Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • 44-მდე გაიზარდა დნეპრში, საცხოვრებელ სახლზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი
  • ახალი ამბები

44-მდე გაიზარდა დნეპრში, საცხოვრებელ სახლზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

NewsGeorgia January 17, 2023
44-მდე გაიზარდა დნეპრში, საცხოვრებელ სახლზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი



უკრაინის ქალაქ დნეპრის მერის, ბორის ფილატოვის ინფორმაციით, 44-მდე გაიზარდა საცხოვრებელ სახლზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. 17 იანვრის შუადღემდე დადასტურებული იყო 41 ადამიანის, მათ შორის 4 ბავშვის სიკვდილი.

14 იანვარს, დნეპრზე რუსეთის მასირებული შეტევისას, ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა 9-სართულიან საცხოვრებელ სახლს, რომლის ნაწილი მთლიანად დაინგრა.

16 იანვარს, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების დარტყმების სამიზნეა არა საცხოვრებელი სახლები და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები, არამედ აშკარა ან შენიღბული სამხედრო ობიექტები და ყველამ ნახა უკრაინის ზოგიერთი წარმომადგენლის დასკვნაც, რომ დნეპრში ტრაგედია გამოიწვია უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის საპასუხო რაკეტის ქმედებამ.

პესკოვი გულისხმობდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის განცხადებას, რომ რუსული რაკეტა, რომელიც დნეპრში საცხოვრებელ სახლს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. მოგვიანებით, არესტოვიჩმა თქვა, რომ სერიოზული შეცდომა დაუშვა და ბოდიშს იხდის, დღეს, 17 იანვარს კი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს მიმართა განცხადებით, რომ მრჩევლის თანამდებობას ტოვებს.

უკრაინის არმიის საჰაერო ძალების სპიკერ იური იგნატის ინფორმაციით, ქალაქ დნეპრზე იერიში განხორციელდა რუსული ფრთოსანი რაკეტებით Х-22, რომელთა მოგერიების საშუალებები უკრაინას არ გააჩნია.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, უკრაინის ქალაქ დნეპრში საცხოვრებელ სახლს, დიდი ალბათობით, მოხვდა რუსული ბომბდამშენიდან, Tu-22M3-დან ნასროლი გემსაწინააღმდეგო რაკეტა AS-4 KITCHEN. ნატოს კლასიფიკაციით ასე აღინიშნება რუსული რაკეტა Х-22.

ბრიტანული დაზვერვა სიცრუეს უწოდებს რუსეთის მინიშნებას, რომ სახლს მოხვდა არა მისი, არამედ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტა. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ რაკეტა Х-22 სახმელეთო სამიზნეებზე ზუსტი დარტყმისთვის გამოუსადეგარია, რადგან მისი რადიოლოკაციური სისტემა ქალაქის ტიპის დასახლებებში სამიზნეებს ერთმანეთისგან ცუდად არჩევს.

Tags: ახალი ამბები

Continue Reading

Previous: დეკემბერში რუსეთიდან $317 მლნ-ზე მეტი გადმოირიცხა – ეს რეკორდული მაჩვენებელია
Next: ქალაქ სოლედარზე იერიშში მონაწილე “ვაგნერის” ქვედანაყოფს ნასამართლევი ანტონ ელიზაროვი მეთაურობდა – “დოსიე”

კავშირშია

ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ
  • ახალი ამბები

ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ

პოლონეთმა უკრაინას გადასცა გარემონტებული “ლეოპარდები” პოლონეთმა უკრაინას გადასცა გარემონტებული “ლეოპარდები”
  • ახალი ამბები

პოლონეთმა უკრაინას გადასცა გარემონტებული “ლეოპარდები”

ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა საბოლოო გამარჯვებამდე იბრძოლებს და ამას ვერაფერი შეაჩერებს ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა საბოლოო გამარჯვებამდე იბრძოლებს და ამას ვერაფერი შეაჩერებს
  • ახალი ამბები

ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა საბოლოო გამარჯვებამდე იბრძოლებს და ამას ვერაფერი შეაჩერებს

საინტერესო

ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ
  • ახალი ამბები

ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ

პოლონეთმა უკრაინას გადასცა გარემონტებული “ლეოპარდები” პოლონეთმა უკრაინას გადასცა გარემონტებული “ლეოპარდები”
  • ახალი ამბები

პოლონეთმა უკრაინას გადასცა გარემონტებული “ლეოპარდები”

ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა საბოლოო გამარჯვებამდე იბრძოლებს და ამას ვერაფერი შეაჩერებს ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა საბოლოო გამარჯვებამდე იბრძოლებს და ამას ვერაფერი შეაჩერებს
  • ახალი ამბები

ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა საბოლოო გამარჯვებამდე იბრძოლებს და ამას ვერაფერი შეაჩერებს

პესკოვი: აშშ უკრაინის დახმარებას გააგრძელებს, თუმცა სხვა ქვეყნებში „დაღლილობა“ გაიზრდება პესკოვი: აშშ უკრაინის დახმარებას გააგრძელებს, თუმცა სხვა ქვეყნებში „დაღლილობა“ გაიზრდება
  • ახალი ამბები

პესკოვი: აშშ უკრაინის დახმარებას გააგრძელებს, თუმცა სხვა ქვეყნებში „დაღლილობა“ გაიზრდება

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.