2 აპრილს, დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, – განაცხადა კვირას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა.
უკრაინელი მაღალჩინოსნის თანახმად, რუსეთის არმიამ ქალაქი საცხოვრებელი კვარტალი ს-300 ტიპის ორი რაკეტითა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარ „ურაგანის“ 4 რაკეტით დაბომბა.
“ექვსი ადამიანი დაიღუპა. ნამსხვრევების შედეგად რვა ადამიანი დაიჭრა. ყველას იღებს სამედიცინო დახმარებას“, -აღნიშნა ერმაკმა.
რუსეთის არმიის სარაკეტო იერიშის შედეგად კონსტანტინოვკაში დააზიანა 16 მრავალსართული კორპუსი, რვა კერძო სახლი, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, კონსტანტინოვსკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის შენობა, გაზის მილსადენი და სამი მანქანა.
კონსტანტინოვკას, ისევე როგორც დონეცკის რეგიონის სხვა დასახლებებს, რეგულარულად ესხმის თავს რუსეთის ჯარი. მოსკოვი, არაერთი მტკიცებულების მიუხედავად, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმასაც უარყოფს.