Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • კულტურა
  • 19-მა გამომცემლობამ წიგნის გამომცემელთა ასოციაცია დატოვა
  • კულტურა

19-მა გამომცემლობამ წიგნის გამომცემელთა ასოციაცია დატოვა

NewsGeorgia November 15, 2024
19-მა გამომცემლობამ წიგნის გამომცემელთა ასოციაცია დატოვა


გამომცემლობების წარმომადგენლებმა ექსპო-ჯორჯიის პავილიონის წინ განაცხადეს, რომ პროტესტის ნიშნად ასოციაცია დატოვეს გამომცემლობებმა: „პალიტრა ელი“, „ბიბლუსი“, „ინტელექტი“, „არტანუჯი“, „ინდიგო“, „ზიარი“, „ზებრა“, „მედუზა“, „პეგასი“, „ბუქმანია“, „ბუქმაკი – წიგნები ვაკეში“, „საბა“, „ალონი“, „წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუა“, „ლაზარე“, „რისთი კომიქს“, „ელვა ჯი“, „ელვა იმპორტი“, „კავკასია“.

სულ ასოციაცია ორმოცდაათამდე გამომცემლობას აერთიანებდა.

„მანამდე ასოციაციის საერთო კრებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არათუ უცხოური გავლენის აგენტად არ უნდა დავრეგისტრირებულიყავით, საერთოდ ბოიკოტი გვქონდა გამოცხადებული და არ უნდა გვეთანამშრომლა კულტურის სამინისტროსთან და მწერალთა სახლთან.

ახლა ყოველგვარი განხილვის გარეშე, უჩუმრად, ასოციაციის დირექტორმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, გააგზავნა რეგისტრაციაზე განაცხადი და ჩვენ მხოლოდ ამის შემდეგ გავიგეთ მომხდარი“, – ამბობს გვანცა ჯობავა, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი.

წიგნების ბაზრობა, 2024 წელი

„ინტელექტის“ ხელმძღვანელი ზვიად კვარაცხელია ამბობს, რომ თითოეულმა წევრმა, რომელმაც ასოციაცია დატოვა, თავის დროზე დიდი წვლილი შეიტანა მის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

„როცა ასოციაციის თავმჯდომარე [თამარ ლებანიძე] და აღმასრულებელი დირექტორი [დალი ბაგრატიონ-გრუზინსკი] წევრების გვერდის ავლით იღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც ძალიან დიდ დარტყმას აყენებს ასოციაციის რეპუტაციას, როცა თვეების განმავლობაში ვერ ხერხდება მათთან მოლაპარაკება, ვფიქრობ, სწორია, რომ ჩვენ დავტოვეთ ასოციაცია“, – ამბობს ზვიად კვარაცხელია.

წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 1996 წელს დაფუძნდა. მისი მიზანია დაიცვას წიგნის სექტორის ინტერესები, საავტორო უფლებები და ბეჭდვის თავისუფლება. ასოციაციამ შექმნა პროფესიული ეთიკის კოდექსი და კანონმდებლობა წიგნის სექტორში პირობების გაუმჯობესების მიზნით. ატარებს წიგნის ფესტივალებს, ასევე სემინარებსა და სხვა ღონისძიებებს სფეროს წარმომადგენლებისთვის.

„მრავალი წლის წინ „სულაკაურის გამომცემლობა“ ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, მაგრამ მერე დაახლოებით 15-მა გამომცემლობამ, მათ შორის ჩვენ და „ქარჩხაძის გამომცემლობამაც“, დავტოვეთ ასოციაცია. ძალიან სამწუხაროა, რომ ახლაც ამდენმა წევრმა დატოვა ის. თუმცა, როდესაც ძირეულ საკითხებზე ვერ თანხმდები, ჯობია ასე მოიქცე, ვიდრე ითანამშრომლო ისეთ ორგანიზაციასთან, რომელიც პრინციპულად განსხვავებულ პოზიციაზეა“, – თქვა გამომცემლობა „სულაკაურის“ ხელმძღვანელმა თინათინ მამულაშვილმა.

ასოციაციის გამგეობის კენჭისყრაზე გადაწყვეტილებას დარეგისტრირების შესახებ მხარი ოთხმა წევრმა დაუჭირა, ორი – წინააღმდეგი წავიდა. მომხრეები კენჭისყრისას ამბობდნენ, რომ იძულებულები არიან ასე გააკეთონ, რადგან სხვა გზას ორგანიზაციის ფუნქციონირების გასაგრძელებლად უბრალოდ ვერ ხედავენ.

