Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • 12 წლიანი პატიმრობა მთავრობის კრიტიკის გამო – ბელარუსში ორ ჟურნალისტს პატიმრობა მიუსაჯეს
  • ახალი ამბები

12 წლიანი პატიმრობა მთავრობის კრიტიკის გამო – ბელარუსში ორ ჟურნალისტს პატიმრობა მიუსაჯეს

NewsGeorgia March 18, 2023
12 წლიანი პატიმრობა მთავრობის კრიტიკის გამო – ბელარუსში ორ ჟურნალისტს პატიმრობა მიუსაჯეს

ბელარუსში დამოუკიდებელი მედიის ორი ხელმძღვანელ ქალს 12-12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლო სხდომა, რომელზეც გადაწყვეტილება იქნა მიღებული, დახურულ კარს მიღმა წარიმართა. მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.

კადრები სასამართლო დარბაზიდან სამთავრობო საინფორმაციო სააგენტომ გამოაქვეყნა, სადაც ჩანს როგორ სხედან ბრალდებული ქალები სასამართლო დარბაზში.

გამოცემა „ტუტ ბაის“ მთავარი რედაქტორი მარია ზოლოტოვა და გენერალური დირექტორი ლუდმილა ჩენიკა 2021 წლის მაისში დააკავეს. მათთან ერთად სამართალდამცავებმა გამოცემის სხვა ჟურნალისტებიც დააკავეს, თუმცა ისინი მოგვიანებით გაათავისუფლეს.

ზოლოტოვასა და ჩენიკას თავდაპირველად ბრალი გადასახადებისგან თავის არიდებაში წაუყენეს, მოგვიანებით კი ისინი სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულეს.

გამოცემა „ტუტ ბაი“ აქტიურად აშუქებდა მასობრივ საპროტესტო აქციებს 2020 წლიდან მოყოლებული. პროტესტი ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ წარმოიშვა, რომლის შედეგებიც ლუკაშენკოს რეჟიმმა გააყალბა.

მალევე ლუკაშენკოს მთავრობამ „ტუტ ბაი“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, გამოცემის თანამსრომლების დიდმა ნაწილმა კი ქვეყანა დატოვეს და ახალი გამოცემა „ზერკალო“ შექმნეს.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ ახლა ბელარუსში 1 500-ზე მეტი პოლიტპატიმარია. მათი დიდი ნაწილი 2020 წლის საპროტესტო აქციების შემდეგ დააკავეს.

Tags: ალექსანდ ლუკაშენკო ახალი ამბები ბელარუსელი ჟურნალისტები ბელარუსი ბელარუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო ბელარუსში გამო კრიტიკის მთავრობის მიუსაჯეს ორ პატიმრობა პოლიტპატიმრები ბელარუსში ჟურნალისტს წლიანი

Continue Reading

Previous: უკრაინა ბახმუტის დაცვას აგრძელებს
Next: მოსკოვი საბრძოლო თვითმფრინავების განადგურებით იმუქრება

კავშირშია

სავარაუდოდ, დაიღუპა არსენ ფიცხელაური – კახოვკის ჰესის აფეთქებაში ეჭვმიტანილი სავარაუდოდ, დაიღუპა არსენ ფიცხელაური – კახოვკის ჰესის აფეთქებაში ეჭვმიტანილი
  • ახალი ამბები

სავარაუდოდ, დაიღუპა არსენ ფიცხელაური – კახოვკის ჰესის აფეთქებაში ეჭვმიტანილი

წარწერისთვის “ირა*ლი” ადვოკატი შოთა თუთბერიძე 500 ლარით დააჯარიმეს წარწერისთვის “ირა*ლი” ადვოკატი შოთა თუთბერიძე 500 ლარით დააჯარიმეს
  • ახალი ამბები

წარწერისთვის “ირა*ლი” ადვოკატი შოთა თუთბერიძე 500 ლარით დააჯარიმეს

წალენჯიხაში გზის და წყლის მოთხოვნით აქცია მერთან შეხვედრის შემდეგ დასრულდა წალენჯიხაში გზის და წყლის მოთხოვნით აქცია მერთან შეხვედრის შემდეგ დასრულდა
  • ახალი ამბები

წალენჯიხაში გზის და წყლის მოთხოვნით აქცია მერთან შეხვედრის შემდეგ დასრულდა

საინტერესო

სუსში “რევოლუციური სცენარის” საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს „კანვასის“ წევრები სუსში “რევოლუციური სცენარის” საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს „კანვასის“ წევრები
  • ახალი ამბები

სუსში “რევოლუციური სცენარის” საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს „კანვასის“ წევრები

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.