დაესხნენ გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თავს დაესხნენ
  • ახალი ამბები

გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თავს დაესხნენ

საინტერესო

ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო ლატვია და ლიეტუვა ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო ლატვია და ლიეტუვა ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ
  • ახალი ამბები

ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო ლატვია და ლიეტუვა ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ

შსს-მ გამოძიება დაიწყო გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე
  • ახალი ამბები

შსს-მ გამოძიება დაიწყო გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე

გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თავს დაესხნენ გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თავს დაესხნენ
  • ახალი ამბები

გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თავს დაესხნენ

მაშველებმა იპოვეს მტკვარში 14 მაისს გადავარდნილი ავტომობილის მესამე მგზავრის ცხედარი მაშველებმა იპოვეს მტკვარში 14 მაისს გადავარდნილი ავტომობილის მესამე მგზავრის ცხედარი
  • ახალი ამბები

მაშველებმა იპოვეს მტკვარში 14 მაისს გადავარდნილი ავტომობილის მესამე მგზავრის ცხედარი

ადამიანი არ არის არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.