Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • ამერიკა უკრაინელი სამხედროებისთვის გერმანიაში წვრთნებს მართავს
  • ახალი ამბები

ამერიკა უკრაინელი სამხედროებისთვის გერმანიაში წვრთნებს მართავს

NewsGeorgia January 16, 2023
ამერიკა უკრაინელი სამხედროებისთვის გერმანიაში წვრთნებს მართავს



გერმანიაში უკრაინელი სამხედროებისთვის სამხედრო წვრთნები დაიწყო. წვრთნების ფარგლებში გადამზადდება 500 უკრაინელი სამხედრო, რომლებიც შეისწავლიან ახალი დასავლური იარაღის გამოყენებას.

წვრთნები წინასწარი ინფორმაციით, 5-8 კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ამბობს ამერიკელი გენერალი მარკ მილი, რომელიც შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარეა.

კომბინირებული შეიარაღების სწავლების მიზანია უკრაინელმა სამხედროებმა დახვეწონ საკუთარი შესაძლებლობები და უკეთ მოემზადნონ შეტევისთვის. გენერალი მილი ამბობს, რომ გერმანიაში მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზა იძლევა შესაძლებლობას უკრაინელმა სამხედროებმა შეისწავლონ ყველა იმ ტექნიკის გამოყენება, რომელსაც დასავლეთი უკრაინას რუსეთთან ომის ფარგლებში აწვდის. მათ შორისაა საარტილერიო საშუალებები, ტანკები, სამხედრო მანქანები, საჰარო სისტემები და ა.შ.

„ეს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, რათა [მათ] შეძლონ თავის დაცვა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამის გაკეთებას მოკლე დროში მოვახერხებთ,“ – ამბობს აშშ-ის გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე.

გენერალი აქვე აღნიშნავს, რომ უმნიშვნელოვანესია, რომ გაწვრთნილმა სამხედროებმა დასავლური ახალი შეიარაღება დროულად მიიღონ, რათა მათი ეფექტიანად გამოყენება „გაზაფხულის წვიმებამდე“ მოხდეს. მარკ მილის თქმით, ეს „იდეალური იქნება“.

უკრაინაში რუსეთის ომის 11 თვის თავზე, ვაშინგტონმა 3 100-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო გადაამზადა სხვადასხვა მიმართულებით. ამერიკასთან ერთად, უკრაინელი სამხედროების გადამზადებაში ბევრი სხვა დასავლური სახელმწიფო მონაწილეობს, მათ შორისაა დიდი ბრიტანეთიც.

ამჯერად გერმანიაში დაწყებულ ვარჯიშებს ატარებს აშშ-ის არმიის ევროპა-აფრიკის მე-7 საწვრთნელი სარდლობა. ისინი კარგად იცნობენ უკრაინას, რადგან ომის დაწყებამდე უკრაინაში იმყოფებოდნენ და ზრუნავდნენ უკრაინელი სამხედროების გადამზადებაზე. თუმცა, ომის დაწყების შემდეგ, მათ ისევე როგორც სხვა ამერიკელმა სამხედროებმა, უკრაინის ტერიტორია დატოვეს.

Tags: ამერიკა უკრაინა ამერიკული სამხედრო ბაზა გერმანიაში ამერიკული სამხედრო წვრთნები აშშ აშშ გერმანია ახალი ამბები ომი უკრაინაში რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთის ომი უკრაინაში

Continue Reading

Previous: საცხოვრებელ კომოლექსზე რუსეთის თავდასხმის შედეგები – დაღუპულია 36 ადამიანი
Next: 74 წლის ასაკში გარდაიცვალა გავლენიანი უნგრელი ფილოსოფოსი და ოპოზიციონერი, გაშპარ მიკლოშ ტამაში

კავშირშია

საგამოძიებო სამსახური: ნიკა მელიას გამოძიებასთან თანამშრომლობა არ სურს საგამოძიებო სამსახური: ნიკა მელიას გამოძიებასთან თანამშრომლობა არ სურს
  • ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური: ნიკა მელიას გამოძიებასთან თანამშრომლობა არ სურს

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება
  • ახალი ამბები

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა
  • ახალი ამბები

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა

საინტერესო

საგამოძიებო სამსახური: ნიკა მელიას გამოძიებასთან თანამშრომლობა არ სურს საგამოძიებო სამსახური: ნიკა მელიას გამოძიებასთან თანამშრომლობა არ სურს
  • ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური: ნიკა მელიას გამოძიებასთან თანამშრომლობა არ სურს

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება
  • ახალი ამბები

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა
  • ახალი ამბები

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა
  • ახალი ამბები

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.