Skip to content

Newsge.com

News Georgia – სიახლეები საქართველოზე

კატეგორიები

  • twitter
  • ახალი ამბები
  • განათლება
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • ისტორია
  • კორონა
  • კულტურა
  • მეცნიერება
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • ახალი ამბები
  • მსოფლიო
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • პოლიტიკა
  • კორონა
  • მეცნიერება
  • განათლება
  • სპორტი
  • ახალი ამბები

ამერიკა დიპლომატიური გამოსავლის პოვნას ცდილობს

Bitcoin Exchange Binance.com

ამერიკის პირველი დიპლომატი უკრაინასთან დაკავშირებით დაძაბულობის ფონზე მოლაპარაკებების გაგრძელებას აპირებს. დიპლომატიურ ძალისხმევას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი გასული კვირის უშედეგო შეხვედრების შემდეგ კვლავ ევროპაში განაახლებს. ის ოთხშაბათს უკრაინაში ჩადის. შემდეგ ბერლინში გამართავს შეხვედრებს. პარასკევს კი დაგეგმილია შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან. ეს შეხვედრაც გასული ორშაბათის მსგავსად, როდესაც ერთმანეთს სახელმწიფო მდივნის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები შეხვდნენ, ჟენევაში გაიმართება. უკრაინისადმი მხარდაჭერის ხაზგასმა და რუსეთისთვის დეესკალაციისკენ მოწოდება ამ ნაჩქარევი ვიზიტის უმთავრესი მიზანია.

თეთრი სახლის პრეს-მდივანი ამბობს, რომ საკითხი გადაუდებელი მნიშვნელობისაა: „ახლა ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, როდესაც რუსეთი უკრაინას შეიძლება ნებისმიერ დროს დაესხას თავს. სახელმწიფო მდივანი აპირებს ხაზი გაუსვას, რომ არსებობს ძალიან ნათელი დიპლომატიური გზა“,- განმარტა ჯენ საკიმ.

ენტონი ბლინკენი კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შეხვდება. სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, ის საელჩოს თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებსაც გაესაუბრება იმ გეგმების შესახებ, როგორც მათ უნდა იმოქმედონ რუსეთის შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში. თეთრი სახლი ასევე განმარტავს, რომ კრიზისი უკრაინის საზღვართან 100 000 ჯარისკაცის მობილიზებით სწორედ ვლადიმირ პუტინმა შექმნა და სწორედ მან და რუსებმა უნდა გადაწყვიტონ აპირებენ თუ არა უკრაინაში შეჭრას უმკაცრესი ეკონომიკური შედეგების ფასად.

რუსული მხარე უარყოფს, რომ უკრაინაზე თავდასხმა იგეგმება, ამბობს, რომ საკუთარ ტერიტორიაზე ჯარების სურვილისამებრ განლაგების უფლება აქვს. თუმცა, ამასთან ნატოს აგრესიულ და პროვოკაციულ ქმედებებში სდებს ბრალს. მოსკოვი ამბობს, რომ ნატო „ზუსტად რუსეთის საზღვრებამდე მივიდა“ და დასავლეთმა უკრაინა „იარაღით გაავსო“ და ქვეყანას თავის დაცვა სჭირდება. პენტაგონმა გასული კვირის უშედეგო მოლაპარაკებების დასრულებიდან რამდენიმე საათში დაადასტურა, რომ რუსეთი უკრაინაში ე.წ. „ყალბი დროშის ოპერაციას“ გეგმავს, რაც ერთგვარი საბოტაჟი იქნება და უკრაინულ მხარეს თითქოსდა მის მიერ მოწყობილ თავდასხმაში დაადანაშაულებს. შედეგად კი ქვეყანაში შეჭრის გასამართლებელ საბაბსა და წინაპირობას შექმნის. თუმცა რუსეთი ამ ბრალდებასაც უარყოფს.

გერმანიაში ტრანსატლანტიკური ოთხეულის შეხვედრა გაიმართება. ბლინკენი გერმანელ, ბრიტანელ და ფრანგ კოლეგებს შეხვდება და რუსეთის შესაძლო სამხედრო აგრესიაზე მათ პასუხს განიხილავს. სახელმწიფო დეპარტამენტი განმარტავს, რომ ეს ვიზიტიც, კონსულტაციებიც და ლავროვთან შეხვედრაც მხოლოდ ერთ მიზანს ისახავს: რუსეთის სამხედრო მობილიზებით გამოწვეული დაძაბულობის შემცირებას დიპლომატიური ძალისხმევის მეშვეობით.

„ასოშეითედ პრესის“ ინფორმაციით. გასულ კვირას უკრაინას ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორიც ეწვია და უკრაინელ კოლეგებთან კონსულტაციები გამართა და რისკები შეაფასა.

