Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • პოლიტიკა
  • როგორ დააკავეს და გაასამართლეს ერთ დღეში ერთი ოჯახის ოთხი წევრი – რეპორტაჟი წიბახაშვილების სასამართლოდან
  • პოლიტიკა

როგორ დააკავეს და გაასამართლეს ერთ დღეში ერთი ოჯახის ოთხი წევრი – რეპორტაჟი წიბახაშვილების სასამართლოდან

NewsGeorgia November 3, 2025
როგორ დააკავეს და გაასამართლეს ერთ დღეში ერთი ოჯახის ოთხი წევრი – რეპორტაჟი წიბახაშვილების სასამართლოდან


ამ სხდომის შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით ჩატარდება ნანა ჯავაშვილის ორი შვილის ლადო და გიგა წიბახაშვილისა და ნანა ჯავაშვილის დის, ანას სასამართლო სხდომები. ოთხივეს მოსამართლეები ადმინისტრაციულ პატიმრობას შეუფარდებენ.

არც რუსთაველის გამზირი გადაუკეტია ერთი ოჯახის ამდენ წევრს ერთდროულად. 2 ნოემბერს ქუჩაზე ჯერ დედა გადავიდა, შემდეგ დეიდა, მიჰყვნენ შვილებიც. ეს იყო საპროტესტო აქტი – მათ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველ კანონები გააპროტესტეს.

მანანა ჯავაშვილი დღეს 3 ნოემბერს თავის სახლთან დააკავეს, მისი ვაჟები სასამართლოსკენ გზად. ანა ჯავაშვილს კი დაურეკეს და უთხრეს, რომ სხდომაზე უნდა მისულიყო, შეატყობინეს თქვენს წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოებაა დაწყებულიო.

მანანანა ჯავაშვილის ქმარი ცნობილი ქართველი ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი ქალიშვილთან მარიამ წიბახაშვილთან ერთად რამდენიმე წუთში ერთხელ საქალაქო სასამართლოს საინფორმაციო ცენტრში რეკავს და კითხულობს, დაინიშნა თუ არა შვილებისა და ცოლის სასამართლო სხდომა? რომელი მოსამართლე განიხილავს? რომელ დარბაზებში?

პედაგოგის საქმეს მოსამართლე კობა ჩაგუნავა განიხილავს. შსს-ს წარმომადგენელი ბუბა ნაჭყებიაა. 41-ე დარბაზი სავსეა. დარბაზში ბორკილებით შემოყავთ დაკავებული, ის დამსწრეებს უზიარებს წუხილს, რომ დაკავების შემდეგ „ყველაფერი წაართვეს, მათ შორის წიგნებიც“.

მანანა ჯავაშვილი ქიმიის მასწავლებელი, თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მისი დაც პედაგოგია, ერთი შვილი მხატვარი, მეორეც ხელოვანია. მუშაობა National Geographic-ში, ახლა წიბახას Board game-ს მართავს.

„აქცის მონაწილეთა რაოდენობა არ იყო იმდენი, რომ ბუნებრივად მოეხდინა გზის გადაკეტვა“, – ამბობს შსს-ს იურისტი ბუბა ნაჭყებია. ის დარბაზისკენ იშვიათად იხედება. ხშირად იმეორებს „ხელოვნური ქმედება“. მანანანა ჯავაშვილის სამართალდამრღევად ცნობას მოითხოვს.

მანანანა ჯავაშვილი არაფერს არ ამბობს, არ სარგებლობს ამ უფლებით. მდუმარედ უსმენს მხარეებსა და მოსამართლეს. იქამდე სანამ მოსამართლე სათათბიროდ გავა, მხოლოდ ამას ამბობს: „არ ვთლი დამნაშავედე თავს, მიუხედავად იმისა, რომ ვეთანხმები, რაც ოქმში წერია“.

დაკავებული არ უარყოფს, რომ აქციაზე მივიდა და გზაც გადაკეტა – მოსამართლემ ვიდეომტკიცებულებები აღარ ნახა.

