Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • პოლიტიკა
  • ნადირობა რუსულ დრონებზე – მომავლის ომი უკრაინაში
  • პოლიტიკა

ნადირობა რუსულ დრონებზე – მომავლის ომი უკრაინაში

NewsGeorgia November 5, 2025
ნადირობა რუსულ დრონებზე – მომავლის ომი უკრაინაში


დრონების განუწყვეტელი ზუზუნი “მცირე ცაში” კარგა ხანია რუსეთ-უკრაინის ომის ველის მთავარ ხმად იქცა. ბოლო დროს უკრაინის თავდაცვის ძალები აქტიურად ავითარებენ ე.წ. გადამტაც, გამანადგურებელ დრონებს როგორც ფრონტზე, ასევე ზურგში სამოქმედოდ.

როგორია ერთ-ერთი ასეთი უკრაინული დანაყოფის სამუშაო დღე, მოთხრობილია რადიო თავისუფლების პროექტის, Current Time-ის მიერ მომზადებულ რეპორტაჟში.

“არტილერია უნდა დადუმდეს, რათა მტერმა არ აღმოაჩინოს”

უკრაინული გადამტაცი დრონი კუდზე აზის რუსულ ОРЛАН-ს. მისი ამოცანაა, დაეწიოს და გაანადგუროს მრავალფუნქციური უპილოტო საფრენი აპარატი.

“ეს უბრალო შეტევითი ხელყუმბარაა. მსუბუქია და ნამსხვრევების გაფანტვის დიდი რადიუსი აქვს. როცა მიუახლოვდება, ოპერატორი პულტიდან აფეთქებს ბორტს და ნამსხვრევებით ანადგურებს სამიზნეს”, – ამბობს დმიტრო, უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-5 მოიერიშე ბრიგადის მებრძოლი:

„ორლან-10“, რომელიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 2024 წლის იანვარში ჩამოაგდეს.

დმიტროს ქვედანაყოფი ნადირობს უპილოტო საფრენ აპარატებზე, რომლებიც რუსეთის საჰაერო იერიშების კორექტირებას ახდენენ ფრონტის მახლობლად მიმდებარე ქალაქებსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე.

“საჰაერო თავდაცვის ოპერატიული მორიგე გადმოგვცემს, რომ არტილერიას არ შეუძლია მუშაობა, იმუშავეთ თქვენო, რადგან მზვერავი უპილოტო აპარატები დაფრინავენ მათ თავზე, ჩვენი არტილერია კი იძულებულია დადუმდეს, რათა მტერმა არ აღმოაჩინოს. ვცდილობთ ჩამოვაგდოთ. ამ დროს ჩვენი არტილერიაც იწყებს მოწინააღმდეგის განადგურებას”, – ამბობს ის.

„განსაზღვრო, სად არის სამიზნე, სად ხარ შენ და ეს ყველაფერი ჰაერში გააერთიანო”

ლვოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა დმიტრომ სამხედრო სამსახური ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაში 2022 წელს დაიწყო, გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ოცეულის მეთაურად.

“დროთა განმავლობაში ეს იარაღი ნაკლებეფექტიანი გახდა. წინა პლანზე წამოვიდა დრონები”, – ამბობს უკრაინელი სამხედრო.

პარალელურად, დმიტრო დაინტერესდა FPV-ით (First Person View), იმ დროისათვის უახლესი ტექნოლოგიით ბრძოლის ველზე: “მაშინ უკვე აქტიურად გამოიყენებდნენ დრონებს ხმელეთზე მდებარე სამიზნეებისთვის. და ჩვენც გვესმოდა, რომ რაღაც მსგავსი საშუალებების გამოყენებით შევძლებდით ჩვენი მიზნების მიღწევას, მაგრამ საჭირო იქნებოდა მათი დახვეწა, ჩვენი ამოცანების სპეციფიკაზე მორგება”.

2024 წლის ზაფხულში უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-5 ბრიგადის ეკიპაჟი იყო პირველი ქვედანაყოფი, რომელმაც რუსეთ-უკრაინის ომში დრონით გაანადგურა მოწინააღმდეგის დრონი.

დმიტრო ამბობს, რომ სამიზნეების ჰაერში განადგურება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე მიწაზე: “ქვეითებზე ან მიწაზე მდებარე სამიზნეებზე იერიშის მიტანისას ოპერატორი შეისწავლის ერთ-ორ გზას, ჩვენ კი გვიწევს გარშემო 30 კმ რადიუსის ტერიტორიის შესწავლა. უნდა იცოდე, სად არის მინდორი, სად არის ტბები, რათა ორიენტირდე ადგილზე და განსაზღვრო, სად არის სამიზნე და სად ხარ შენ. და ეს ყველაფერი ჰაერში გააერთიანო. მაგალითად, ერთი კილომეტრის სიმაღლიდან დანახული სურათი ძალიან განსხვავდება ორი, სამი, ხუთი კილომეტრიდან დანახული ვითარებისგან”.

