Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • რუსეთის თავდაცვის მინისტრი გამოვიდა ატომური ცდებისთვის მზადების დაწყების წინადადებით
  • ახალი ამბები

რუსეთის თავდაცვის მინისტრი გამოვიდა ატომური ცდებისთვის მზადების დაწყების წინადადებით

NewsGeorgia November 5, 2025
რუსეთის თავდაცვის მინისტრი გამოვიდა ატომური ცდებისთვის მზადების დაწყების წინადადებით



რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, ანდრეი ბელოუსოვმა უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების შეხვედრაზე პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მიმართა წინადადებით, დაუყოვნებლივ დაიწყოს მზადება ატომური ცდებისთვის არქიპელაგ ახალ მიწაზე.

ბელოუსოვის თქმით, ცდები იქნება პასუხი აშშ-ის ქმედებებზე. მინისტრი ირწმუნება, რომ აშშ თანდათანობით ტოვებს შეიარაღების შემცირების და შეზღუდვის თაობაზე გაფორმებულ ხელშეკრულებებს, და თან მუშაობს ახალი კონტინენტთაშორისი რაკეტის შექმნაზე, რომელსაც ატომური ქობინი ექნება.

პასუხად, პუტინმა საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სპეცსამსახურებს და სამოქალაქო უწყებებს დაავალა გამოვიდნენ წინადადებებით ატომური იარაღის ცდებისთვის მზადების შესაძლებლობათა გარშემო.

ოქტომბრის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ “დაუყოვნებლივ” დაიწყებს ატომური იარაღის გამოცდას, სხვა ქვეყნების “თანაზომადად”. მოგვიანებით, CBS News-სთვის მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა თქვა, რომ “სხვა ქვეყნები ცდებს ატარებენ”, და მას არ სურს აშშ იყოს “ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც ცდებს არ ატარებს”.

“რუსეთი ცდებს ატარებს, ჩინეთი ცდებს ატარებს – მაგრამ ისინი ამაზე არ ლაპარაკობენ. და ცდებს ჩვენს ჩავატარებთ, რადგან ისინიც ატარებენ და კიდევ სხვებიც. და, რა თქმა უნდა, ცდებს ატარებს ჩრდილოეთი კორეაც. პაკისტანიც ატარებს ცდებს” – თქვა ტრამპმა.

მანამდე პუტინი აცხადებდა, რომ რუსეთმა გამოსცადა რაკეტა “ბურევესტნიკი” და წყალქვეშა ნავი “პოსეიდონი”, ბირთვული მოწყობილობებით. ამის პასუხად ტრამპმა თქვა, რომ უმჯობესია პუტინი “დაკავდეს ომის დასრულებით, რომელიც უკვე ოთხი წელია გრძელდება, და არა რაკეტების გამოცდებით”.

კრემლის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი აცხადებდა, რომ “ბურევესტნიკის” და “პოსეიდონის” გამოცდა “არც ერთ შემთხვევაში არ იყო ატომური”.

აშშ-ში ატომური ცდები 1992 წლიდან არ ჩატარებულა, რუსეთში – 1990 წლიდან, ჩინეთში – 1996 წლიდან.

Tags: ანდრეი ბელოუსოვი ატომური ახალი ამბები გამოვიდა დაწყების თავდაცვის მზადების მინისტრი რუსეთის ცდებისთვის წინადადებით

Continue Reading

Previous: „არ მოვინანიებ არასდროს!“ – არქიმანდრიტ ილიას მღვდელმოქმედების უფლება აეკრძალა
Next: ევროკავშირმა სომხეთს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადასცა

კავშირშია

თურქეთმა ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გასცა, მას გენოციდში ადანაშაულებენ თურქეთმა ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გასცა, მას გენოციდში ადანაშაულებენ
  • ახალი ამბები

თურქეთმა ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გასცა, მას გენოციდში ადანაშაულებენ

ოკუპირებულ აფხაზეთში “თვითმმართველობის არჩევნები” იმართება ოკუპირებულ აფხაზეთში “თვითმმართველობის არჩევნები” იმართება
  • ახალი ამბები

ოკუპირებულ აფხაზეთში “თვითმმართველობის არჩევნები” იმართება

კობახიძე ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ევროინტეგრაციის საკითხით შანტაჟზე ლაპარაკობს კობახიძე ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ევროინტეგრაციის საკითხით შანტაჟზე ლაპარაკობს
  • ახალი ამბები

კობახიძე ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ევროინტეგრაციის საკითხით შანტაჟზე ლაპარაკობს

საინტერესო

თურქეთმა ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გასცა, მას გენოციდში ადანაშაულებენ თურქეთმა ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გასცა, მას გენოციდში ადანაშაულებენ
  • ახალი ამბები

თურქეთმა ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გასცა, მას გენოციდში ადანაშაულებენ

დაჭერა, ჩხრეკა, მილიონების ჩამორთმევა – “ოცნება” ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ დაჭერა, ჩხრეკა, მილიონების ჩამორთმევა – “ოცნება” ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ
  • პოლიტიკა

დაჭერა, ჩხრეკა, მილიონების ჩამორთმევა – “ოცნება” ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ

ოკუპირებულ აფხაზეთში “თვითმმართველობის არჩევნები” იმართება ოკუპირებულ აფხაზეთში “თვითმმართველობის არჩევნები” იმართება
  • ახალი ამბები

ოკუპირებულ აფხაზეთში “თვითმმართველობის არჩევნები” იმართება

კობახიძე ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ევროინტეგრაციის საკითხით შანტაჟზე ლაპარაკობს კობახიძე ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ევროინტეგრაციის საკითხით შანტაჟზე ლაპარაკობს
  • ახალი ამბები

კობახიძე ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ევროინტეგრაციის საკითხით შანტაჟზე ლაპარაკობს

ადამიანი არ არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი იყო მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.