Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • აჩუქა თუ არა კეზერაშვილმა მელიას მანქანა – აუდიტის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო
  • ახალი ამბები

აჩუქა თუ არა კეზერაშვილმა მელიას მანქანა – აუდიტის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო

NewsGeorgia January 24, 2023
აჩუქა თუ არა კეზერაშვილმა მელიას მანქანა – აუდიტის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო



აუდიტის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო რამდენიმე დღის წინ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, “ნაციონალური მოძრაობის” მოქმედ თავმჯდომარე ნიკა მელიას ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა მანქანა აჩუქა. ოპოზიციური პარტიის ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარეები ადასტურებენ, რომ კეზერაშვილის გამოგზავნილი მანქანა “ნაციონალურმა მოძრაობამ” მიიღო.

“სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტმა დაიწყო საკითხის მოკვლევა. სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება”, – განუცხადეს აუდიტის სამსახურში რადიო თავისუფლებას.

საქართველოს კანონმდებლობით, ნებისმიერი სახის დახმარება თუ შემოწირულობა პოლიტიკურმა პარტიამ დეკლარაციაში უნდა ასახოს და მიაწოდოს აუდიტის სამსახურს. დღევანდელი მონაცემებით, დავით კეზერაშვილი, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” შემწირველი, აუდიტის სამსახურის ბაზაში არ იძებნება.

კეზერაშვილის გაგზავნილი საჩუქრების მელიასთვის გადაცემაზე 22 იანვარს “ფორმულას” ეთერში ისაუბრა ლევან ბეჟაშვილმა. ბეჟაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნებში ნიკა მელიას კონკურენტის, ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერია.

რამდენიმე საათის წინ უპასუხა ნიკა მელიამ მისი კონკურენტების გავრცელებულ ბრალდებას სოციალურ ქსელში. მისი თქმით, “ძნელი მოსასმენია ის ყველაფერი, რასაც საუბრობს და რაზეც მიდის ჩემი [მისი] კონკურენტის მხარე შიდაპარტიულ არჩევნებში”. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ დამატებითი ტრანსპორტი პარტიას არ სჭირდებოდა, დავით კეზერაშვილმა მანქანა მაინც გამოგზავნა.

“ციხიდან გამოსვლის შემდეგ მეგობრებმა ჩათვალეს, რომ მჭირდებოდა დაცვა და შესაბამისად დამატებითი ავტომობილი. დაცვას გადავეცი ოჯახის საკუთრებაში მყოფი. მე კი ვსარგებლობდი პარტიის ავტომობილით (Mazerati), რომელიც პარტიას კობა ნაყოფიას თხოვნით, ათხოვა ბატონმა ზაზა ოქუაშვილმა. მახსოვს ამ ნათხოვარმა ავტომობილმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. არც ის იყო ჩემი.

დამატებითი ავტომობილის არანაირი საჭიროება არ გვქონდა. ერთ დღეს, ჩემთვის მოულოდნელად, პეტრე ცისკარიშვილმა და ზურაბ მელიქიშვილმა მითხრეს, რომ პარტიის ავტოფარეხში იდგა მეორადი ავტომობილი რომელიც გამოგზავნა დავით კეზერაშვილმა. ცხადია არ მითხოვია, თავად გადაწყვიტა თავისი სურვილით და მოგვიანებით სატელეფონო საუბრისასაც ასეც აღნიშნა”, – თქვა მელიამ და დასძინა, რომ ამის შემდეგ დაინახა კეზერაშვილის მხრიდან პარტიის საქმიანობაში ჩარევის მცდელობა და რამდენჯერმე სცადა მანქანის დაბრუნება.

Tags: ახალი ამბები

Continue Reading

Previous: ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ჰელსინკიმ ნატოში შესვლა შვედეთის გარეშე ცადოს
Next: კობახიძე კასიანოვის საუბარს, უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის წინაპირობაზე, სამარცხვინოს უწოდებს

კავშირშია

სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს
  • ახალი ამბები

სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს

ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ
  • ახალი ამბები

ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ

პოლონეთმა უკრაინას გადასცა გარემონტებული “ლეოპარდები” პოლონეთმა უკრაინას გადასცა გარემონტებული “ლეოპარდები”
  • ახალი ამბები

პოლონეთმა უკრაინას გადასცა გარემონტებული “ლეოპარდები”

საინტერესო

სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს
  • ახალი ამბები

სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს

ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ
  • ახალი ამბები

ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ

პოლონეთმა უკრაინას გადასცა გარემონტებული “ლეოპარდები” პოლონეთმა უკრაინას გადასცა გარემონტებული “ლეოპარდები”
  • ახალი ამბები

პოლონეთმა უკრაინას გადასცა გარემონტებული “ლეოპარდები”

ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა საბოლოო გამარჯვებამდე იბრძოლებს და ამას ვერაფერი შეაჩერებს ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა საბოლოო გამარჯვებამდე იბრძოლებს და ამას ვერაფერი შეაჩერებს
  • ახალი ამბები

ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა საბოლოო გამარჯვებამდე იბრძოლებს და ამას ვერაფერი შეაჩერებს

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.