Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • ბლინკენი აზერბაიჯანის პრეზიდენტს მოუწოდებს სომხეთთან ლაჩინის დერეფნის გახსნისკენ
  • ახალი ამბები

ბლინკენი აზერბაიჯანის პრეზიდენტს მოუწოდებს სომხეთთან ლაჩინის დერეფნის გახსნისკენ

NewsGeorgia January 23, 2023
ბლინკენი აზერბაიჯანის პრეზიდენტს მოუწოდებს სომხეთთან ლაჩინის დერეფნის გახსნისკენ



აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს მოუწოდა გახსნას მთიანი ყარაბაღის სახმელეთო გზა სომხეთთან, და გამოვიდა გაფრთხლებით, რომ დერეფნის ბლოკირებამ შესაძლოა ძირი გამოუთხაროს სამშვიდობო ძალისხმევას ორ ქვეყანას შორის.

ბლინკენი ალიევს ტელეფონით ესაუბრა, “რათა გამოსულიყო მოწოდებით კომერციული ტრანსპორტისთვის ლაჩინის დერეფნის დაუყოვნებელი გახსნისკენ” – ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტს პრესმდივანი, ნედ პრაისი 23 იანვრის განცხადებაში.

“მან ხაზი გაუსვა, რომ ლაჩინის დერეფანში ჰუმანიტარული კრიზისის საფრთხე ძირს უთხრის სამშვიდობო პერსპექტივას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის” – ვკითხულობთ განცხადებაში.

გასულ კვირაში ბლინკენი ელაპარაკა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს და გამოთქვა “ღრმა შეშფოთება მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული ვითარების გაუარესების შესახებ”, დერეფნის ბლოკირების გამო.

მთავრობის მიერ მხარდაჭერილ აზერბაიჯანელ დემონსტრანტებს, რომლებიც თავს გარემოს დამცველებად აცხადებენ, ერთადერთი გზის მონაკვეთი 12 დეკემბრის შემდეგ აქვთ ბლოკირებული და მოითხოვენ ბაქომ ჩაატაროს ყარაბაღის “უკანონო” მაღაროების შემოწმება.

აქტივისტების ნაწილი გამოვიდა მოწოდებით რუსეთის მშვიდობის დამცველები ჩანაცვლდნენ საერთაშორისო ძალებით.

აზერბაიჯანის მხარე ირწმუნება, რომ გზა ღიაა ჰუმანიტარული ტვირთებისთვის, გადაუდებელი მომსახურებისთვის და მშვიდობის დამცველი სამხედროებისთვის.

სომხეთი ბლოკადას უწოდებს 2020 წელს რუსეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების უხეშ დარღვევას. ამ შეთანხმებით დასრულდა ერთ თვეზე მეტხანს მიმდინარე ინტენსიური ბრძოლა ყარაბაღის გარშემო.

მთიანი ყარაბაღის გამო, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 2020 წლის შემოდგომაზე განახლდა. ნოემბერში, რუსეთის შუამავლობით, სომხეთი და აზერბაიჯანი საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა დაიბრუნა ყარაბაღის რამდენიმე რაიონზე 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი. რეგიონში განთავსდა რუსეთის “სამშვიდობო კონტინგენტი”. კონფლიქტის ზონაში სიტუაცია დაიძაბა 2022 წლის აგვისტოშიც.

Tags: ახალი ამბები

Continue Reading

Previous: დე ფაქტო რეესტრმა ცხინვალში დემოგრაფიული ვითარების შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა
Next: ბალტიისპირეთის ქვეყნები და რუსეთი გაიწვევენ თავიანთ ელჩებს

კავშირშია

საგამოძიებო სამსახური: ნიკა მელიას გამოძიებასთან თანამშრომლობა არ სურს საგამოძიებო სამსახური: ნიკა მელიას გამოძიებასთან თანამშრომლობა არ სურს
  • ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური: ნიკა მელიას გამოძიებასთან თანამშრომლობა არ სურს

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება
  • ახალი ამბები

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა
  • ახალი ამბები

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა

საინტერესო

საგამოძიებო სამსახური: ნიკა მელიას გამოძიებასთან თანამშრომლობა არ სურს საგამოძიებო სამსახური: ნიკა მელიას გამოძიებასთან თანამშრომლობა არ სურს
  • ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური: ნიკა მელიას გამოძიებასთან თანამშრომლობა არ სურს

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება
  • ახალი ამბები

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა
  • ახალი ამბები

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა
  • ახალი ამბები

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.