გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ისევ განაცხადა, რომ არ სურს უკრაინას გადასცეს ფრთოსანი რაკეტები Taurus-ი, რადგან მათ რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების განადგურება შეუძლიათ. ამჯერად, შოლცმა კონკრეტულად მოსკოვი ახსენა.
სააგენტო dpa-ს ცნობით, 29 თებერვალს, დრეზდენში მყოფმა შოლცმა განაცხადა, რომ Taurus-ის მოქმედების რადიუსი 500 კილომეტრია და არასწორად გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა, გარკვეულ სამიზნეებამდე მოსკოვშიც მიაღწიოს. ფედერალური კანცლერის თქმით, ამ ფრთოსანი რაკეტების გამოყენების უზრუნველსაყოფად საჭირო იქნებოდა გერმანელების მონაწილეობაც, რაც გამორიცხულია.
შოლცმა ადრეც განაცხადა, რომ უკრაინისთვის Taurus-ების გადაცემა ომის ესკალაციას გამოიწვევდა, რადგან რაკეტას შეუძლია რუსეთის ტერიტორიამდე მიაღწიოს. ამ ფრთოსან რაკეტებს გერმანულ-შვედური კომპანია Taurus Systems-ი სწარმოებს.
უკრაინა მუდმივად აცხადებს, რომ ძლიერი, თანამედროვე იარაღი მხოლოდ თავისი ტერიტორიის დასაცავად სჭირდება.