Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • ანალენა ბერბოკი რუსეთისთვის საგანგებო საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას მოითხოვს
  • ახალი ამბები

ანალენა ბერბოკი რუსეთისთვის საგანგებო საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას მოითხოვს

NewsGeorgia January 17, 2023
ანალენა ბერბოკი რუსეთისთვის საგანგებო საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას მოითხოვს



გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ჰააგაში ვიზიტისას გამოვიდა მოწოდებით, შეიქმნას საგანგებო საერთაშორისო ტრიბუნალი რუსეთის პასუხისგებაში მისაცემად უკრაინაში ომისთვის. ამის შესახებ იტყობინება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ბერლინიდან.

საერთაშორისო სამართლის აკადემიის წევრების წინაშე გამოსვლაში ბერბოკმა განაცხადა, რომ ტრიბუნალმა რუსეთის ხელმძღვანელობის სავარაუდო დანაშაულები უნდა გამოიძიოს პასუხისგებაში მის მისაცემად.

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სავარაუდო სამხედრო დანაშაულებს სწავლობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC), რომელსაც ჰააგაში უდევს ბინა. ამ სასამართლოს სტატუტების საფუძველზე პროცესების წარმოება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ბრალმდებელიც და ბრალდებულიც არიან მისი ოფიციალური წევრები, ანდა განსახილველი საქმე სასამართლოს გადაეცემა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ.

რუსეთი არ აღიარებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას, ამიტომ უკრაინა და დასავლეთის ქვეყნები შიშობენ, რომ მოსკოვს, რომელსაც გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება აქვს, შეუძლია დაბლოკოს ICC-ისთვის საქმის გადაცემა. პასუხისგებაში რუსეთის მიცემის ერთადერთი გზაა საგანგებო იურიდიული ფორმატი, მიაჩნია ბერბოკს.

მინისტრის თქმით, შესაძლებელია ტრიბუნალის დაარსება უკრაინის გარეთ, მაგრამ უკრაინის იურისდიქციიდან გამომდინარე უფლებამოსილებებით. მის მუშაობაში აუცილებელია საერთაშორისო პროკურორებისა და მოსამართლეების ჩართვა „მიუკერძოებლობისა და ლეგიტიმურის დასამტკიცებლად“, განაცხადა ბერბოკმა.

ის ასევე გამოვიდა მოწოდებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უფლებამოსილებები გაფართოვდეს და შეეხოს ისეთ დანაშაულებსაც, რომლებიც შეიცავს სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ აგრესიას.

ბერბოკის აზრით, საკმარისი იქნებოდა, რომ სახელმწიფო, რომლის მიმართაც იქნა ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები, აღიარებდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. უკრაინამ 2014 წელს მოაწერა ხელი განცხადებას ჰააგის სასამართლოს აღიარების შესახებ. ბერბოკს მაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში რუსეთის მიმართ საქმის წარმოებას შეძლებდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და სპეციალური ტრიბუნალის შექმნა არ იქნებოდა საჭირო.

ამ მომენტისთვის არ არსებობს სპეციალური ტრიბუნალის შექმნის მექანიზმები, მაგრამ იდეას მხარს უჭერენ უკრაინა და ბალტიის ქვეყნები.

აშშ და დასავლეთის სხვა ქვეყნები რუსეთს ბრალს სდებენ უკრაინელი ხალხის მიმართ სისასტიკეში.

Tags: ახალი ამბები

Continue Reading

Previous: ევროკავშირმა რისკების შემცირებაზე უნდა იმუშაოს და არა ჩინეთისგან განცალკავებაზე – ფონ დერ ლაიენი
Next: გენერალი ვალერი ზალუჟნი პირველად შეხვდა პირისპირ გენერალ მარკ მილის

კავშირშია

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება
  • ახალი ამბები

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა
  • ახალი ამბები

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა
  • ახალი ამბები

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა

საინტერესო

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება
  • ახალი ამბები

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა
  • ახალი ამბები

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა
  • ახალი ამბები

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა

შეგვიფასეთ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტები – პაპუაშვილი ვენეციის კომისიას შეგვიფასეთ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტები – პაპუაშვილი ვენეციის კომისიას
  • ახალი ამბები

შეგვიფასეთ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტები – პაპუაშვილი ვენეციის კომისიას

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.