Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • პოეტ პაატა შამუგიას 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
  • ახალი ამბები

პოეტ პაატა შამუგიას 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

NewsGeorgia November 5, 2025
პოეტ პაატა შამუგიას 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს



გადაწყვეტილება მოსამარლე მანუჩარ ცაცუამ გამოაცხადა.

შამუგია გუშინ, 4 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე სხვა დემონსტრანტებთან ერთად გადავიდა. მასთან პოლიცია მაშინ მივიდა, როცა ის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიდიოდა.

„ვადასტურებ, რომ მე ვიყავი, ვმონაწილეობდი და გამოვხატავდი ჩემს წმინდათაწმინდა უფლებას, დავიცვა საკუთარი თავი, საკუთარი თანამოქალაქეები და ჩემი ქვეყანა იმ განსაცდელისგან, რომელშიც თავი ამოგვაყოფინა ოლიგარქიამ“, – მიმართა შამუგიამ სასამართლოს.

„ბოლო ნაწილი რომ არ იყოს, მოვაწერდი მეთქი ხელს [სამართალდარღვევის ოქმს]. იქ წერია, რომ ვიყავი და ვკეტავდი გზას, თუმცა შემდეგ გრძელდება: „პროტესტის გამოხატვა შესაძლებელი იყო საფეხმავლო ბილიკზეო“…

მე ვფიქრობ, რომ პროტესტის გამოხატვა საფეხმავლო გზაზე კი არა, საერთოდ აღარ არის შესაძლებელი ამ ქვეყანაში“, – თქვა შამუგიამ.

„დიახ, მე ვაპროტესტებდი და კი, მე გამოვხატავდი ჩემს წმინდათაწმინდა უფლებას“, – თქვა მან.

მისი ადვოკატი, ვიქტორ კვიტატიანი ამბობდა: „ეს იყო პროტესტის გამოხატვის ფორმა, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ისინი დაუბრუნდნენ ტროტუარს, რამოდენიმე წუთით შეფერხდა მოძრაობა, რამოდენიმე წუთის შემდეგ აღდგა მოძრაობა, რამოდენიმეწუთიანი გზის გადაკეტვაა უფრო დაცული სიკეთე, თუ პროტესტის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება? რომელი არის ღირებული დასაცავი სიკეთე, ეს არის მთავარი შეკითხვა და თუ ამ მთავარ შეკითხვას გაეცემა სწორად პასუხი, აღარ გვექნება სამართალდარღვევის ფაქტი“.

ადვოკატი ასევე მოუწოდებდა მოსამართლეს, გაეთვალისწინებინა პაატა შამუგიას ოჯახური მდგომარეობა – შვილები, რომლებიც პატარები არიან. „მისი გაზრახვა სამართალდარღვევა კი არა, პროტესტის გამოხატვა იყო“, – თქვა ადვოკატმა.

„საავტომობილო გზაზე დგომა ნიშნავდა საავტომობილო გზაზე ხელოვნურ დაბრკოლებას“, – თქვა შსს-ის იურისტმა სალომე ქირიამ.

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ პაატა შამუგია X-დღიან პატიმრობაში გაუშვა.

  • პაატა შამუგია თანამედროვე ქართველი პოეტი და ლიტერატურული პრემია „საბას“ ორგზის ლაურეატია.
  • 2015 წელს ის გახდა პირველი პოეტი, რომელმაც ორჯერ მიიღო პრემია „საბა“ საუკეთესო პოეტური კრებულისთვის. მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, სპარსულ, ფრანგულ, თურქულ, რუსულ, უკრაინულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და გერმანულ ენებზე.

„ქართული ოცნების“ მიერ გამოხათვის თავისუფლების მორიგ ჯერზე შეზღუდვის შედეგად, პირდაპირ პატიმრობით ისჯება გზის გადაკეტვა, თუკი შსს თვლის, რომ აქციაზე საკმარისი რაოდენობის ხალხი არ იმყოფებოდა.

ამ საფუძვლით ათობით ადამიანი დააკავეს.

ახალი კანონით გზის „ხელოვნურად გადაკეტვა“ ან აქციაზე „პირბადით ყოფნა“ 15 დღემდე პატიმრობით ისჯება. თუ პოლიცია ადამიანს იმავე ბრალდებით განმეორებით დააკავებს, მაშინ მას ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.



Tags: 5დღიანი აქცია ახალი ამბები მანუჩარ ცაცუა პაატა პაატა შამუგია პარლამენტი პატიმრობა პოეტ სასამართლო შამუგიას შეუფარდეს

Continue Reading

Previous: „სახელმწიფომ თქვა, მოკეტე და შობეო!“
Next: „არ მოვინანიებ არასდროს!“ – არქიმანდრიტ ილიას მღვდელმოქმედების უფლება აეკრძალა

კავშირშია

თურქეთმა ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გასცა, მას გენოციდში ადანაშაულებენ თურქეთმა ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გასცა, მას გენოციდში ადანაშაულებენ
  • ახალი ამბები

თურქეთმა ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გასცა, მას გენოციდში ადანაშაულებენ

ოკუპირებულ აფხაზეთში “თვითმმართველობის არჩევნები” იმართება ოკუპირებულ აფხაზეთში “თვითმმართველობის არჩევნები” იმართება
  • ახალი ამბები

ოკუპირებულ აფხაზეთში “თვითმმართველობის არჩევნები” იმართება

კობახიძე ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ევროინტეგრაციის საკითხით შანტაჟზე ლაპარაკობს კობახიძე ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ევროინტეგრაციის საკითხით შანტაჟზე ლაპარაკობს
  • ახალი ამბები

კობახიძე ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ევროინტეგრაციის საკითხით შანტაჟზე ლაპარაკობს

საინტერესო

თურქეთმა ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გასცა, მას გენოციდში ადანაშაულებენ თურქეთმა ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გასცა, მას გენოციდში ადანაშაულებენ
  • ახალი ამბები

თურქეთმა ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გასცა, მას გენოციდში ადანაშაულებენ

დაჭერა, ჩხრეკა, მილიონების ჩამორთმევა – “ოცნება” ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ დაჭერა, ჩხრეკა, მილიონების ჩამორთმევა – “ოცნება” ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ
  • პოლიტიკა

დაჭერა, ჩხრეკა, მილიონების ჩამორთმევა – “ოცნება” ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ

ოკუპირებულ აფხაზეთში “თვითმმართველობის არჩევნები” იმართება ოკუპირებულ აფხაზეთში “თვითმმართველობის არჩევნები” იმართება
  • ახალი ამბები

ოკუპირებულ აფხაზეთში “თვითმმართველობის არჩევნები” იმართება

კობახიძე ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ევროინტეგრაციის საკითხით შანტაჟზე ლაპარაკობს კობახიძე ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ევროინტეგრაციის საკითხით შანტაჟზე ლაპარაკობს
  • ახალი ამბები

კობახიძე ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ევროინტეგრაციის საკითხით შანტაჟზე ლაპარაკობს

ადამიანი არ არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი იყო მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.