Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • კულტურა
  • 7 ნაკლებად ცნობილი პერსონაჟი ქართული ზღაპრებიდან
  • კულტურა

7 ნაკლებად ცნობილი პერსონაჟი ქართული ზღაპრებიდან

NewsGeorgia January 25, 2023
7 ნაკლებად ცნობილი პერსონაჟი ქართული ზღაპრებიდან



ნაცარქექია ან კომბლე ყველამ კარგად იცის, არადა, ქართულ ზღაპრებში კიდევ ბევრი პერსონაჟია, განსაკუთრებული ისტორიებით და სიმბოლიზმით. მწერალი ნატო დავითაშვილი, რომელიც ქართულ მითოსსა და ფოლკლორზე მუშაობს, რადიო თავისუფლებას რამდენიმე მათგანზე უყვება.

კახანი

ეს პერსონაჟი წმინდა გიორგის ჰგავს. კახანი ახალგაზრდა ბიჭია, რომლის სოფელსაც გველეშაპი დაეპატრონება. გველეშაპს ვერავინ უახლოვდება. ის იმდენად დიდია, რომ მასზე ასასვლელად სამი კიბე სჭირდებათ.

კახანი გველეშაპს კუდიდან მოუვლის, ზურგზე მოექცევა და ასე მოკლავს.

მარიამ მკურნალი

მარიამ მკურნალი ღვთაებაა, რომელსაც ზესკნელში ადამიანის სიცოცხლის ძაფები აბარია. ის ამ ძაფებს შორის დადის და გაცრეცილებს ერთმანეთზე აბამს, აახლებს.

ამ მითში მარიამ მკურნალი ღვთისმშობლის სიმბოლოდ მიიჩნევა.

აღმაშენებელი და უცნაური მოხუცი

ბევრი თქმულებაა შემონახული მეფეებზე, რომლებიც ხალხს განსაკუთრებით უყვარდა. ერთ-ერთი მათგანი დავით აღმაშენებელს ეხება.

თქმულება გვიამბობს, რომ გელათის მშენებლობისას მეფე ტაძრიდან ჩამოვარდა და მძიმედ დაშავდა. გამოჯანმრთელება მხოლოდ ერთი მოხუცის რჩევის შემდეგ შეძლო, რომელიც მეფის სასახლეში თითქოსდა შემთხვევით აღმოჩნდა.

უცნობი, რომელიც საჭირო დროს არსაიდან მოდის და გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავალს პოულობს, ღვთაებრივი ძალების სიმბოლოა. ადამიანებს ისინი მოკვდავი არსებების – მოხუცის ან გლახაკის სახით ეცხადებიან. ეს ადამიანებისთვის გამოცდაა. თუ უპოვარს ღირსეულად მიიღებენ, სასწაულსაც დაიმსახურებენ.

ამირანის ნათლია

ამირანი და ქრისტე ერთმანეთს ზღაპრის თავსა და ბოლოში ხვდებიან. ქრისტე აქაც გლახაკის სახით მოდის დედამიწაზე, ამირანის მამობილს მიადგება და ბავშვის მონათვლას ითხოვს. ამის შემდეგ ამირანის მომრევი ქვეყანაზე არავინაა, სანამ ისევ ქრისტე არ შემოხვდება გზაზე და მასთან შერკინებას არ გადაწყვეტს.

ქრისტე მიწაში ჩაარჭობს ჯოხს, რომელიც მთელ დედამიწაზე გაიდგამს ფესვებს. ამირანმა ჯოხი უნდა ამოაძროს, მაგრამ არ გამოსდის – მისი ამოცანა გადაუჭრელია, ის ცდილობს ასწიოს დედამიწა, რომელზეც თვითონ დგას. ის საკუთარი თავის ხელში აყვანას ცდილობს…