ადვოკატი, თათია კონიაშვილი ამბობს, რომ მანანა ჯავაშვილმა კონსტიტუციური უფლება გამოიყენა, მიიღოს მონაწილეობა პროტესტში. ის ყურადღებას შეუსაბამო სასჯელზე ამახვილებს:

„ადამიანს არ უნდა შეეზღუდოს თავისუფლება იმის გამო, რომ 15-20 წუთის განმავლობაში გადავიდა ქუჩაზე, ეს არაკონსტიტუციურია… არ შეიძლება შეკრების უფლების კრიმინალიზება მოხდეს, ამას ექნება მსუსხავი ეფექტი…“ – ამბობს ის.

შსს-მ ერთდღიანი პატიმრობა მოითხოვა.

„არ უარვყოფ იმას, რომ ქალბატონ მანანას არ ჰქონდა ადრე სამართალდარღვევები, ჩვენი პოზიცია უცვლელია, ის უნდა იცნოს სამართალდამრღვევად, რაც შეეხება სახდელს ჩვენ არ გვაქვს სხვა სახდელი გარდა პატიმრობისა, რაც შეეხება რაოდენობას, ვითხოვთ ერთდღიან პატიმრობას“, – თქვა ბუბა ნაჭყებიამ.

დარბაზში სიცილია.

15-წუთიანი თათბირის შემდეგ კობა ჩაგუნავა სხდომადა დარბაზში დაბრუნდა და ვრცლად ისაუბრა, თუ რატომ გადაწყვიტა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა გაეზიარებინა და პედაგოგისთვის ერთდღიანი პატიმრობა შეეფარდებინა.

მან ჩათვალა რომ მანანა ჯავაშვილმა გზა ხელოვნურად გადაკეტა და შეეძლო პროტესტი ისე გამოეხატა, რომ პროსპექტის სავალ ნაწილზე არ გადასულუყო.

„ბოლო გაკვეთილებს მიუსწრებს“, – ისმის მხადამჭერების შეძახილები.

სხდომის დასრულებიდან რამდენიმე წუთში იმავე სართულზე მანანა ჯავაშვილის ვაჟის, ლადო წიბახაშვილის სასამართლო სხდომა დაიწყო. დარბაზში მოსამართლე ნინო ენუქიძეა.

იქამდე სანამ განხილვა დასრულდა, ლადო წიბახაშვილმა ფურცელზე “მოსამართლე და სხდომის მდივანი დახატა”, – განმარტა ადვოკატმა, თათია კონიაშვილმა ამ ნახატის შინაარსი.

ლადო წიბახაშვილის ნახატი

„ეტყობა ჰელოუინზეა ნამყოფი“, – პოლიციელის რეპლიკაა, რომელიც დაკავებულის ზურგს უკან ზის და აკვირდება, რას ხატავს წიბახაშვილი თეთრ ფურცელზე.

ყველა მსურველმა დარბაზში შესვლა ვერ მოახერხა. შესვენებაზე გარეთ გამოსული მარიამ წიბახაშვილი უყვება მათ, რა მოხდა სხდომაზე.

მოსამართლემ ჰკითხა ლადოს, რატომ გადავიდა გზაზე.

„დედაჩემი გადავიდა და მე ხომ არ დავრჩებოდიო“, – უპასუხა.

სხდომაზე გაირკვა, რომ მას ორი ადმინისტრაციული ჯარიმა ჰქონდა გამოწერილი, რომელიც არც ჩაბარებია. შსს-ს იურისტმა მას სამართალდამრღვევი უწოდა, რაზეც ლადო წიბახაშვილი გაღიზიანდა.

ის ადასტურებს, რომ გზა გადაკეტა. მიაჩნია, რომ ამის კონსტიტუციური უფლება აქვს. არ ეთანხმება გამკაცრებულ კანონს და სწორედ ამიტომ გადავიდა ოჯახთან ერთად გზის სავალ ნაწილზე.

„რატომ დაგვაკავეთ მიყოლებით ოჯახის ყველა წევრი“, – იკითხა.

„განურჩევლად ყველას მიმართ ერთნაირი მიდგომა გვაქვს“, – უპასუხა შსს-ს იურისტმა, თათია კონიაშვილმა.

ნინო ენუქიძემ ლადო წიბახაშვილს 8-დღით პატიმრობა შეუფარდა.

