Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • Home
  • ახალი ამბები
  • ამერიკა მოუწოდებს, “ვაგნერის ჯგუფის” წინააღმდეგ სანქციებს სხვებიც შეუერთდნენ
  • ახალი ამბები

ამერიკა მოუწოდებს, “ვაგნერის ჯგუფის” წინააღმდეგ სანქციებს სხვებიც შეუერთდნენ

NewsGeorgia იანვარი 23, 2023
ამერიკა მოუწოდებს, “ვაგნერის ჯგუფის” წინააღმდეგ სანქციებს სხვებიც შეუერთდნენ



პარასკევს, 10 იანვარს, თეთრმა სახლმა განცხადება რუსეთისთვის დაწესებული, სანქციების მორიგი რაუნდის თაობაზე გააკეთა. ვაშინგტონი სანქციებს უწესებს რუსულ კერძო გასამხედროებულ დაჯგუფებას, რომელიც “ვაგნერის ჯგუფის” სახელით არის ცნობილი.

დაჯგუფებას შეერთებული შტატები ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციის კლასიფიკაციას ანიჭებს. ხაზინის დეპარტამენტის მიერ დაწესებული სანქციები ძალაში მომავალი კვირიდან შევა.

ბაიდენის ადმინისტრაცია სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს, შეუერთდეს ამ დამნაშავეობრივი ჯგუფის წინააღმდეგ მიღებულ ზომებს. აღნიშნული კერძო საჯარისო დაჯგუფება რუსი ოლიგარქის და პუტინის ახლო მოკავშირის, ევგენი პრიგოჟინის მიერ იმართება და ამჟამად უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ამას გარდა, თეთრი სახლის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ნოემბერში გადაღებული ფოტოები, რომლებიც ადასტურებს, რომ ჩრდილოეთ კორეიდან “ვაგნერის ჯგუფს” სარკინიგზო ვაგონებით მიაწოდეს სახმელეთო ძალებისთვის განკუთვნილი შეიარაღება, რაკეტები და ჭურვები. ფოტოები ვაშინგტონმა გაეროს უშიშროების საბჭოსაც წარუდგინა, რომელსაც ევალება სანქციების დაწესება ჩრდილოეთ კორეისთვის, თუკი აღნიშნული ფაქტი დადასტურდა და ფხენიანმა იარაღით ვაჭრობის საკითხებზე მიღებული, უშიშროების საბჭოს რეზოლუცია დაარღვია.

“ამერიკის ხმის” თეთრი სახლის ბიუროს დირექტორი პეტსი ვიდაკუსვარა ესაუბრა შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორს, ჯონ კირბის. საუბარი “ვაგნერის ჯგუფის” წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებსაც შეეხო. ამ დაჯგუფებას ახლა 40 000 ჯარისკაცი ჰყავს უკრაინაში საბრძოლველად დაქირავებული, რომლებიც ძირითადად ყოფილი პატიმრები არიან.

ჯონ კირბის თქმით, “ვაგნერის ჯგუფის” ტრანსნაციონალურ კრიმინალურ დაჯგუფებად გამოცხადება, შეერთებულ შტატებში მათი ქონების და საბანკო ანგარიშების გაყინვის საშუალებას იძლევა. მათ შეუწყდებათ ამერიკიდან ნებისმიერი კერძო თუ იურიდიული პირის მიერ დაფინანსება.

კირბის განმარტებით, აქამდე დაწესებული სანქციები კერძო კონტრაქტორ კომპანიებზე, მათ შორის “ვაგნერის ჯგუფის” წევრებზე და რუსეთის ექსპორტზე ვრცელდებოდა. თუმცა, ახალი ზომა მხოლოდ ამ ჯგუფს ამოიღებს მიზანში და მისი გავლენა მყისიერი იქნება.

დამატებითი ინფორმაცია ახალ სანქციებზე მომავალ კვირას გახდება ცნობილი, როცა განცხადებას აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი გააკეთებს.

Tags: აშშ ახალი ამბები ევგენი პრიგოჟინი ვაგნერი ვაგნერის დაჯგუფება ვაგნერის ჯგუფი რუსეთი უკრაინა

Continue Reading

Previous: ISW: პრიგოჟინის ვარსკვლავმა ჩასვენება დაიწყო
Next: არახამია კორუმპირებული მაღალჩინოსნების მიმართ ნულოვან ტოლერანტობაზე საუბრობს

კავშირშია

რუსეთმა კიევზე ფრთოსანი რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანა რუსეთმა კიევზე ფრთოსანი რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანა
  • ახალი ამბები

რუსეთმა კიევზე ფრთოსანი რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანა

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ოდესაში ჩავიდა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ოდესაში ჩავიდა
  • ახალი ამბები

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ოდესაში ჩავიდა

ჯო ბაიდენი უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე შესაძლოა ევროპას ესტუმროს ჯო ბაიდენი უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე შესაძლოა ევროპას ესტუმროს
  • ახალი ამბები

ჯო ბაიდენი უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე შესაძლოა ევროპას ესტუმროს

საინტერესო

სასიკვდილო დარბევა ჯენინში სასიკვდილო დარბევა ჯენინში
  • უცხოური სიახლეები

სასიკვდილო დარბევა ჯენინში

მაჩუ-პიქჩუ დაიხურა პერუს საწინააღმდეგო ბოლუარტეს საპროტესტო აქციებით მაჩუ-პიქჩუ დაიხურა პერუს საწინააღმდეგო ბოლუარტეს საპროტესტო აქციებით
  • უცხოური სიახლეები

მაჩუ-პიქჩუ დაიხურა პერუს საწინააღმდეგო ბოლუარტეს საპროტესტო აქციებით

ავღანეთში ცივი ტემპერატურა 160-ზე მეტს კლავს, ფოტოებში ავღანეთში ცივი ტემპერატურა 160-ზე მეტს კლავს, ფოტოებში
  • უცხოური სიახლეები

ავღანეთში ცივი ტემპერატურა 160-ზე მეტს კლავს, ფოტოებში

ჰაიტის პოლიცია თავს დაესხა პრემიერ არიელ ჰენრის სახლს, პორტ-ო-პრენსის აეროპორტში ჰაიტის პოლიცია თავს დაესხა პრემიერ არიელ ჰენრის სახლს, პორტ-ო-პრენსის აეროპორტში
  • უცხოური სიახლეები

ჰაიტის პოლიცია თავს დაესხა პრემიერ არიელ ჰენრის სახლს, პორტ-ო-პრენსის აეროპორტში

Davos 2023 Dnipro Germany Greta Thunberg NATO Ukraine war USA Vladimir Putin აშშ ახალი ამბები გაზი როგორც იარაღი გერმანია დნეპრი ევროკავშირი ეკონომიკა ვაგნერი ვიდეო ვლადიმირ პუტინი თურქეთი ინტერვიუ კულტურა მთავარი მიხეილ სააკაშვილი მსოფლიო ნავთობი ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის ომი უკრაინაში რუსეთის სარაკეტო დარტყმა რუსეთის შეჭრა უკრაინაში რუსული ნავთობი საზოგადოება სანქციები სანქციები რუსეთის წინააღმდეგ საქართველო სოლედარი სპორტი ტანკები უკრაინა უკრაინა რუსეთის ომი უკრაინის ომი

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.