Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • არახამია აცხადებს, რომ კორუმპირებულებს “აქტიურად ჩასვამენ”
  • ახალი ამბები

არახამია აცხადებს, რომ კორუმპირებულებს “აქტიურად ჩასვამენ”

NewsGeorgia January 23, 2023
არახამია აცხადებს, რომ კორუმპირებულებს “აქტიურად ჩასვამენ”



უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია აცხადებს, რომ ზოგიერთმა ჩინოსანმა „გონი დაკარგა და შიშის და სინდისის ქენჯნის გარეშე მაროდიორობს“.

არახამია ტელეგრამზე წერს, რომ 24 თებერვლიდან, ანუ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, სხვადასხვა დონის მოხელეებს ოფიციალური და არაოფიციალური არხებით მუდმივად აფრთხილებდნენ, რომ ფოკუსირებული უნდა ყოფილიყვნენ ომზე, დაზარალებულთა დახმარებასა და ბიუროკრატიის შემცირებაზე და შეეწყვიტათ საეჭვო საქმიანობა. არახამიას თანახმად, ბევრმა ეს ვერ გაიგო, ამიტომ ამ გაზაფხულზე „აქტიურად ჩასვამენ“ და რადგან „ადამიანურად არ გამოდის“, ომის პერიოდის კანონები იმოქმედებს.

არახამიას ცნობით, უახლოეს ხანში დასრულდება კონკურსი უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის თანამდებობაზე და დაასრულებენ დამოუკიდებელი „ანტიკორუფციული ინფრასტრუქტურის მშენებლობას“.

21 იანვარს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ვასილი ლოზინსკი, რომელიც ეჭვმიტანილია ხელოვნურად გაზრდილ ფასად სხვადასხვა ტექნიკის შეძენის ხელშეწყობის სანაცვლოდ 400 ათასი დოლარის ქრთამის აღებაში.

22 იანვარს, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს ფაქტი არის სიგნალი ყველასთვის, ვინც თავისი ქმედებებით არღვევს სამართლიანობის პრინციპს.

Tags: ახალი ამბები

Continue Reading

Previous: ირანში სამი ჟურნალისტი დააკავეს
Next: კეკელიძის N1-ში, სადაც აღსრულების პოლიციას ელოდნენ, გამოსახლების პროცესი გადაიდო

კავშირშია

ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო ლატვია და ლიეტუვა ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო ლატვია და ლიეტუვა ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ
  • ახალი ამბები

ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო ლატვია და ლიეტუვა ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ

შსს-მ გამოძიება დაიწყო გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე
  • ახალი ამბები

შსს-მ გამოძიება დაიწყო გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე

გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თავს დაესხნენ გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თავს დაესხნენ
  • ახალი ამბები

გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თავს დაესხნენ

საინტერესო

ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო ლატვია და ლიეტუვა ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო ლატვია და ლიეტუვა ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ
  • ახალი ამბები

ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო ლატვია და ლიეტუვა ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ

შსს-მ გამოძიება დაიწყო გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე
  • ახალი ამბები

შსს-მ გამოძიება დაიწყო გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე

გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თავს დაესხნენ გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თავს დაესხნენ
  • ახალი ამბები

გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თავს დაესხნენ

მაშველებმა იპოვეს მტკვარში 14 მაისს გადავარდნილი ავტომობილის მესამე მგზავრის ცხედარი მაშველებმა იპოვეს მტკვარში 14 მაისს გადავარდნილი ავტომობილის მესამე მგზავრის ცხედარი
  • ახალი ამბები

მაშველებმა იპოვეს მტკვარში 14 მაისს გადავარდნილი ავტომობილის მესამე მგზავრის ცხედარი

ადამიანი არ არის არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.