Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • მსოფლიო
  • ბრიტანეთი გერმანიას უკრაინისთვის ლეოპარდის ტიპის ტანკების გადაცემას სთხოვს
  • მსოფლიო

ბრიტანეთი გერმანიას უკრაინისთვის ლეოპარდის ტიპის ტანკების გადაცემას სთხოვს

NewsGeorgia January 17, 2023
ბრიტანეთი გერმანიას უკრაინისთვის ლეოპარდის ტიპის ტანკების გადაცემას სთხოვს



ორშაბათს ბრიტანეთმა გერმანიას მოუწოდა ლეოპარდის ტიპის ტანკების უკრაინისთვის მიწოდებაზე ნებართვა გასცეს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბერლინს ამ გადაწყვეტილების მიღებით შეუძლია სხვა ქვეყნების მხარდაჭერის განბლოკვა. ლონდონმა ასევე განაცხადა, რომ ბერლინს არ მოუწევს მარტო იმოქმედოს იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინას ამ ტანკებს მიაწოდებს.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთს ძალიან სურს ლეოპარდის უკრაინისთვის გადაცემა, ისევე როგორც ფინეთს“, – განუცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა პარლამენტს.

„ამჟამად ეს ყველაფერი ეყრდნობა გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებებს – არა მხოლოდ მიაწოდებენ თუ არა გერმანელები საკუთარ ლეოპარდებს, არამედ მისცემენ თუ არა ისინი ნებართვას სხვებს. მე მოვუწოდებ ჩემს გერმანელ კოლეგებს ამის გაკეთებისკენ“, დასძინა მან.

გერმანიის თავდაცვის მინისტრი კრისტინ ლამბრეხტი ორშაბათს თანამდებობიდან გადადგა, რადგან მისი მთავრობა მზარდი ზეწოლის ქვეშ მოექცა მოკავშირეების მხრიდან უკრაინისთვის მძიმე ტექნიკის გადაცემაზე უარის გამო. მიმდინარე კვირა, სავარაუდოდ, გადამწყვეტი კვირა იქნება დასავლეთის მხრიდან კიევისთვის შემდგომი შეიარაღების მიწოდების გეგმის შემუშავების თვალსაზრისით.

გერმანია ტანკების გადაცემის შესაძლებლობას აქამდე ეწინააღმდეგებოდა იმ მიზეზით, რომ ბერლინს არ სურდა მარტო ემოქმედა და რომ ეს ერთობლივი გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო მოკავშირეებს შორის, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებთან თანხმობის მიღწევით.

Tags: ახალი ამბები მსოფლიო ომი უკრაინაში

Continue Reading

Previous: პუტინის „სისხლიანი ხელწერა“ ამჯერად დნეპრში
Next: გერმანიას თავდაცვის ახალი მინისტრი ჰყავს

კავშირშია

ყარაბაღელი სომხები ამბობენ, რომ აზერბაიჯანთან შეთანხმება მიღწეული არ არის ყარაბაღელი სომხები ამბობენ, რომ აზერბაიჯანთან შეთანხმება მიღწეული არ არის
  • მსოფლიო

ყარაბაღელი სომხები ამბობენ, რომ აზერბაიჯანთან შეთანხმება მიღწეული არ არის

ირანმა ახალი, გაზრდილი რადიუსის დრონი წარმოადგინა ირანმა ახალი, გაზრდილი რადიუსის დრონი წარმოადგინა
  • მსოფლიო

ირანმა ახალი, გაზრდილი რადიუსის დრონი წარმოადგინა

რა ხდება ყარაბაღში – აგიხსნით მარტივად რა ხდება ყარაბაღში – აგიხსნით მარტივად
  • მსოფლიო

რა ხდება ყარაბაღში – აგიხსნით მარტივად

საინტერესო

სომხეთი და აზერბაიჯანი დაპირისპირებული სიტყვებით გამოვიდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სომხეთი და აზერბაიჯანი დაპირისპირებული სიტყვებით გამოვიდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე
  • ახალი ამბები

სომხეთი და აზერბაიჯანი დაპირისპირებული სიტყვებით გამოვიდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე

გერმანია უკრაინას ახალ, 400 მილიონევროიანი დახმარების პაკეტს გადასცემს გერმანია უკრაინას ახალ, 400 მილიონევროიანი დახმარების პაკეტს გადასცემს
  • ახალი ამბები

გერმანია უკრაინას ახალ, 400 მილიონევროიანი დახმარების პაკეტს გადასცემს

ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა ნიკოლ ფაშინიანს ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა ნიკოლ ფაშინიანს
  • ახალი ამბები

ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა ნიკოლ ფაშინიანს

ოპოზიცია ეხმაურება საკრებულოს დეპუტატზე თავდასხმას და მოითხოვს დაკავებული პოლიტიკოსების გათავისუფლებას ოპოზიცია ეხმაურება საკრებულოს დეპუტატზე თავდასხმას და მოითხოვს დაკავებული პოლიტიკოსების გათავისუფლებას
  • ახალი ამბები

ოპოზიცია ეხმაურება საკრებულოს დეპუტატზე თავდასხმას და მოითხოვს დაკავებული პოლიტიკოსების გათავისუფლებას

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.