Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • შვედეთი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ბრძოლას აძლიერებს
  • ახალი ამბები

შვედეთი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ბრძოლას აძლიერებს

NewsGeorgia May 31, 2025
შვედეთი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ბრძოლას აძლიერებს

1 ივლისიდან შვედეთი შემოიღებს ახალ წესებს, რომლებიც ბალტიის ზღვაში გამავალ უცხოურ გემებზე კონტროლის გამკაცრებას ისახავს მიზნად.

AFP-ის ცნობით, მთავრობამ ამის შესახებ ოფიციალურად შაბათს განაცხადა. ზომები მიზნად ისახავს რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ბრძოლას – ტანკერების ქსელის, რომელიც გამოიყენება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით რუსული ნავთობის ექსპორტისათვის.

2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დღიდან, რუსეთი სულ უფრო ხშირად იყენებს ასეთ გემებს, რომლებიც ხასიათდება გაუმჭვირვალე საკუთრებით და საეჭვო სადაზღვევო პოლისებით.

ევროპულმა ქვეყნებმა არაერთხელ დაადანაშაულეს ეს გემები გარემოსდაცვითი რისკების შექმნაში და წყალქვეშა ინფრასტრუქტურის, მათ შორის ენერგეტიკული და სატელეკომუნიკაციო ქსელების დაზიანებაში.

შვედეთის მთავრობის განცხადებით, ახალი წესებით, სავალდებულო გახდება გემების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა.

შემოწმებას დაექვემდებარება არა მხოლოდ შვედეთის პორტებში შემავალი გემები, არამედ ის გემებიც, რომლებიც შვედეთის ტერიტორიულ წყლებში ან მის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში გადიან, რომელიც სანაპიროდან 200 საზღვაო მილის მანძილზეა გადაჭიმული.

„ბალტიის ზღვაში სულ უფრო და უფრო მეტ შემაშფოთებელ ინციდენტს ვხედავთ. ეს მოითხოვს, რომ ყველაზე უარესი სცენარისთვისაც მზად ვიყოთ“, – ხაზი გაუსვა პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა. მან დასძინა, რომ შემოწმების დროს მიღებული ინფორმაცია გაზიარდება მოკავშირეებთან და გამოყენებული იქნება სანქციების კონტროლის გასაძლიერებლად, მათ შორის მონაცემების საერთაშორისო მონაცემთა ბაზებში შეყვანის გზით.

შვედეთმა და ფინეთმა, რომლებიც ახლახან გახდნენ ნატოს წევრები, ბალტიის რეგიონში უსაფრთხოებაზე ზრუნვა გააძლიერეს 2024 წლის ბოლოს, წყალქვეშა ობიექტების, ძირითადად კაბელების, დაზიანების სერიის შემდეგ.

Tags: აძლიერებს ახალი ამბები ბრძოლას რუსეთის ფლოტის შვედეთი ჩრდილოვანი წინააღმდეგ

Continue Reading

Previous: ნატო არ განიხილავს მოსკოვის მოთხოვნებს აღმოსავლეთისკენ გაფართოების შეწყვეტის შესახებ
Next: “მათ საბუთებს განვიხილავთ” – ამერიკიდან დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აეროპორტში დახვდა

კავშირშია

ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს – კაია კალასი ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს – კაია კალასი
  • ახალი ამბები

ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს – კაია კალასი

ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, თქვენ აშორებთ ხალხს ევროკავშირს – ევროკომისარი კოსი ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, თქვენ აშორებთ ხალხს ევროკავშირს – ევროკომისარი კოსი
  • ახალი ამბები

ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, თქვენ აშორებთ ხალხს ევროკავშირს – ევროკომისარი კოსი

დავუდასტურე „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მხარდაჭერა – ირაკლი კობახიძე ჩინეთის პრემიერს შეხვდა დავუდასტურე „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მხარდაჭერა – ირაკლი კობახიძე ჩინეთის პრემიერს შეხვდა
  • ახალი ამბები

დავუდასტურე „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მხარდაჭერა – ირაკლი კობახიძე ჩინეთის პრემიერს შეხვდა

საინტერესო

ნადირობა რუსულ დრონებზე – მომავლის ომი უკრაინაში ნადირობა რუსულ დრონებზე – მომავლის ომი უკრაინაში
  • პოლიტიკა

ნადირობა რუსულ დრონებზე – მომავლის ომი უკრაინაში

ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, თქვენ აშორებთ ხალხს ევროკავშირს – ევროკომისარი კოსი ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, თქვენ აშორებთ ხალხს ევროკავშირს – ევროკომისარი კოსი
  • ახალი ამბები

ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, თქვენ აშორებთ ხალხს ევროკავშირს – ევროკომისარი კოსი

დავუდასტურე „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მხარდაჭერა – ირაკლი კობახიძე ჩინეთის პრემიერს შეხვდა დავუდასტურე „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მხარდაჭერა – ირაკლი კობახიძე ჩინეთის პრემიერს შეხვდა
  • ახალი ამბები

დავუდასტურე „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მხარდაჭერა – ირაკლი კობახიძე ჩინეთის პრემიერს შეხვდა

ადამიანი არ არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი იყო მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.