Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ეკონომიკა
  • ბრიტანეთში ინფლაციამ 11.1 %-ს მიაღწია
  • ეკონომიკა

ბრიტანეთში ინფლაციამ 11.1 %-ს მიაღწია

NewsGeorgia January 15, 2023
ბრიტანეთში ინფლაციამ 11.1 %-ს მიაღწია



ოქტომბერში, ბრიტანეთში ინფლაციის დონემ ბოლო 41 წლის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და გაამძაფრა მთავრობის მიმართ მოთხოვნები, მეტი გაკეთდეს ქვეყანაში ცხოვრების ღირებულების კრიზისის შესამსუბუქებლად. ხუთშაბათს მთავრობამ ახალი საგადასახადო და ხარჯვითი ნაწილის გეგმები უნდა გამოაქვეყნოს.

ეროვნული სტატისტიკის ოფისის ცნობით, სამომხმარებლო ფასები 12 თვის განმავლობაში, ოქტომბრის ჩათვლით, 11.1 პროცენტით გაიზარდა. სექტემბერში ეს ციფრი 10.1 პროცენტს შეადგენდა. ახალი ციფრი ბევრად აჭარბებს ეკონომისტების პროგნოზს, ისინი ინფლაციის ზრდას 10.7 პროცენტამდე ვარაუდობდნენ.

სტატისტიკის ოფისმა განაცხადა, რომ სურსათზე და ენერგიაზე გაზრდილმა ფასებმა ბრიტანეთის ინფლაციის დონე 1981 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულამდე მიიყვანა. ეს დონე აჭარბებს 10.7 პროცენტიან დონეს 19 ევროპულ ქვეყნაში, სადაც მიმოქცევაში ფულადი ერთეული ევროა, ასევე ამერიკის ინფლაციის დონეს, რომელმაც ოქტომბერში კლება დაიწყო და 7.7 პროცენტიან ნიშნულზეა.

მთელ მსოფლიოში მთავრობები და ცენტრალური ბანკები ცდილობენ ფართოდ გავრცელებული ინფლაციის შეკავებას, რომელიც კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ეკონომიკის გამოცოცხლებასთან ერთად დაჩქარდა და მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ბუნებრივი გაზით, ნავთობით, მარცვლეულით და საკვები ზეთით მომარაგება შეზღუდა. პოლიტიკოსები ამ გარეგან რყევებთან ბრძოლაში გამორჩეულ წარმატებას ვერ აღწევენ, ფასების ზრდის ტენდენცია კი მყარდება, რადგან მწარმოებლებს გაზრდილი ღირებულების ტვირთი მომხმარებლებზე გადააქვთ და დასაქმებულები კი გაზრდილ ხელფასებს ითხოვენ. ეს თავის მხრივ, ეკონომიკის ზრდისთვის უფრო ხანგრძლივი საფრთხეა.

ინგლისის ბანკმა საპროცენტო განაკვეთი ერთმანეთის მიყოლებით რვაჯერ გაზარდა და მისი საკვანძო დონე 3 %-მდე აწია. პოლიტიკოსები კი ცდილობენ ინფლაცია საკუთარ სამიზნე 2 პროცენტზე დააბრუნონ.

საპროცენტო განაკვეთებს ევროპული და ამერიკის ცენტრალური ბანკებიც აგრესიულად ზრდიდნენ, თუმცა მოსალოდნელია, რომ ფედერალური რეზერვი მომავალში ამას “შეარბილებს”. ეს მას შემდეგ, რაც ინფლაციის დონე 8.2 პროცენტიდან 7.7 პროცენტამდე შემცირდა.

Tags: ახალი ამბები ბრიტანეთი ეკონომიკა ინფლაცია ინფლაცია დიდ ბრიტანეთში საპროცენტო განაკვეთი სტატისტიკა ცენტრალური ბანკი

Continue Reading

Previous: მზარდი მშპ გერმანელებს ნაკლებად მწვავე რეცესიის იმედს უჩენს
Next: ევროკავშირმა ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირების მიზნებზე შეთანხმებას მიაღწია

კავშირშია

ეროვნულმა ბანკმა ფარცხალაძისთვის „გამონაკლისი“ დაუშვა სანქციების აღსრულების წესში ეროვნულმა ბანკმა ფარცხალაძისთვის „გამონაკლისი“ დაუშვა სანქციების აღსრულების წესში
  • ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა ფარცხალაძისთვის „გამონაკლისი“ დაუშვა სანქციების აღსრულების წესში

ყოველთვის მხარს ვუჭერდით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას – ჩინეთის ელჩი ყოველთვის მხარს ვუჭერდით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას – ჩინეთის ელჩი
  • ეკონომიკა

ყოველთვის მხარს ვუჭერდით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას – ჩინეთის ელჩი

ჩინეთის ელჩი საქართველოში ანაკლიის პორტისადმი ინტერესზე საუბრობს ჩინეთის ელჩი საქართველოში ანაკლიის პორტისადმი ინტერესზე საუბრობს
  • ეკონომიკა

ჩინეთის ელჩი საქართველოში ანაკლიის პორტისადმი ინტერესზე საუბრობს

საინტერესო

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება
  • ახალი ამბები

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა
  • ახალი ამბები

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა
  • ახალი ამბები

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა

შეგვიფასეთ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტები – პაპუაშვილი ვენეციის კომისიას შეგვიფასეთ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტები – პაპუაშვილი ვენეციის კომისიას
  • ახალი ამბები

შეგვიფასეთ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტები – პაპუაშვილი ვენეციის კომისიას

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.