ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ შესაძლოა, ოთხშაბათს, 25 იანვარს გამოაცხადოს უკრაინისთვის ტანკების, M1 Abrams-ის გადაცემის გადაწყვეტილება. ამის შესახებ შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს სააგენტო Associated Press-ი. მისივე ცნობით, ტანკების ადგილზე ჩატანას თვეები დასჭირდება.
სააგენტოს წყაროთა თანახმად, საუბარია 30-მდე ტანკზე. ამ რიცხვს ასახელებენ გამოცემა Politico-ს ინფორმირებული წყაროებიც.
რუსეთის ელჩმა აშშ-ში ანატოლი ანტონოვმა განაცხადა, რომ თუ კიევს ამერიკულ ტანკებს M1 Abrams-ს გადასცემენ, მათ რუსი სამხედროები გაანადგურებენ ნატოს სხვა ტექნიკის მსგავსად. მედიისთვის ანტონოვის კომენტარი საელჩოს პრესსამსახურმა გაავრცელა.
24 იანვარს, გერმანულმა გამოცემა Spiegel-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბერლინი დათანხმდა უკრაინისთვის ტანკების, Leopard 2-ის გაგზავნას და მათი რეექსპორტის ნებართვა მისცა სხვა ქვეყნებსაც, რომლებსაც ეს გერმანული ტანკები აქვთ.