ენტონი ბლინკენი კი რუს კოლეგას ტელეფონით სამშაბათსაც ესაუბრა და დიპლომატიური ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ლავროვი უარყოფს, რომ კრემლი შეჭრისთვის საბაბს ეძებს ან ქმნის და ამ ცნობებს „სრულ დეზინფორმაციას’ უწოდებს. ამასთან კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მოსკოვი ნატოსგან წერილობით გარანტიებს ელოდება, რომ ალიანსში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები არ გაერთიანდებიან და იქ სამხედრო ტექნიკა და იარაღი არ განთავსდება. ამერიკის პირველი დიპლომატი ამბობს, რომ ევროპულ უსაფრთხოებაზე საუბარი მხოლოდ ევროპელი პარტნიორების, მათ შორის უკრაინის მონაწილეობითაა შესაძლებელი.

სახელმწიფო მდივნის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე უკრაინაში ჩავიდა სენატორთა ორპტარტიული ჯგუფიც. სენატორები „ამერიკის ხმას“ ეუბნებიან, რომ მათი მიზანი „არსებითი მხარდაჭერის“ გამოხატვაა.

„უმთავრესი რამ არის დემონსტრირება – როგორც არსებითად, ისე გზავნილებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ დააკვირდება მოვლენებს შორიდან, არ იჯდება უმიზნოდ, თუკი რამე მოხდება. ჩვენ გვინდა ამის პრევენცია, გვინდა შეკავება, გვინდა ვიყოთ გამოსავლის ნაწილი მანამ, სანამ ბრძოლა დაიწყებოდეს“, – ამბობს რესპუბლიკელი სენატორი კევინ კრამერი.

ორპარტიულ მხარდაჭერას გაუსვა ხაზი სენატორმა ემი კლობუჩარმაც: „ჩვენ გვყავს ადმინისტრაცია და გვყავს ძალიან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების, დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების წარმომადგენლები აქ იმისთვის, რომ ვთქვათ, ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ. თუკი ვლადიმირ პუტინი აირჩევს ამ სახიფათო და ანტიდემოკრატიულ გზას, კიდევ ერთხელ შეიჭრება ამ ქვეყანაში, ამას მოჰყვება ძალიან მკაცრი და სწრაფი სანქციები”, ამბობს დემოკრატი სენატორი.

ამერიკელ სენატორთა ერთმა ორპარტიულმა ჯგუფმა გასულ კვირას პრეზიდენტ ბაიდენს წერილობითაც მიმართა და თეთრ სახლს აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეების, მათ შორის საქართველოსა და უკრაინის ინტერესების დაცვისა და მათთან მუდმივი კონსულტაციებისკენ მოუწოდა.

ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა ისაუბროს რუსეთთან ამა თუ იმ საკითხზე, როგორიცაა ევროპაში სამხედრო წვრთნების მასშტაბები და მეტად გამჭვირვალედ წარმართოს პროცესები. თუმცა დათმობების შესძლებლობის შესახებ „ამერიკის ხმის“ შეკითხვაზე პასუხად სენატორი ბენ კარდინი ამბობს, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი ვაჭრობის საგანი ვერ იქნება: „ჩვენ არ ვაპირებთ არცერთი სახელმწიფოს სუვერენიტეტის შემლახავ დათმობაზე წასვლას. ჩვენ შეიძლება ვსაუბრობდეთ ისეთ თემებზე, რაც რუსეთს პროვოკაციულად მიაჩნია, და რაც ამა თუ იმ ქვეყნისთვის და ნატოსთვის საკუთარი უსაფრთხოებისთვის აუცილებელი მნიშვნელობის არ არის. ყოველთვის შეიძლება ამაზე პატიოსნად გვქონდეს დისკუსია. მაგრამ ის, რაც არ არის სამართლიანი დისკუსია, არის სუვერენული სახელმწიფოს მთლიანობის და მის მიერ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობის დათმობა“, – ამბობს ბენ კარდინი, დემოკრატი სენატორი.

ამერიკელი კანონმდებლები და ყოფილი დიპლომატები საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს შეახსენებენ, რომ მაშინ, როდესაც დასავლეთი პარტნიორების ინტერესების დათმობას არ აპირებს, ქვეყანაში შიდა დაპირისპირება მხოლოდ კრემლისთვისაა ხელსაყრელი.

„[ის, რაც ახლა ხდება,] ეს არის შეხსენება იმისა, რომ 2008 წელს რუსეთი საქართველოში შეიჭრა. ისინი კვლავ აკონტროლებენ იქ ორ ტერიტორიას. რუსეთის აგრესიასთან გამკლავების საუკეთესო გზა საქართველოსთვის არის დემოკრატიულ რეფორმებზე მუშაობის გაგრძელება, ერთობლივი მუშაობა“, – ამბობს „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ჯინ შაჰინი, დემოკრატი სენატორი.