ნახევრად ცოცხალი

ქართული ზღაპრების კიდევ ერთი საინტერესო პერსონაჟია მეფის შვილი – ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც დღე მკვდარი წევს, ღამე კი ცოცხლდება. ნახევარი ადამიანი, ნახევარი ცხოვრებით და წყევლით, რომლისგანაც მხოლოდ შეყვარებული ადამიანის თავდადება თუ გაათავისუფლებს. ჯადოს მოსახსნელად მიწიდან ზესკნელში ასვლაა საჭირო და იქიდან რამე ღვთაებრივი საგნის წამოღება. ამ ზღაპარში ასეთი საგანი მზის ნაბანი წყალია, სხვა ზღაპრებში ეს შესაძლოა უკვდავების ვაშლი იყოს.

ყურშა

ყურშა მფრინავი ძაღლია. ის ორბის დადებული იაგუნდის კვერცხიდან იჩეკება. მონადირეები ოცნებობენ, რომ ყურშა მათი ძაღლი გახდეს, რადგან რასაც ის დაედევნება, ყველაფერს იჭერს. მითის მიხედვით, ყურშა ათასში ერთხელ ჩნდება და მაშინაც ორბი ცდილობს კვერცხი თავად გაანადგუროს. მაგრამ ხანდახან იაგუნდის კვერცხი მთელი რჩება და ყურშას ამბავიც იწყება.

მესეფეები

მესეფეები ზღვაში ცხოვრობენ. წელიწადში რამდენჯერმე ზღვიდან სამი კაცი და სამი ქალი ამოდის. თუ პირველები კაცები ამოვიდნენ, იმ წელს ცუდი ამინდები იქნება, თუ ქალები – კარგი. მესეფეებს არეული ეზოები ეჯავრებათ, ამიტომ თუ ეზოებში რამე უადგილოდ აგდია, უკან გაბრუნებისას ხელს გააყოლებენ ხოლმე. ამბობენ, რომ ქარიშხლის დროს ზღვიდან გამორიყული ხარახურა სწორედ ის ნივთებია, რომლებიც მესეფეებმა ეზოებიდან წამოკრიფეს.

Tags: ამირანი ზღაპარი იესო ქრისტე კახანი კულტურა მესეფე ქართული ზღაპრები ხალხური ზღაპრები

Continue Reading

Previous: ქართული ოპერის ვარსკვლავები ნიუ-იორკში
Next: ნანა-ნანუკა ჩიჩუა – ლოს-ანჯელესში მცხოვრები ქართველი არტისტი

კავშირშია

ვიქტორ ნოზაძე 130 – „არ შემიძლია დავბრუნდე, სანამ სამშობლო მოსკოვის მპყრობელობაშია“ ვიქტორ ნოზაძე 130 – „არ შემიძლია დავბრუნდე, სანამ სამშობლო მოსკოვის მპყრობელობაშია“
  • კულტურა

ვიქტორ ნოზაძე 130 – „არ შემიძლია დავბრუნდე, სანამ სამშობლო მოსკოვის მპყრობელობაშია“

მოკლეს ილია მოკლეს ილია
  • კულტურა

მოკლეს ილია

„ვწერთ აფხაზურად, ქართული ასოებით“ – დაეხმარება თუ არა ახალი ინიციატივა კონსტიტუციის დაცვას? „ვწერთ აფხაზურად, ქართული ასოებით“ – დაეხმარება თუ არა ახალი ინიციატივა კონსტიტუციის დაცვას?
  • კულტურა

„ვწერთ აფხაზურად, ქართული ასოებით“ – დაეხმარება თუ არა ახალი ინიციატივა კონსტიტუციის დაცვას?

საინტერესო

საგამოძიებო სამსახური: ნიკა მელიას გამოძიებასთან თანამშრომლობა არ სურს საგამოძიებო სამსახური: ნიკა მელიას გამოძიებასთან თანამშრომლობა არ სურს
  • ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური: ნიკა მელიას გამოძიებასთან თანამშრომლობა არ სურს

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება
  • ახალი ამბები

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა
  • ახალი ამბები

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა
  • ახალი ამბები

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.