დნეპრში 30 ადამიანს გაუტოლდა მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი – იუწყება უკრაინის საგანგებო ვითარებების სამსახური 15 იანვარს.
დნეპრის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, დაჭრილია 72 პირი. ამავე წყაროს ცნობით, ნანგრევებიდან გადაარჩინეს 39 ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვი. 43 პირი დაკარგულად ითვლება.
“24 საათის განმავლობაში გრძელდება სამაშველო და სახიფათო სტრუქტურული ელემენტების განადგურების სამუშაოები” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. “ჩვენ ყოველი სიცოცხლის [გადარჩენისთვის] ვიბრძვით” – დასძინა მან.
ბუნდოვანი რჩება ვინ აკონტროლებს სტრატეგიულ ქალაქ სოლედარს – რომელიც რუსეთის დარტყმების შედეგად ფაქტობრივად განადგურებულია. 15 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სოლედარში თავისი სამხედროების წარმატებებზე ილაპარაკა და თქვა, რომ იქ “პოზიტიური” დინამიკაა.