რამდენიმე წუთში მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გახსნა სხდომა. სამართალდამრღვევის სკამზე ისევ წიბახაშვილების ოჯახის წევრია – გიორგი წიბახაშვილი.

„რომ დამირეკეს და სასამართლოზე დამიბარეს, ვუთხარი მოვალ მეთქი, მაგრამ არ მაცალეს და გზაში დამაკავეს“, – თქვა გიორგი წიბახაშვილმა.

შსს-ს იურისტი თინათინ კაჭკაჭიშვილია. მისი მტკიცებით, „დაკავებული არ დაემორჩილა გზის გახსნის მოთხოვნას და პოლიციელებმა მისი ვინაობა ამ მოთხოვნიდან 12 წუთში დაადგინეს.

ადვოკატი თათია კონიაშვილი ყველა მოსამართლესთან ერთსა და იმავეს ამბობს: „გზის გადაკეტვის გამო პატიმრობა, არაპროპორციულია და მიზნად ისახავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, პროტესტის კრიმინალიზაციას და რეპრესიებს დემონსტრანტების წინააღმდეგ“.

გიორგი წიბახაშვილი არ უარყოფს, რომ გზაზე იდგა. ის არ ეთანხმება კანონს და მიაჩნია, რომ „უმრავლესობის აზრის ჩახშობისკენაა მიმართული“.

„ეს კანონები მარტო იმიტომაა, რომ ადამიანების აზრს ვერ აჩერებენ, ვერ გვაჩერებენ, უმრავლესობის აზრია. ოღონდ ეს პროტესტი მართლა ჩაახშონ და ხვალ შეიძლება მიიღონ კანონი, რომ დაგვხვრიტონ…

კი გადავედი, სწორად ჩავთვალე და გადავედი, არ მიმაჩნია ის, რაც ქვეყანაში ხდება ადეკვატურ რაღაცად“, – თქვა მან.

მის ამ განცხადებას შსს-ს იურისტის, თინათინ კაჭკაჭიშვილის შეკითხვები მოჰყვა:

  • რატომ გადახვედით სავალ ნაწილზე?
  • დედაჩემთან შესახვედრად გადავედი
  • დედათქვენთან შესახვედრად?
  • სოლიდარობის გამოსახატად
  • რატომ არ დაემორჩილეთ პოლიციის მოთხოვნას?
  • არ ვთვლი, რომ ეს კანონი ლეგიტიმურია, ამაზე არ არის საუბარი… დავინახე, რომ დედაჩემი გადავიდა და გადავედი, გვერდი რომ გამემაგრებინა.

ეს პროცესები საქალაქო სასამართლოში არასამუშაო საათებში იმართება. ღამის სასამართლოები უკვე პრაქტიკად იქცა. წინა დღით დაკავებულები მეორე დღეს გვიან მიყავთ სასამართლოში, იმავე დღეს დაკავებულს იმავე საღამოსაც ასამართლებენ, როგორც დღეს. ყველაზე დიდხანს სასამართლო სხდომები დილის ოთხ საათამდე გაგრძელებულა.

დაკავებულების ნაწილს ადვოკატები არ ჰყავს ხოლმე, დერეფანში მორიგეობენ ისინი, ვინც მზად არის მათ უსასყიდლოდ დაეხმაროს. თუ დაცვის გარეშე დარჩენილ დემონსტრანტს, რომელიმე დარბაზში იპოვნიან, მოსამართლეს ორდერს აწვდიან და მტკიცებულებების გაცნობას ითხოვენ.

დერეფანი სავსეა ხალხით… საქალაქო სასამართლოს შენობაში სინათლე მხოლოდ პირველ სართულზე ანთია, სხვა ფლიგელები ჩაბნელებულია.

ადვოკატი თათია კონიაშვილი მოსამართლეს მიმართავს თხოვნით, გიორგი წიბახაშვილი არ დააპატიმროს და სიტყვიერი შენიშვნას დასჯერდეს.

მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მას 8-დღით პატიმრობა შეუფარდა.

„ბოლოს მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ“, – თქვა მან დარბაზიდან გაყვანის დროს.

