Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერობენ ექსპრემიერი და ნატოს ყოფილი გენერალი
  • ახალი ამბები

ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერობენ ექსპრემიერი და ნატოს ყოფილი გენერალი

NewsGeorgia January 15, 2023
ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერობენ ექსპრემიერი და ნატოს ყოფილი გენერალი



14 იანვარს ჩეხეთში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, სადაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს ყოფილმა-პრემიერ მინისტრმა, მილიარდერმა ანდრეი ბაბიშმა და ამჟამად პენსიაზე გასულმა ნატოს გენერალმა, პეტრ პაველმა.

ბაბიშს ერგო ხმების 36.02 პროცენტი, პაველს – 34.38, ხოლო ეკონომისტი დანუსე ნერუდოვა მესამე ადგილზე გავიდა, 13.85 პროცენტით – იუწყება ჩეხეთის სტატისტიკის სამსახური, ბიულეტენების 90 პროცენტის დათვლის შემდეგ.

ბაბიშსა და პაველს შორის მეორე ტური 27-28 იანვარს გაიმართება. გამარჯვებული შეცვლის მილოშ ზემანს, ხმამაღალ და საზოგადოებაში ხშირად უთანხმოების გამომწვევ პოლიტიკოსს.

ახალი პრეზიდენტი რამდენიმე გამოწვევის წინაშე იქნება, მათ შორის რეკორდულად მაღალი ინფლაციისა ამ, 10.5 მილიონი ადამიანისგან შემდგარი მოსახლეობის მქონე ქვეყანაში – ისევე, როგორც საჯარო ფინანსების დეფიციტის, რაც უკრაინაში ომს უკავშირდება.

ბიზნესმენი და ყოფილი პრემიერი, 68 წლის ბაბიში მეხუთეა ჩეხეთის რესპუბლიკის უმდიდრეს მოქალაქეთა სიაში, ჟურნალ ფორბსის მონაცემების მიხედვით.

61 წლის პაველი ყოფილი საჰაერო მედესანტეა. მას გმირის წოდება მიენიჭა სერბეთ-ხორვატიის ომში, რომლის დროსაც მონაწილეობა მიიღო საომარი ზონიდან საფრანგეთის სამხედროების გამოხსნაში. ამის შემდეგ პაველი იყო ჩეხეთის გენერალური შტაბის უფროსი და ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი.

Tags: ახალი ამბები

Continue Reading

Previous: აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მდივანი კანადელ კოლეგას ხვდება
Next: „გადავარჩინოთ მიშა“

კავშირშია

სანქცირებული გენპროკურორის გადადგომის შემდეგ პოსტზე გიორგი გვარაკიძე წარადგინეს სანქცირებული გენპროკურორის გადადგომის შემდეგ პოსტზე გიორგი გვარაკიძე წარადგინეს
  • ახალი ამბები

სანქცირებული გენპროკურორის გადადგომის შემდეგ პოსტზე გიორგი გვარაკიძე წარადგინეს

ისრაელის ძალებმა ღაზას ჰუმანიტარულ ცენტრთან 51 პალესტინელი მოკლეს, აცხადებენ თვითმხილველები და მაშველები ისრაელის ძალებმა ღაზას ჰუმანიტარულ ცენტრთან 51 პალესტინელი მოკლეს, აცხადებენ თვითმხილველები და მაშველები
  • ახალი ამბები

ისრაელის ძალებმა ღაზას ჰუმანიტარულ ცენტრთან 51 პალესტინელი მოკლეს, აცხადებენ თვითმხილველები და მაშველები

ნინო წილოსანზე პოსტის გამო 4000-ლარით დააჯარიმეს ანა სუბელიანი ნინო წილოსანზე პოსტის გამო 4000-ლარით დააჯარიმეს ანა სუბელიანი
  • ახალი ამბები

ნინო წილოსანზე პოსტის გამო 4000-ლარით დააჯარიმეს ანა სუბელიანი

საინტერესო

სუსმა არ იცოდა, რას აკეთებდა გახარიას შსს ჩორჩანაში – დამაჯერებელია ეს? სუსმა არ იცოდა, რას აკეთებდა გახარიას შსს ჩორჩანაში – დამაჯერებელია ეს?
  • პოლიტიკა

სუსმა არ იცოდა, რას აკეთებდა გახარიას შსს ჩორჩანაში – დამაჯერებელია ეს?

სანქცირებული გენპროკურორის გადადგომის შემდეგ პოსტზე გიორგი გვარაკიძე წარადგინეს სანქცირებული გენპროკურორის გადადგომის შემდეგ პოსტზე გიორგი გვარაკიძე წარადგინეს
  • ახალი ამბები

სანქცირებული გენპროკურორის გადადგომის შემდეგ პოსტზე გიორგი გვარაკიძე წარადგინეს

ისრაელის ძალებმა ღაზას ჰუმანიტარულ ცენტრთან 51 პალესტინელი მოკლეს, აცხადებენ თვითმხილველები და მაშველები ისრაელის ძალებმა ღაზას ჰუმანიტარულ ცენტრთან 51 პალესტინელი მოკლეს, აცხადებენ თვითმხილველები და მაშველები
  • ახალი ამბები

ისრაელის ძალებმა ღაზას ჰუმანიტარულ ცენტრთან 51 პალესტინელი მოკლეს, აცხადებენ თვითმხილველები და მაშველები

ნინო წილოსანზე პოსტის გამო 4000-ლარით დააჯარიმეს ანა სუბელიანი ნინო წილოსანზე პოსტის გამო 4000-ლარით დააჯარიმეს ანა სუბელიანი
  • ახალი ამბები

ნინო წილოსანზე პოსტის გამო 4000-ლარით დააჯარიმეს ანა სუბელიანი

ადამიანი არ არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი იყო მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.