დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა მიზანმიმართულ დეზინფორმაციად აფასებს რუსეთის წარმომადგენელთა განცხადებებს, რომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს უკრაონის ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ორეხოვთან და დონეცკის ოლქის ქალაქ უგლედარტან და ამ რაიონებში გაარღვიეს უკრაინის თავდაცვის ხაზი. ბრიტანული დაზვერვის თანახმად, რუსული ქვედანატოფები როგორც ჩანს აწარმოებდნენ ლოკალურ, საცდელ შეტევებს, თუმცა, დიდი ალბათობით ვერ მიაღწიეს ვერანაირ არსებით წარმატებას
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, რეალურია იმის შესაძლებლობა, რომ რუსეთის სამხედრო წყაროები მიზანმიართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას და ცდილობენ ამ გზით აჩვენონ, რომ რუსეთის ოპერაცია ძალას იკრებს.
უკრაინის დონეცკის ოლქის იმ ნაწილში, რომელსაც ამჟამად რუსეთი აკონტროლებს, კრემლის მიერ დანიშნული ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ამ კვირაში განაცხადეს, რომ რუსეთის ძალები უგლედარის შემოგარენს აკონტროლებენ და მიმდინარეობს ოპერაცია უკრაინელი სამხედროებისგან ქალაქის “გასაწმენდად”.