იქამდე სანამ მოსამართლე თათბირობდა, გიორგი წიბახაშვილმა მეგობრებს უთხრა, რომ „სახლში ძლივს იპოვა შარვალი, რომელიც ცოტა მჭიდროდ აქვს და იზოლატორში ქამრის გარეშე არ ჩაძვრება”.

  • „რა საჭმელი გიყვარს?“
  • -„აი დედაჩემი გამოვა ხვალ და იმან იცის“, – პასუხობს.

იგივე მოსამართლემ, განიხილა მანანა ჯავაშვილის დის, ეკა ჯავაშვილის საქმე. მას შშმ პირის სტატუსი აქვს, რაც პატიმრობიდან გათავისუფლების კანონიერი საფუძველია. ცნობა ადოკატმა მოსამართლეს წარუდგინა. მას მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა 5 000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატი მისი სიტყვიერი შენიშვნით გათავისუფლებას მოითხოვდა.

ფოტოგრაფმა გურამ წიბახაშვილმა ყველა პროცესზე დასწრება მოასწრო. ის ცოლს ხვალ იზოლატორთან დაელოდება.

https://gdb.rferl.org/e346e71c-1ba3-4e80-9649-08ddfa9b85de_w800_h450.jpg
https://www.radiotavisupleba.ge/a/33580448.html

Tags: გაასამართლეს და დააკავეს დღეში ერთ ერთი მისამართები ოთხი ოჯახის პოლიტიკა რეპორტაჟი როგორ საზოგადოება სასამართლოდან წევრი წიბახაშვილების

Continue Reading

Previous: 1-დღიანი პატიმრობის შემდეგ 71 წლის აზა ჩილაჩავა თავისუფალია
Next: გზის გადაკეტისთვის პატიმრობა შეუფარდეს 61 წლის ზურაბ მენთეშაშვილს

კავშირშია

ნადირობა რუსულ დრონებზე – მომავლის ომი უკრაინაში ნადირობა რუსულ დრონებზე – მომავლის ომი უკრაინაში
  • პოლიტიკა

ნადირობა რუსულ დრონებზე – მომავლის ომი უკრაინაში

აშშ ვენესუელაზე ზეწოლას აძლიერებს, დაეხმარება (შეძლებს კი) მოსკოვი მადუროს? აშშ ვენესუელაზე ზეწოლას აძლიერებს, დაეხმარება (შეძლებს კი) მოსკოვი მადუროს?
  • პოლიტიკა

აშშ ვენესუელაზე ზეწოლას აძლიერებს, დაეხმარება (შეძლებს კი) მოსკოვი მადუროს?

რატომ ერჩის დიქტატურა თავისიანებს – ბელარუსის მაგალითი რატომ ერჩის დიქტატურა თავისიანებს – ბელარუსის მაგალითი
  • პოლიტიკა

რატომ ერჩის დიქტატურა თავისიანებს – ბელარუსის მაგალითი

საინტერესო

ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს – კაია კალასი ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს – კაია კალასი
  • ახალი ამბები

ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს – კაია კალასი

ნადირობა რუსულ დრონებზე – მომავლის ომი უკრაინაში ნადირობა რუსულ დრონებზე – მომავლის ომი უკრაინაში
  • პოლიტიკა

ნადირობა რუსულ დრონებზე – მომავლის ომი უკრაინაში

ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, თქვენ აშორებთ ხალხს ევროკავშირს – ევროკომისარი კოსი ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, თქვენ აშორებთ ხალხს ევროკავშირს – ევროკომისარი კოსი
  • ახალი ამბები

ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, თქვენ აშორებთ ხალხს ევროკავშირს – ევროკომისარი კოსი

დავუდასტურე „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მხარდაჭერა – ირაკლი კობახიძე ჩინეთის პრემიერს შეხვდა დავუდასტურე „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მხარდაჭერა – ირაკლი კობახიძე ჩინეთის პრემიერს შეხვდა
  • ახალი ამბები

დავუდასტურე „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მხარდაჭერა – ირაკლი კობახიძე ჩინეთის პრემიერს შეხვდა

ადამიანი არ არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი იყო მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.