„ის უთანხმოება, რაც ახლა საქართველოში ოპოზიციურ და მმართველ პარტიას შორის ხდება, არავის ეხმარება. ეს რუსეთს აძლევს ხელს. ასე რომ, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც საქართველოს და მის ლიდერებს შეუძლიათ გააკეთონ, არის ის, რომ იმუშაონ ერთად, რათა ჰქონდეთ რუსეთის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტი. ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად სწორედ ამ მიდგომის გამოყენება გვსურს. საქართველოს კი უკრაინის მსგავსად, ძალიან ნათლად ესმის, რა არის რუსეთის ქვეყანაში შეჭრის ფასი“, – ამბობს სენატორი.

Tags: ამერიკა გამოსავლის დიპლომატიური პოვნას ცდილობს

Continue Reading

Previous: მე-4 აცრა ომიკრონის გავრცელებას არ აჩერებს
Next: საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ახალი პიკია 

სხვა სიახლეები

გერჰარდ შრიოდერი „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს ტოვებს
  • ახალი ამბები

გერჰარდ შრიოდერი „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს ტოვებს

აშშ და გაერო ბელარუსისთვის სანქციების დროებით გაუქმებას განიხილავენ ხორბლის ტრანზიტის სანაცვლოდ
  • ახალი ამბები

აშშ და გაერო ბელარუსისთვის სანქციების დროებით გაუქმებას განიხილავენ ხორბლის ტრანზიტის სანაცვლოდ

პოლკ „აზოვის“ მეთაური მოელის, რომ „აზოვსტალში“ დაღუპულთა ცხედრებს ახლობლებს გადასცემენ
  • ახალი ამბები

პოლკ „აზოვის“ მეთაური მოელის, რომ „აზოვსტალში“ დაღუპულთა ცხედრებს ახლობლებს გადასცემენ

ყველა ჩვენგანის ვალია გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთის დასასჯელად
  • პოლიტიკა

ყველა ჩვენგანის ვალია გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთის დასასჯელად

რა ემუქრებათ “აზოვსტალის” მებრძოლებს? – რუსეთი სიკვდილით დასჯისთვის ამზადებს ნიადაგს
  • პოლიტიკა

რა ემუქრებათ “აზოვსტალის” მებრძოლებს? – რუსეთი სიკვდილით დასჯისთვის ამზადებს ნიადაგს

"ალტ-ინფო" რეგიონებში მიდის – რადიკალური ჯგუფის პროგრამების გადაცემა ქვემო-ქართლის TV4-მა დაიწყო
  • პოლიტიკა

"ალტ-ინფო" რეგიონებში მიდის – რადიკალური ჯგუფის პროგრამების გადაცემა ქვემო-ქართლის TV4-მა დაიწყო

ცეცხლი, ნავთი და შეხვედრები ბრიუსელში
  • პოლიტიკა

ცეცხლი, ნავთი და შეხვედრები ბრიუსელში

რუსეთი მოსკვიჩზე გადაჯდება
  • პოლიტიკა

რუსეთი მოსკვიჩზე გადაჯდება

გერჰარდ შრიოდერი „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს ტოვებს 1

გერჰარდ შრიოდერი „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს ტოვებს

აშშ და გაერო ბელარუსისთვის სანქციების დროებით გაუქმებას განიხილავენ ხორბლის ტრანზიტის სანაცვლოდ 2

აშშ და გაერო ბელარუსისთვის სანქციების დროებით გაუქმებას განიხილავენ ხორბლის ტრანზიტის სანაცვლოდ

პოლკ „აზოვის“ მეთაური მოელის, რომ „აზოვსტალში“ დაღუპულთა ცხედრებს ახლობლებს გადასცემენ 3

პოლკ „აზოვის“ მეთაური მოელის, რომ „აზოვსტალში“ დაღუპულთა ცხედრებს ახლობლებს გადასცემენ

ქობულეთი-ჩაქვის ავტობანზე ავტოავარიისას ორი ადამიანი დაიწვა 4

ქობულეთი-ჩაქვის ავტობანზე ავტოავარიისას ორი ადამიანი დაიწვა

შოიგუ ამტკიცებს, რომ “დასასრულს უახლოვდება ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გათავისუფლება” 5

შოიგუ ამტკიცებს, რომ “დასასრულს უახლოვდება ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გათავისუფლება”

რუსეთი ააქტიურებს შეტევას აღმოსავლეთ უკრაინაზე, დონბასი “სრულად განადგურებულია” 6

რუსეთი ააქტიურებს შეტევას აღმოსავლეთ უკრაინაზე, დონბასი “სრულად განადგურებულია”

