Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • 20-ზე მეტ რუსულ კომპანიას გაკოტრების საფრთხე ემუქრება სანქციების გამო
  • ახალი ამბები

20-ზე მეტ რუსულ კომპანიას გაკოტრების საფრთხე ემუქრება სანქციების გამო

NewsGeorgia August 22, 2024
20-ზე მეტ რუსულ კომპანიას გაკოტრების საფრთხე ემუქრება სანქციების გამო

ოცზე მეტმა მსხვილმა რუსულმა კომპანიამ, მათ შორის სამშენებლო და საავტომობილო მრეწველობის წარმომადგენლებმა, ასევე საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებლებმა, გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნეს მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ხელმძღვანელს ანტონ ალიხანოვს. წერილში აღნიშნულია, რომ მათ გაკოტრება და წარმოების შეჩერება ემუქრებათ საზღვარგარეთ, მათ შორის ე.წ. მეგობრულ ქვეყნებში კრიტიკულად საჭირო ნედლეულის შეძენის შეუძლებლობის გამო.

როგორც “ერბეკა” წერს, ევროკავშირის სანქციების ბოლო, მეთოთხმეტე პაკეტის შედეგად რუსეთში შეწყდა მნიშვნელოვანი მასალების მიწოდება შეერთებული შტატებიდან, ევროპიდან, იაპონიიდან და ცოტა ხნის წინ ჩინეთიდანაც.

საუბარია, პირველ რიგში, პოლიმეთილენფენილიზოციანატზე, რომელიც გამოიყენება მაცივრების, ავტო-ნაწილების, მილების, სამონტაჟო ქაფების, სალუქავებისა და ჩამოსასხმელი იატაკის წარმოებაში. წერილში ნათქვამია, რომ ამ შემთხვევაში რუსეთის ეკონომიკა ასი პროცენტით არის დამოკიდებული იმპორტზე.

წერილში ასევე ნათქვამია, რომ ამჟამად არსებული მასალების მარაგი ორ თვეში ამოიწურება და ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა გარიგების მიღწევა მომწოდებლებთან, კერძოდ საუდის არაბეთთან, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.

რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსადმი გაგზავნილ წერილს ისეთი კომპანიები აწერენ, როგორიცაა “ტექნონიკოლი”, “ბეკო”, “ვერატეკი”, “რუსტა” და “ვერახიმი”.

  • უკრაინაში წარმოებული ომის გამო რუსეთისადმი სანქციების მე-14 პაკეტი ევროკავშირმა მიმდინარე წლის 24 ივნისს დაამტკიცა.
  • ახალი ზომები ეკონომიკურ და ინდივიდუალურ სანქციებს მოიცავს და მიმართულია როგორც რუსეთის ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სექტორებზე, ასევე კიდევ უფრო გაართულებს ევროკავშირის მიერ აქამდე დაწესებული სანქციების გვერდის ავლას.
Tags: 20ზე ახალი ამბები გაკოტრების გამო ევროკავშირის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ემუქრება კომპანიას მეტ რუსულ სანქციების საფრთხე

Continue Reading

Previous: „შავი არქეოლოგია“ – განძის მაძიებლები ასპინძის ყორღნებზე
Next: კურსკის ოლქის ხელმძღვანელის მრჩეველმა რილსკის მცხოვრებლებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა

კავშირშია

ჩეხეთის დეპუტატთა პალატის ახალმა სპიკერმა შენობიდან უკრაინის დროშა ჩამოხსნა ჩეხეთის დეპუტატთა პალატის ახალმა სპიკერმა შენობიდან უკრაინის დროშა ჩამოხსნა
  • ახალი ამბები

ჩეხეთის დეპუტატთა პალატის ახალმა სპიკერმა შენობიდან უკრაინის დროშა ჩამოხსნა

შსს-ს ცნობით, მანჩო გიორგობიანის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს შსს-ს ცნობით, მანჩო გიორგობიანის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს
  • ახალი ამბები

შსს-ს ცნობით, მანჩო გიორგობიანის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს

აშშ-ის ხაზინის განცხადების გამო Gunvor-მა გადაიფიქრა “ლუკოილის” უცხოური აქტივების შეძენა აშშ-ის ხაზინის განცხადების გამო Gunvor-მა გადაიფიქრა “ლუკოილის” უცხოური აქტივების შეძენა
  • ახალი ამბები

აშშ-ის ხაზინის განცხადების გამო Gunvor-მა გადაიფიქრა “ლუკოილის” უცხოური აქტივების შეძენა

საინტერესო

რიუტე: ვერ ვიქნებით გულუბრყვილოები, ჩვენ მომზადებულები უნდა ვიყოთ რიუტე: ვერ ვიქნებით გულუბრყვილოები, ჩვენ მომზადებულები უნდა ვიყოთ
  • ახალი ამბები

რიუტე: ვერ ვიქნებით გულუბრყვილოები, ჩვენ მომზადებულები უნდა ვიყოთ

ადამიანი არ არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი იყო მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.