Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • მსოფლიო
  • აფეთქება ავღანეთის საგარეო უწყებასთან
  • მსოფლიო

აფეთქება ავღანეთის საგარეო უწყებასთან

NewsGeorgia January 15, 2023
აფეთქება ავღანეთის საგარეო უწყებასთან



ავღანეთის დედაქალაქში, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის შესასვლელთან აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ოთხშაბათს ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები, თუმცა თალიბანის მიერ მართული ავღანეთის მთავრობა ოფიციალურ მონაცემებს ჯერჯერობით არ ასახელებს.

თვითმხილველების ცნობით, აფეთქება თვითმკვლელი ტერორისტის მიერ იყო მოწყობილი. “არ ვიცი, რამდენი მოკვდა ან დაშავდა… მხოლოდ ის დავინახე, რომ კაცმა თავი აიფეთქა”, – ამბობს ქაბულელი მძღოლი ჯამშედ ქარიმი. დასავლეთის ქვეყნების ჟურნალისტების მიერ თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ აფეთქების ადგილზე სულ ცოტა, 20 ადამიანი დაშავდა, თუმცა ეს მონაცემი დაუზუსტებელია.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია. თალიბანის სამთავრობო უსაფრთხოების გუნდის პრესსპიკერი ხალედ ზადრანი ამბობს, რომ აფეთქება ადგილობრივი დროით, დღის 4 საათისთვის მოხდა. მისი თქმით, უსაფრთხოების გუნდი ადგილზეა და დაწყებულია გამოძიება.

ერთ-ერთმა ავღანელმა დიპლომატმა, რომელიც ვინაობის გამჟღავნებისგან თავს იკავებს, “რადიო თავისუფლებას” უთხრა, რომ ამ დროს სამინისტროში მიმდინარეობდა შეხვედრა ჩინეთის ოფიციალურ პირებთან. მისი თქმით, სამინისტროში ბევრი თანამშრომელი არ იყო, მაგრამ ძლიერი აფეთქების გამო, არიან დაშავებულები.

Tags: ავღანეთი აფეთქება ახალი ამბები თალიბანი თალიბები მსოფლიო საგარეო საქმეთა სამინისტრო ქაბული

Continue Reading

Previous: ევგენია კარა-მურზა: “მე იმედის დაკარგვის უფლება არ მაქვს”
Next: გაერო ირანს სიკვდილით დასჯას ხალხის წინააღმდეგ იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს

კავშირშია

შვედეთის ლიდერი კრიმინალთან ბრძოლაში დასახმარებლად სამხედროებს მიმართავს შვედეთის ლიდერი კრიმინალთან ბრძოლაში დასახმარებლად სამხედროებს მიმართავს
  • მსოფლიო

შვედეთის ლიდერი კრიმინალთან ბრძოლაში დასახმარებლად სამხედროებს მიმართავს

სომხური ყარაბაღის დასასრული სომხური ყარაბაღის დასასრული
  • მსოფლიო

სომხური ყარაბაღის დასასრული

ხრისტო გროზევი: პუტინის რეჟიმი უკრაინაში ომის დასრულებამდე დაეცემა ხრისტო გროზევი: პუტინის რეჟიმი უკრაინაში ომის დასრულებამდე დაეცემა
  • მსოფლიო

ხრისტო გროზევი: პუტინის რეჟიმი უკრაინაში ომის დასრულებამდე დაეცემა

საინტერესო

სომხეთმა გაეროს საერთაშორისო სასამართლოში აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა სომხეთმა გაეროს საერთაშორისო სასამართლოში აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა
  • ახალი ამბები

სომხეთმა გაეროს საერთაშორისო სასამართლოში აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

კომპანია “ვაგნერის” დამფუძნებლის დაღუპვის ადგილზე ძეგლი აღიმართა კომპანია “ვაგნერის” დამფუძნებლის დაღუპვის ადგილზე ძეგლი აღიმართა
  • ახალი ამბები

კომპანია “ვაგნერის” დამფუძნებლის დაღუპვის ადგილზე ძეგლი აღიმართა

უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის
  • ახალი ამბები

უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა დავით ბაბაიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა დავით ბაბაიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული საგარეო საქმეთა მინისტრი
  • ახალი ამბები

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა დავით ბაბაიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული საგარეო საქმეთა მინისტრი

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.