Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • რუსეთი ადასტურებს სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარსარდლის მოადგილის სიკვდილს
  • ახალი ამბები

რუსეთი ადასტურებს სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარსარდლის მოადგილის სიკვდილს

NewsGeorgia July 4, 2025
რუსეთი ადასტურებს სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარსარდლის მოადგილის სიკვდილს

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, გუდკოვი 2 ივლისს დაიღუპა „კურსკის ოლქის ერთ-ერთ სასაზღვრო რაიონში საბრძოლო მუშაობის დროს“.

უკრაინული მედია და ბლოგერები წერენ, რომ გენერალი გუდკოვი „ლიკვიდირებულია“.

რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, გუდკოვი და კიდევ ათი ოფიცერი კურსკის ოლქის დასახლებული პუნქტის, კორენოვოს რაიონში უკრაინის სარაკეტო დარტყმას ემსხვერპლნენ.

მიხაილ გუდკოვი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მე-11 რუსი გენერალია, რომელთა სიკვდილის შესახებაც საჯარო წყაროებითაა ცნობილი.

42 წლის გუდკოვი რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარსარდლის მოადგილედ 2025 წლის მარტში დაინიშნა და ფლოტის სანაპირო და სახმელეთო ჯარებს ხელმძღვანელობდა. მანამდე იყო საზღვაო ქვეითთა 155-ე ბრიგადის მეთაური. ეს ბრიგადა უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მონაწილეობდა ჯერ კიევის ოლქზე, შემდეგ კი ქალაქ მარიუპოლზე შეტევაში.

155-ე ბრიგადა ჩართული იყო რუსეთის კურსკის ოლქის დაცვაშიც. ბრიგადის სამხედროები ეჭვმიტანილი არიან უკრაინელი სამხედრო ტყვეების დახოცვაში.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში სახმელეთო ოპერაცია 2024 წლის აგვისტოში დაიწყეს. უკრაინამ ოპერაციის მიზნად დაასახელა თავისი მოსაზღვრე ტერიტორიების დასაცავად უსაფრთხოების, ე.წ. ბუფერული ზონის შექმნა.

2025 წლის 26 აპრილს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა პრეზიდენტ პუტინს მოახსენა, რომ კურსკის ოლქი სრულად გაათავისუფლეს. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები განაგრძობენ აქტიურ თავდაცვით ოპერაციებს რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში.

Tags: ადასტურებს ახალი ამბები გენერალი გუდკოვი კურსკის ოლქი მთავარსარდლის მოადგილის ომი უკრაინაში რუსეთი რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სამხედროსაზღვაო სიკვდილს უკრაინა ფლოტის

Continue Reading

Previous: პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებულ გიორგი მინდაძეს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა
Next: კობახიძე ამბობს, რომ საქართველო ევროკავშირის ბევრ ქვეყანას ჯობია დემოკრატიის ხარისხით

კავშირშია

ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს – კაია კალასი ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს – კაია კალასი
  • ახალი ამბები

ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს – კაია კალასი

ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, თქვენ აშორებთ ხალხს ევროკავშირს – ევროკომისარი კოსი ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, თქვენ აშორებთ ხალხს ევროკავშირს – ევროკომისარი კოსი
  • ახალი ამბები

ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, თქვენ აშორებთ ხალხს ევროკავშირს – ევროკომისარი კოსი

დავუდასტურე „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მხარდაჭერა – ირაკლი კობახიძე ჩინეთის პრემიერს შეხვდა დავუდასტურე „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მხარდაჭერა – ირაკლი კობახიძე ჩინეთის პრემიერს შეხვდა
  • ახალი ამბები

დავუდასტურე „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მხარდაჭერა – ირაკლი კობახიძე ჩინეთის პრემიერს შეხვდა

საინტერესო

ნადირობა რუსულ დრონებზე – მომავლის ომი უკრაინაში ნადირობა რუსულ დრონებზე – მომავლის ომი უკრაინაში
  • პოლიტიკა

ნადირობა რუსულ დრონებზე – მომავლის ომი უკრაინაში

ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, თქვენ აშორებთ ხალხს ევროკავშირს – ევროკომისარი კოსი ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, თქვენ აშორებთ ხალხს ევროკავშირს – ევროკომისარი კოსი
  • ახალი ამბები

ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, თქვენ აშორებთ ხალხს ევროკავშირს – ევროკომისარი კოსი

დავუდასტურე „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მხარდაჭერა – ირაკლი კობახიძე ჩინეთის პრემიერს შეხვდა დავუდასტურე „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მხარდაჭერა – ირაკლი კობახიძე ჩინეთის პრემიერს შეხვდა
  • ახალი ამბები

დავუდასტურე „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მხარდაჭერა – ირაკლი კობახიძე ჩინეთის პრემიერს შეხვდა

ადამიანი არ არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი იყო მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.