Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • Bloomberg: ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციები მოამზადა
  • ახალი ამბები

Bloomberg: ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციები მოამზადა

NewsGeorgia იანვარი 27, 2023
Bloomberg: ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციები მოამზადა

ევროკავშირმა მოამზადა სანქციების ახალი, ფართომასშტაბიანი პაკეტი ბელარუსისთვის, რომლის რეჟიმი მხარს უჭერს რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ. სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, სანქციები დიდწილად ემთხვევა რუსეთისთვის დაწესებულ შეზღუდვებს და მათ შორის ეხება ტექნოლოგიების და ენერგეტიკის სექტორს.

სანქციების თანახმად, ევროკავშირი კრძალავს ბელარუსში სამხედრო მიზნებით გამოსაყენებელი, ორმაგი დანიშნულების საქონლის და ტექნოლოგიების ექსპორტს. აკრძალვა ეხება ნავთობს, ქვანახშირს, ფოლადის პროდუქციას, ოქროს, ფუფუნების საგნებს და ინვესტიციებსაც. გამონაკლისია მხოლოდ მედიკამენტები, სურსათი და სოფლის მეურნეობის პროდუქცია.

2022 წლის თებერვალში, რუსეთმა ბელარუსის ტერიტორიაც გამოიყენა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის პლაცდარმად. საბრძოლო მოქმედებებისას რუსმა სამხედროებმა ბელარუსიდან უკრაინაზე არაერთი შეტევა განახორციელეს.

უკრაინაში ომის დაწყებამდე, ევროკავშირმა ლუკაშენკასა და მისი რეჟიმის წარმომადგენელთა წინააღმდეგ ფინანსური და სავიზო სანქციების რამდენიმე პაკეტი დაამტკიცა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების, მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დარბევის და პოლიტიკური ოპონენტების დევნის გამო. პერსონალური სანქციების გარდა, „ბელარუსის ავიახაზებს“ აუკრძალეს ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ფრენა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ბელარუსს ევროკავშირის სანქციები შედარებით მსუბუქად შეეხო.

უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის გამო, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ აამოქმედა სანქციების ცხრა პაკეტი და ამჟამად მეათეს ამზადებს.

Tags: ახალი ამბები ევროკავშირი-ბელარუსი ევროკავშირის სანქციები ომი უკრაინაში

Continue Reading

Previous: რუსეთმა კიევზე ფრთოსანი რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანა
Next: ევროკავშირმა უკრაინის დასახმარებლად „ენერგეტიკული ჰაბი” გახსნა

კავშირშია

რუსეთში, ტულის ოლქში, სავარაუდოდ დრონის ძლიერი აფეთქება მოხდა რუსეთში, ტულის ოლქში, სავარაუდოდ დრონის ძლიერი აფეთქება მოხდა
  • ახალი ამბები

რუსეთში, ტულის ოლქში, სავარაუდოდ დრონის ძლიერი აფეთქება მოხდა

IMF-ის ხელმძღვანელის თქმით, ფინანსური სტაბილურობის მიმართ საფრთხე გაიზარდა IMF-ის ხელმძღვანელის თქმით, ფინანსური სტაბილურობის მიმართ საფრთხე გაიზარდა
  • ახალი ამბები

IMF-ის ხელმძღვანელის თქმით, ფინანსური სტაბილურობის მიმართ საფრთხე გაიზარდა

რუსული ბირთვული იარაღი ბელარუსში: უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევა მოითხოვა რუსული ბირთვული იარაღი ბელარუსში: უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევა მოითხოვა
  • ახალი ამბები

რუსული ბირთვული იარაღი ბელარუსში: უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევა მოითხოვა

საინტერესო

NATO აკრიტიკებს პუტინს „საშიში და უპასუხისმგებლო“ ბირთვული რიტორიკის გამო – Reuters NATO აკრიტიკებს პუტინს „საშიში და უპასუხისმგებლო“ ბირთვული რიტორიკის გამო – Reuters
  • ახალი ამბები

NATO აკრიტიკებს პუტინს „საშიში და უპასუხისმგებლო“ ბირთვული რიტორიკის გამო – Reuters

აგენტების აგენტების კანონი არ არის აშშ აშშის ახალი ამბები ბახმუტი გამო და ევროკავშირი ეკონომიკა ვლადიმირ პუტინი ზელენსკი თქმით კულტურა მთავარი მიწისძვრა თურქეთში მიხეილ სააკაშვილი მსოფლიო ომი ომის ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი პუტინის რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსული რუსული კანონი საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის უნდა შესახებ ჩინეთი

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.