Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • ბაიდენი ამბობს, რომ საიდუმლო დოკუმენტების მის ძველ ოფისში აღმოჩენით გაკვირვებულია
  • ახალი ამბები

ბაიდენი ამბობს, რომ საიდუმლო დოკუმენტების მის ძველ ოფისში აღმოჩენით გაკვირვებულია

NewsGeorgia January 15, 2023
ბაიდენი ამბობს, რომ საიდუმლო დოკუმენტების მის ძველ ოფისში აღმოჩენით გაკვირვებულია

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ ის გაკვირვებულია იმ ინფორმაციით, რომ სამთავრობო დოკუმენტები მისმა იურისტებმა ვაშინგტონში, მის ყოფილ სამუშაო სივრცეში აღმოაჩინეს. მას ამის თაობაზე მას შემდეგ ჰკითხეს, რაც პალატის დაზვერვის კომიტეტის წამყვანმა რესპუბლიკელმა კანონმდებელმა დაზვერვის სამსახურებს შესაძლო საიდუმლო დოკუმენტების “ზიანის შეფასების” თხოვნით მიმართა.

მეხიკოში ჟურნალისტებთან საუბრისას ბაიდენმა თქვა, რომ მისმა იურისტებმა გააკეთეს ის, რაც უნდა გაეკეთებინათ: ეროვნულ არქივს დაუყოვნებლივ შეატყობინეს იმის შესახებ, რომ დოკუმენტები “პენ ბაიდენის ცენტრში” იყო აღმოჩენილი. ბაიდენს სამუშაო კაბინეტი სწორედ იქ ჰქონდა მას შემდეგ, რაც 2017 წლის იანვარში ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დატოვა და სანამ 2019 წელს საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო.

თეთრი სახლი ადასტურებს, რომ იუსტიციის დეპარტამენტი იკვლევს საკითხს “საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების მცირე რეოდენობის” თაობაზე.

“ამ [დოკუმენტების] აღმოჩენის შესახებ შემატყობინეს და გამიკვირდა, რომ რაიმე სამთავრობო დოკუმენტი იმ ოფისში იყო წაღებული. არ ვიცი რა არის ამ დოკუმენტებში”, – ამბობს პრეზიდენტი. როგორც ორშაბათს გახდა ცნობილი, ეს დოკუმენტები 2 ნოემბერს აღმოაჩინეს.

წარმომადგენელთა პალატის წევრი მაიკ ტერნერი, რომელმაც დაზვერვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მომხდარის გამოძიებისკენ მოუწოდა, ამბობს, რომ ბაიდენის მიერ ამ დოკუმენტების შენახვა შესაძლოა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კანონმდებლობის დარღვევის ნიშნებს შეიცავდეს, მათ შორის, საპრეზიდენტო ჩანაწერებისა და დოკუმენტების შენახვის და ჯაშუშობის შესახებ აქტებს.

დემოკრატი პრეზიდენტისთვის ეს საკითხი შესაძლოა მნიშვნელოვან პოლიტიკურ პრობლემად იქცეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ყოფილ პრეზიდენტს საიდუმლო სამთავრობო დოკუმენტების ფლორიდის კერძო რეზიდენციაში შენახვის გამო უპასუხისმგებლობაში სდებდა ბრალს.

Tags: აშშ ახალი ამბები

Continue Reading

Previous: უკრაინა ამბობს, რომ ბელარუსის საზღვრიდან მომავალი საფრთხისთვის მზად უნდა იყოს
Next: შვედეთი ახალი ატომური რეაქტორების ამუშავებას გეგმავს

კავშირშია

კომპანია “ვაგნერის” დამფუძნებლის დაღუპვის ადგილზე ძეგლი აღიმართა კომპანია “ვაგნერის” დამფუძნებლის დაღუპვის ადგილზე ძეგლი აღიმართა
  • ახალი ამბები

კომპანია “ვაგნერის” დამფუძნებლის დაღუპვის ადგილზე ძეგლი აღიმართა

უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის
  • ახალი ამბები

უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა დავით ბაბაიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა დავით ბაბაიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული საგარეო საქმეთა მინისტრი
  • ახალი ამბები

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა დავით ბაბაიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული საგარეო საქმეთა მინისტრი

საინტერესო

ომში გამარჯვების 30-ე წლისთავის აღსანიშნავად სოხუმში აღლუმი გაიმართა ომში გამარჯვების 30-ე წლისთავის აღსანიშნავად სოხუმში აღლუმი გაიმართა
  • ახალი ამბები

ომში გამარჯვების 30-ე წლისთავის აღსანიშნავად სოხუმში აღლუმი გაიმართა

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.