ასოციაციის თავმჯდომარესთან თამარ ლებანიძესთან დაკავშირება რადიო თავისუფლებამ ვერ მოხერხდა.

„მხარი დავუჭირე დარეგისტრირებას, რადგან არ მინდოდა, ასოციაციის საქმიანობა შეჩერებულიყო, მაგრამ მერე კარგად რომ გავერკვიე ამ საკითხში, ვინანე ჩემი გადაწყვეტილება. წამოვედი გამგეობიდანაც და ასოციაციიდანაც, – ამბობს გამგეობის ყოფილი წევრი მამუკა ხანთაძე, – ამ ტიპის გადაწყვეტილებებს ზოგადად გამგეობა იღებს, თუმცა შეიძლებოდა უფრო მეტი ჩართულობა ყოფილიყო. ცოტა მეტი განხილვა რომ ყოფილიყო, მხარს აღარ დავუჭერდი“.

საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს მიიღო „აგენტების კანონი“, რომელიც უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას. ამ კანონის მიღებას საქართველოში მასობრივი გამოსვლები მოჰყვა.

Tags: აგენტების კანონი ასოციაცია გამომცემლობები კულტურა პროტესტი საზოგადოება წიგნის გამომცემელთა ასოციაცია

Continue Reading

Previous: ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ
Next: მოსკოვში წვევამდელებზე რეიდები მიმდინარეობს, მათ რუსეთის დატოვება ეკრძალებათ

კავშირშია

რას ნიშნავს „ვეფხისტყაოსნის ქვეყანა“? – ინტერვიუ პოეტ რატი ამაღლობელთან რას ნიშნავს „ვეფხისტყაოსნის ქვეყანა“? – ინტერვიუ პოეტ რატი ამაღლობელთან
  • კულტურა

რას ნიშნავს „ვეფხისტყაოსნის ქვეყანა“? – ინტერვიუ პოეტ რატი ამაღლობელთან

დომინიკ ჰაშეკი: „შეუძლებელია პოლიტიკის სპორტისგან გამიჯვნა“ დომინიკ ჰაშეკი: „შეუძლებელია პოლიტიკის სპორტისგან გამიჯვნა“
  • კულტურა

დომინიკ ჰაშეკი: „შეუძლებელია პოლიტიკის სპორტისგან გამიჯვნა“

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია და КГБ: ფაქტები რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია და КГБ: ფაქტები
  • კულტურა

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია და КГБ: ფაქტები

საინტერესო

მოსამართლეების ხელფასი იზრდება – ყველა მათგანს 10 000 ლარზე მეტი დაენიშნება თვიურად მოსამართლეების ხელფასი იზრდება – ყველა მათგანს 10 000 ლარზე მეტი დაენიშნება თვიურად
  • ახალი ამბები

მოსამართლეების ხელფასი იზრდება – ყველა მათგანს 10 000 ლარზე მეტი დაენიშნება თვიურად

თუ გვარამია ან ხაზარაძე საკნიდან არ ჩაგვერთვებიან, მოგვიწევს პროკურატურაში კვლავ გადავაგზავნოთ საქმე – წულუკიანი თუ გვარამია ან ხაზარაძე საკნიდან არ ჩაგვერთვებიან, მოგვიწევს პროკურატურაში კვლავ გადავაგზავნოთ საქმე – წულუკიანი
  • ახალი ამბები

თუ გვარამია ან ხაზარაძე საკნიდან არ ჩაგვერთვებიან, მოგვიწევს პროკურატურაში კვლავ გადავაგზავნოთ საქმე – წულუკიანი

პარლამენტთან აქციაზე პოეტი ზვიად რატიანი დააკავეს – სავარაუდოდ, სისხლის სამართლის წესით პარლამენტთან აქციაზე პოეტი ზვიად რატიანი დააკავეს – სავარაუდოდ, სისხლის სამართლის წესით
  • ახალი ამბები

პარლამენტთან აქციაზე პოეტი ზვიად რატიანი დააკავეს – სავარაუდოდ, სისხლის სამართლის წესით

„ოცნება“ სასამართლოს გადაღებას ზღუდავს – სხდომათა დარბაზშიც, დერეფანშიც და ეზოშიც „ოცნება“ სასამართლოს გადაღებას ზღუდავს – სხდომათა დარბაზშიც, დერეფანშიც და ეზოშიც
  • ახალი ამბები

„ოცნება“ სასამართლოს გადაღებას ზღუდავს – სხდომათა დარბაზშიც, დერეფანშიც და ეზოშიც

ადამიანი არ არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი იყო მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.