Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • პენსიონერი იოსებ ხეოშვილი გზის გადაკეტვის საბაბით 5 ათასი ლარით დააჯარიმეს
  • ახალი ამბები

პენსიონერი იოსებ ხეოშვილი გზის გადაკეტვის საბაბით 5 ათასი ლარით დააჯარიმეს

NewsGeorgia November 7, 2025
პენსიონერი იოსებ ხეოშვილი გზის გადაკეტვის საბაბით 5 ათასი ლარით დააჯარიმეს



მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გზის გადაკეტვის საქმეზე 72 წლის პენსიონერი, შშმ პირის სტატუსის მქონე იოსებ ხეოშვილი 5 0000 ლარით დააჯარიმა.

შშმ პირის სტატუსი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, პატიმრობას გამორიცხავს.

იოსებ ხეოშვილის წინააღმდეგ შსს-მ სულ ხუთი საქმე აღძრა, საქმეების განხილვა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მოსამართლესთან გაიმართა. ის ერთხელ უკვე დაჯარიებულია 5 000 ლარით – ჯამში 10 000 ლარის ჯარიმა აქვს გადასახდელი.

იოსებ ხეოშვილი მარტოხელაა, მხოლოდ დეიდა ჰყავს, რომელთან ერთადაც ცხოვრობს, ჯანმრთელობის თანმდევი პრობლემების გამო, გადაადგილება უჭირს

დღევანდელ, 7 ნოემბრის სხდომაზე მას კონკრეტულად ედავებოდნენ, 24-25 ოქტომბერს გზის გადაკეტვას.

„მე არ ვიძახი, რომ გზის გადაკეტვაში არ მიმიღია მონაწილეობა. არის შემთხვევა როცა მე უკვე გადაკეტილ გზაზე გადავედი…“, – თქვა იოსებ ხეოშვილმა სასამართლო სხდომაზე.

შსს-ს იურისტის თამთა ქიმბარიშვილის სიტყვებით, კამერების ჩანაწერებიდანაც კარგად ჩანს, რომ იოსებ ხეოშვილი ხალხის ნაკადთან ერთად გადადის გზის სავალ ნაწილზე და იქ რჩება 22-23 წუთის განმავლობაში, ანუ 15-წუთიანი ლოდინი დრო, რასაც პოლიციელები აძლევენ, გასულიაო.

„ვიცით, რომ ვერ დავაპატიმრებთ ამიტომ ვითხოვთ მის დაჯარიმებას“ – თქვა თამთა ქიმბარიშვილმა.

ადვოკატი ვერიკო გაგუა მოსამართლეს მოუწოდებდამ გამოიყენებინა ადმინისტაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლი და იოსებ ხეოშვილისთვის მხოლოდ შენიშვნა გამოეცხადებინა.

72 წლის პენსიონერი რამდენჯერმე დააკავეს, პირველად, როცა პროტესტის ნიშნად რუსთაველის გამზირზე გადავიდა და ქუჩაზე დაწვა. ის პოლიციამ დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავა, რა დროსაც ფეხსაცმელები გაძვრა. მან იზოლატორში მთელი ღამე ფეხშიშველმა გაატარა.

დღესვე მოსამართლე კობა ჩაგინავამ 1-დღიანი ადმინისტაციული პატიმრობა შეუფარდა, მანამდე გზის გადაკეტვის საბაბით დაკავებულ კოკო მიქაიას.

განახლებული კანონმდებლობით, აქციაზე გზის გადაკეტვისთვის პირველ ჯერზე ადმინისტრაციული პატიმრობა განიხილება სასჯელად, განმეორების შემთხვევაში კი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება.

Tags: 5 ათასლარიანი ჯარიმა ათასი ახალი ამბები გადაკეტვის გზია გადაკეტვა გზის დააჯარიმეს იოსებ იოსებ ხეოშვილი ლარით პენსიონერი საბაბით სასამართლო ხეოშვილი

Continue Reading

Previous: პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის” მიმართვის გამო 43 პირს ბრალდება წარუდგინა
Next: აქტივისტ ბაია მარგიშვილს 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

კავშირშია

თურქეთმა ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გასცა, მას გენოციდში ადანაშაულებენ თურქეთმა ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გასცა, მას გენოციდში ადანაშაულებენ
  • ახალი ამბები

თურქეთმა ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გასცა, მას გენოციდში ადანაშაულებენ

ოკუპირებულ აფხაზეთში “თვითმმართველობის არჩევნები” იმართება ოკუპირებულ აფხაზეთში “თვითმმართველობის არჩევნები” იმართება
  • ახალი ამბები

ოკუპირებულ აფხაზეთში “თვითმმართველობის არჩევნები” იმართება

კობახიძე ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ევროინტეგრაციის საკითხით შანტაჟზე ლაპარაკობს კობახიძე ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ევროინტეგრაციის საკითხით შანტაჟზე ლაპარაკობს
  • ახალი ამბები

კობახიძე ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ევროინტეგრაციის საკითხით შანტაჟზე ლაპარაკობს

საინტერესო

თურქეთმა ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გასცა, მას გენოციდში ადანაშაულებენ თურქეთმა ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გასცა, მას გენოციდში ადანაშაულებენ
  • ახალი ამბები

თურქეთმა ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გასცა, მას გენოციდში ადანაშაულებენ

დაჭერა, ჩხრეკა, მილიონების ჩამორთმევა – “ოცნება” ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ დაჭერა, ჩხრეკა, მილიონების ჩამორთმევა – “ოცნება” ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ
  • პოლიტიკა

დაჭერა, ჩხრეკა, მილიონების ჩამორთმევა – “ოცნება” ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ

ოკუპირებულ აფხაზეთში “თვითმმართველობის არჩევნები” იმართება ოკუპირებულ აფხაზეთში “თვითმმართველობის არჩევნები” იმართება
  • ახალი ამბები

ოკუპირებულ აფხაზეთში “თვითმმართველობის არჩევნები” იმართება

კობახიძე ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ევროინტეგრაციის საკითხით შანტაჟზე ლაპარაკობს კობახიძე ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ევროინტეგრაციის საკითხით შანტაჟზე ლაპარაკობს
  • ახალი ამბები

კობახიძე ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ევროინტეგრაციის საკითხით შანტაჟზე ლაპარაკობს

ადამიანი არ არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი იყო მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.