რუსმა მომღერალმა, ზემფირამ, გამოუშვა ომის საწინააღმდეგო სიმღერა “ხორცი” 7

რუსმა მომღერალმა, ზემფირამ, გამოუშვა ომის საწინააღმდეგო სიმღერა “ხორცი”

#მოამბე 15 საათზე, 18 აპრილი, 2022 #LIVE
  • ვიდეო

#მოამბე 15 საათზე, 18 აპრილი, 2022 #LIVE

ეწვიეთ ჩვენს საიტს – მოიწონეთ ჩვენი გვერდი – გამოიწერეთ ჩვენი …
სრულად
არანაირი პოლიტიკა, მხოლოდ ხალხი

არანაირი პოლიტიკა, მხოლოდ ხალხი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის სთ – 140422

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის სთ – 140422

ახალი წევრები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში

ახალი წევრები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში

ევროკომისიის კითხვარი საქართველოს – პოლიტიკური შეფასებები

ევროკომისიის კითხვარი საქართველოს – პოლიტიკური შეფასებები

ჯერ კიდევ არ გინახავს

რა მოჰყვება ლიბანს მას შემდეგ, რაც ჰეზბოლა დაკარგავს საპარლამენტო უმრავლესობას?
  • მსოფლიო

რა მოჰყვება ლიბანს მას შემდეგ, რაც ჰეზბოლა დაკარგავს საპარლამენტო უმრავლესობას?

უკრაინა ამბობს, რომ გიგანტური ზაპორიჟჟიას ატომური სადგური ვერ აწვდის რუსეთს
  • მსოფლიო

უკრაინა ამბობს, რომ გიგანტური ზაპორიჟჟიას ატომური სადგური ვერ აწვდის რუსეთს

კვიპროსი აუმჯობესებს უნარებს კონფლიქტის ზონებიდან ევაკუაციის დროს
  • მსოფლიო

კვიპროსი აუმჯობესებს უნარებს კონფლიქტის ზონებიდან ევაკუაციის დროს

პაპ ფრანცისკეს უარი პუტინის დაგმობაზე კრიტიკას იწვევს
  • მსოფლიო

პაპ ფრანცისკეს უარი პუტინის დაგმობაზე კრიტიკას იწვევს

  • რა მოჰყვება ლიბანს მას შემდეგ, რაც ჰეზბოლა დაკარგავს საპარლამენტო უმრავლესობას?
  • უკრაინა ამბობს, რომ გიგანტური ზაპორიჟჟიას ატომური სადგური ვერ აწვდის რუსეთს
  • კვიპროსი აუმჯობესებს უნარებს კონფლიქტის ზონებიდან ევაკუაციის დროს
  • პაპ ფრანცისკეს უარი პუტინის დაგმობაზე კრიტიკას იწვევს
  • „რუსულმა ჰალკმა“ მსოფლიო რეკორდი დაამყარა სამი ვერტმფრენის გამოზიდვით
  • აღმოსავლეთ ბურკინა-ფასოში ჯიჰადისტების თავდასხმას 11 ჯარისკაცი ემსხვერპლა
  • გერჰარდ შრიოდერი „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს ტოვებს
  • ბაიდენის დაცვა სამხრეთ კორეაში თავდასხმის ბრალდებით დააკავეს
  • გერმანიაში ძლიერი შტორმის შედეგად ორი პარაპლანისტი დაიღუპა
  • აშშ და გაერო ბელარუსისთვის სანქციების დროებით გაუქმებას განიხილავენ ხორბლის ტრანზიტის სანაცვლოდ

ტეგები

ადამიანი (1020) აზია (1221) აზია წყნარი ოკეანე (853) ამბები (4569) ამბობს (1187) არ (1361) აფრიკა (940) აშშ (839) აშშ და კანადა (1422) ახალი (1600) ახალი ამბები (1267) ბიზნესი (2115) ბიზნესი და ეკონომიკა (927) ბიზნეს სიახლეები (2597) გამო (1637) და (4950) დაიღუპა (963) დანაშაული (917) ევროპა (3291) ზოგადი ამბები (4038) მთავრობა და პოლიტიკა (2727) მსოფლიო (1087) ომი (1005) ომი და არეულობა (987) ომის (1391) პოლიტიკა (1607) რადგან (959) რომ (2838) რუსეთი (3057) რუსეთის (2023) რუსეთუკრაინის (1059) სიახლეები (4889) სოციალური საქმეები (995) ტექნიკა (992) უკრაინა (2687) უკრაინაში (1524) უკრაინის (2595) შეერთებული შტატები (1987) შემდეგ (2178) შესახებ (1380) შუა აღმოსავლეთი (1505) წლის (1091) Ეკონომია (1852) Მსოფლიო (1315) Სოციალური პრობლემები (857)
  • ახალი ამბები
  • მსოფლიო
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • პოლიტიკა
  • კორონა
  • მეცნიერება
  • განათლება
  • სპორტი