ამერიკის შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა თეთრი სახლის მიერ დღეს საიდუმლო სამთავრობო დოკუმენტების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ თქვა, რომ ამ საკითხის გამოსაკვლევად სპეციალური გამომძიებელი დაინიშნა.
რობერტ ჰარი მერილენდის შტატის ფედერალური პროკურორი იყო, რომელიც ამ თანამდებობაზე მაშინ პრეზიდენტმა ტრამპმა დანიშნა. ახლა ის ამბობს, რომ ახლად დაკისრებულ მოვალეობას მიუკერძოებლად და პატიოსნად უხელმძღვანელებს.
მერიკ გარლანდს სპეციალური გამომძიებლის დანიშვნა პრეზიდენტ ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის შემდეგ შექმნილ ოფისში “პენ ბაიდენის ცენტრში” საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენის შემდეგ, ერთ-ერთმა პროკურორმა ურჩია. სწორედ ამ პროკურორმა მაშინვე დაიწყო საქმის გამოძიება. დღეს, საიდუმლო დოკუმენტების მორიგი წყება ჯო ბაიდენის საცხოვრებელ სახლში, ქალაქ უილმინგტონშიც აღმოაჩინეს.
გენერალური პროკურორისგან ამ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი ზომების მიღებას კონგრესში რესპუბლიკელი კანონმდებლები ითხოვდნენ.