Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • რიუტე: ვერ ვიქნებით გულუბრყვილოები, ჩვენ მომზადებულები უნდა ვიყოთ
  • ახალი ამბები

რიუტე: ვერ ვიქნებით გულუბრყვილოები, ჩვენ მომზადებულები უნდა ვიყოთ

NewsGeorgia November 7, 2025
რიუტე: ვერ ვიქნებით გულუბრყვილოები, ჩვენ მომზადებულები უნდა ვიყოთ



5-6 ნოემბერს ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე რუმინეთში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ნიკუშორ დანს შეხვდა. ნატოს გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა რუმინეთს ალიანსის თავდაცვასა და უსაფრთხოებაში წვლილისთვის, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში ლიდერობისთვის. რიუტემ რუმინეთი შეაქო თავდაცვითი ხარჯის ზრდისა და უკრაინის მხარდაჭერისთვის.

6 ნოემბერს ნატოს გენერალურმა მდივანმა „ნატოს ინდუსტრიის ფორუმს“ მიმართა, რომლის თემა იყო – „გადააიარაღე ნატო – განაახლე, გააძლიერე, შეინარჩუნე“ და რომელზეც შეიკრიბნენ ალიანსის სამოქალაქო და სამხედრო ლიდერები, პოლიტიკოსები და თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ტექნიკური ინდუსტრიების ხელმძღვანელი პირები.

„არ არსებობს ძლიერი თავდაცვა თავდაცვის ძლიერი ინდუსტრიის გარეშე“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა და ხაზი გაუსვა, რომ ალიანსის წევრების მიერ თავდაცვითი ხარჯების 5%-მდე ზრდის ფონზე გადამწყვეტია მწარმოებლებთან თანამშრომლობა. „ჩვენ ახლა მოქმედებად ვაქცევთ გადაწყვეტილებებს და ამისთვის გვჭირდებით თქვენ“, – მიმართა რიუტემ სამხედრო ინდუსტრიის წარმომადგენლებს.

„რუსეთი დარჩება მადესტაბილიზებელ ძალად ევროპასა და მსოფლიოში“, ჩინეთთან, ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან ერთად, რომლებიც „ემზადებიან ხანგრძლივი კონფრონტაციისთვის“ – აცხადებს ალიანსის გენერალური მდივანი და ხაზს უსვამს – „ვერ ვიქნებით გულუბრყვილოები. ჩვენ მომზადებულები უნდა ვიყოთ“. მარკ რიუტემ გამოხატა რწმენა, რომ ნატოს შესწევს უნარი „შეიარაღებით, წარმოებითა და ჭკუით აჯობოს მათ ვისაც სურს ჩვენი დაზიანება და დამცრობა“. გენერალური მდივანი მოუწოდებს ინდუსტრიის წარმომადგენლებს „იყვნენ მზად მიწოდების გასაზრდელად, არსებული წარმოების ხაზების გასაფართოებლად და ახლების გასამართად“ და არწმუნებს მწარმოებლებს, რომ ნატო დააჩქარებს შესყიდვებს და ინოვაციების მხარდაჭერას.

რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუშორ დანი წერს: “ვაფასებ მარკის მონდომებას, საჭიროების დროს ალიანსის მეტი საშუალებები შემოიტანოს რუმინეთში “აღმოსავლეთის გუშაგის“ ფარგლებში. მე აგრეთვე ყურადღება გავამახვილე კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვისა და ჰიბრიდულ და კიბერსაფრთხეებთან გამკლავების საჭიროებაზე”.

ოპერაცია “აღმოსავლეთის გუშაგი” ნატომ წამოიწყო 2025 წლის სექტემბერში, რუსეთის მიერ დრონების საშუალებით პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ. ეს არის სამხედრო აქტივობა, რომლის მიზანიც ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვის გაძლიერებაა.

Tags: ახალი ამბები გულუბრყვილოები ვერ ვიქნებით ვიყოთ მომზადებულები რიუტე უნდა ჩვენ

Continue Reading

Previous: „ენცოს“ ჯოხაძე-მიქაძეების საქმეზე დაუსწრებლად შეუფარდეს პატიმრობა – ჯანგველაძის მკვლელობის საქმის გაგრძელება
Next: აშშ-ის ხაზინის განცხადების გამო Gunvor-მა გადაიფიქრა “ლუკოილის” უცხოური აქტივების შეძენა

კავშირშია

თურქეთმა ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გასცა, მას გენოციდში ადანაშაულებენ თურქეთმა ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გასცა, მას გენოციდში ადანაშაულებენ
  • ახალი ამბები

თურქეთმა ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გასცა, მას გენოციდში ადანაშაულებენ

ოკუპირებულ აფხაზეთში “თვითმმართველობის არჩევნები” იმართება ოკუპირებულ აფხაზეთში “თვითმმართველობის არჩევნები” იმართება
  • ახალი ამბები

ოკუპირებულ აფხაზეთში “თვითმმართველობის არჩევნები” იმართება

კობახიძე ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ევროინტეგრაციის საკითხით შანტაჟზე ლაპარაკობს კობახიძე ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ევროინტეგრაციის საკითხით შანტაჟზე ლაპარაკობს
  • ახალი ამბები

კობახიძე ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ევროინტეგრაციის საკითხით შანტაჟზე ლაპარაკობს

საინტერესო

თურქეთმა ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გასცა, მას გენოციდში ადანაშაულებენ თურქეთმა ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გასცა, მას გენოციდში ადანაშაულებენ
  • ახალი ამბები

თურქეთმა ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გასცა, მას გენოციდში ადანაშაულებენ

დაჭერა, ჩხრეკა, მილიონების ჩამორთმევა – “ოცნება” ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ დაჭერა, ჩხრეკა, მილიონების ჩამორთმევა – “ოცნება” ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ
  • პოლიტიკა

დაჭერა, ჩხრეკა, მილიონების ჩამორთმევა – “ოცნება” ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ

ოკუპირებულ აფხაზეთში “თვითმმართველობის არჩევნები” იმართება ოკუპირებულ აფხაზეთში “თვითმმართველობის არჩევნები” იმართება
  • ახალი ამბები

ოკუპირებულ აფხაზეთში “თვითმმართველობის არჩევნები” იმართება

კობახიძე ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ევროინტეგრაციის საკითხით შანტაჟზე ლაპარაკობს კობახიძე ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ევროინტეგრაციის საკითხით შანტაჟზე ლაპარაკობს
  • ახალი ამბები

კობახიძე ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ევროინტეგრაციის საკითხით შანტაჟზე ლაპარაკობს

ადამიანი არ არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი იყო მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.