Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • აშშ განიხილავს უკრაინისთვის მხარდაჭერას ანექსირებულ ყირიმზე იერიშის განხორციელებაში-NYT
  • ახალი ამბები

აშშ განიხილავს უკრაინისთვის მხარდაჭერას ანექსირებულ ყირიმზე იერიშის განხორციელებაში-NYT

NewsGeorgia January 19, 2023
აშშ განიხილავს უკრაინისთვის მხარდაჭერას ანექსირებულ ყირიმზე იერიშის განხორციელებაში-NYT



აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ემხრობა მოსაზრებას, რომ უკრაინელ სამხედროებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ იერიში მიიტანონ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე, რითაც უფრო ხელსაყრელ პოზიციას შეიქმნიან მომავალ მოლაპარაკებების დროს. ამის შესახებ New York Times-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მკაცრი პოზიცია დაიკავეს და კონფლიქტის ესკალაციის შიშით უარი თქვეს ნახევარკუნძულზე დარტყმის მიზნით კიევის იარაღით მომარაგებაზე.

ახლა კი, პუბლიკაციის თანახმად, ბაიდენის ადმინისტრაცია, უკრაინელ ოფიციალურ პირებთან დისკუსიების შემდეგ, “იწყებს იმ ფაქტის აღიარებას”, რომ კიევს შეიძლება დასჭირდეს “საშუალებები ყირიმზე დარტყმისთვის”, მაშინაც კი, თუ ასეთი ნაბიჯი გაზრდის ესკალაციის რისკს.

ამასთან, ამერიკელ ოფიციალურ პირებსა და ექსპერტებს შორის შესუსტდა შიში, რომელიც ტაქტიკური ბირთვული იარაღით რუსეთის მიერ საპასუხო დარტყმის საფრთხესთან იყო დაკავშირებული, მიუხედავად იმისა, რომ მათი აზრით, ასეთი სცენარის რისკი კვლავ არსებობს.

როგორც სტატიაშია ხაზგასმული, საუბარი ჯერ კიდევ არ არის უკრაინისათვის ისეთი რაკეტების გადაცემაზე, რომელთა ფრენის დიაპაზონი ანექსირებულ ყირიმში მდებარე სამიზნეებზე დარტყმის საშუალებას იძლევა.

ამასთან, განიხილება HIMARS-ის სარაკეტო დანადგარებისა და Bradley-ის ჯავშანტექნიკის გამოყენების შესაძლებლობა ნახევარკუნძულზე გამავალ ძირითადი მიწოდების მარშრუტებზე მაგალითად, ყირიმის ხიდზე, თავდასხმისთვის.

ეს საკითხი, New York Times-ის ცნობით, ცოტა ხნის წინ თეთრ სახლში გამართულ შეხვედრებზე წამოიჭრა.

მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა და შეიარაღებული ძალების კომიტეტების თავმჯდომარეებმა, მაიკლ მაკკოლმა და მაიკ როჯერსმა აშშ-ის და გერმანიის მთავრობებს მოუწოდეს, უკრაინას სასწრაფოდ გადასცენ რუსეთზე გასამარჯვებლად საჭირო, კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეიარაღება.

Tags: ახალი ამბები

Continue Reading

Previous: ჯონსონი მოკავშირეებს მოუწოდებს უკრაინის სამხედრო დახმარება გააორმაგონ
Next: ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში შარლ მიშელს შეხვდა

კავშირშია

“შავი ზღვის უნივერსიტეტი” გაიყიდა – მას ქართველები მფლობელები ჰყავს “შავი ზღვის უნივერსიტეტი” გაიყიდა – მას ქართველები მფლობელები ჰყავს
  • ახალი ამბები

“შავი ზღვის უნივერსიტეტი” გაიყიდა – მას ქართველები მფლობელები ჰყავს

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს პროტესტი გამოუცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს პროტესტი გამოუცხადა
  • ახალი ამბები

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს პროტესტი გამოუცხადა

სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს
  • ახალი ამბები

სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს

საინტერესო

“შავი ზღვის უნივერსიტეტი” გაიყიდა – მას ქართველები მფლობელები ჰყავს “შავი ზღვის უნივერსიტეტი” გაიყიდა – მას ქართველები მფლობელები ჰყავს
  • ახალი ამბები

“შავი ზღვის უნივერსიტეტი” გაიყიდა – მას ქართველები მფლობელები ჰყავს

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს პროტესტი გამოუცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს პროტესტი გამოუცხადა
  • ახალი ამბები

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს პროტესტი გამოუცხადა

სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს
  • ახალი ამბები

სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს

ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ
  • ახალი ამბები

ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.