ოთხშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტი გამოვიდა სიტყვით, რომელიც უკრაინისადმი შემდგომ მხარდაჭერას ეხებოდა.
პრეზიდენტმა თქვა რომ აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, კიევს 31 ერთეული Abrams ტანკი გაუგზავნოს.
„გუშინ, რუსეთის უკრაინაში სასტიკი და სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 11 შესრულდა, რომლის დროსაც უკრაინელმა ხალხმა პუტინს და მთელ მსოფლიოს, თავისი სიმამაცის ძალა და თავისუფლების უდრეკი ჟინი უჩვენა… ამ საშინელი ომის ყოველ ნაბიჯზე ამერიკელი ხალხი ძლიერ და ურყევ მხარდაჭერას უწევდა. დემოკრატები და რესპუბლიკელები კონგრესში ერთობლივად მოქმედებდნენ“, თქვა ჯო ბაიდენმა.
ჯო ბაიდენმა აუდიტორიას შეახსენა, რომ აშშ-მა უკრაინას ასობით ჯავშნიანი საბრძოლო მანქანა უკვე გაუგზავნა, მათ შორის 500 მანქანა დახმარების პაკეტის ფარგლებში, რომლის შესახებ განცხადებაც გასულ პარასკევს გამოქვეყნდა.
კიევი ამ გადაწყვეტილებას რუს ოკუპანტებზე გამარჯვებისთვის უაღრესად მნიშვნელოვნად მიიჩნევს.
გერმანიის და აშშ-ის გარდა, უკრაინას ტანკებს პოლონეთი, ესპანეთი, ჰოლანდია და ნორვეგიაც გადასცემენ, რაც კიევს მთლიანობაში ასობით მძიმე საბრძოლო მანქანას მისცემს.