ეფექტიანი და ხელმისაწვდომი

დმიტრო არ ამხელს გადამტაცი დრონების ყველა ტექნიკურ მახასიათებელსა და ტაქტიკურ ილეთს. ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ძიებაში ჩართული მხარეები ერთ ადგილზე არ დგანან: “თუ შევადარებთ პირველ დრონებს, როცა მუშაობა დავიწყეთ, ძალიან მარტივი რამე იყო. ავაფრენდით და სამიზნე თვითონ მოდიოდა ჩვენთან. ახლა ძალიან რთულია. ჩვენი მოწინააღმდეგე მუდმივად ვითარდება. ყოველთვე ცვლის მზვერავი ფრთების მოქმედების ტაქტიკას. ასევე ხვეწენ თავიანთ მზვერავ ფრთებს. ცდილობენ უფრო სწრაფი და მანევრირებადი გახადონ ისინი. მოკლედ, ტექნოლოგიების რბოლაა”.

გადამტაცი დრონის მიერ გადაღებულ კადრებზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი უახლესი რუსული მოიერიშე დრონი V2U დამოუკიდებლად ეძებს სამიზნეს. სპეციალისტები მას „მომავლის საფრთხეს“ უწოდებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ მის წინააღმდეგ უძლურია რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები.

V2U-ს შეუძლია ავტონომიურად ფრენა კავშირის გარეშე. ამიტომ ასეთი სამიზნეების წინააღმდეგ გადამტაცი დრონები ლამის ერთადერთი ეფექტიანი და იაფი საშუალებაა: “მათი საორიენტაციო ფასი 80-90 ათასი გრივნაა, რაც დაახლოებით 2 ათასი დოლარია. ხოლო იმ დრონისა, რომლის ჩამოგდებასაც ჩვენ ვცდილობთ, 40 ათასი დოლარიდან იწყება. საუბარია ZALA-ზე, ОРЛАН-ზე. ამ უკანასკნელის ფასი 100 ათას დოლარზე მეტია. 2 ათასი დოლარი ყოველ ეფექტიან ჩამოგდებაზე, კაპიკებია”.

https://gdb.rferl.org/89dffc4e-4685-4849-7d96-08ddfa9117a6_w800_h450.jpg
https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98/33580919.html

Tags: დრონებზე დრონები დრონი მომავლის მომავლის ომი მსოფლიო ნადირობა ომი პოლიტიკა რუსეთი რუსულ უკრაინა უკრაინაში

Continue Reading

Previous: ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, თქვენ აშორებთ ხალხს ევროკავშირს – ევროკომისარი კოსი
Next: ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს – კაია კალასი

კავშირშია

აშშ ვენესუელაზე ზეწოლას აძლიერებს, დაეხმარება (შეძლებს კი) მოსკოვი მადუროს? აშშ ვენესუელაზე ზეწოლას აძლიერებს, დაეხმარება (შეძლებს კი) მოსკოვი მადუროს?
  • პოლიტიკა

აშშ ვენესუელაზე ზეწოლას აძლიერებს, დაეხმარება (შეძლებს კი) მოსკოვი მადუროს?

რატომ ერჩის დიქტატურა თავისიანებს – ბელარუსის მაგალითი რატომ ერჩის დიქტატურა თავისიანებს – ბელარუსის მაგალითი
  • პოლიტიკა

რატომ ერჩის დიქტატურა თავისიანებს – ბელარუსის მაგალითი

ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოს უნივერსიტეტის წინააღმდეგ – დავა ქონებისთვის თუ ახალგაზრდების გონებისთვის? ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოს უნივერსიტეტის წინააღმდეგ – დავა ქონებისთვის თუ ახალგაზრდების გონებისთვის?
  • პოლიტიკა

ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოს უნივერსიტეტის წინააღმდეგ – დავა ქონებისთვის თუ ახალგაზრდების გონებისთვის?

საინტერესო

ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს – კაია კალასი ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს – კაია კალასი
  • ახალი ამბები

ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს – კაია კალასი

ნადირობა რუსულ დრონებზე – მომავლის ომი უკრაინაში ნადირობა რუსულ დრონებზე – მომავლის ომი უკრაინაში
  • პოლიტიკა

ნადირობა რუსულ დრონებზე – მომავლის ომი უკრაინაში

ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, თქვენ აშორებთ ხალხს ევროკავშირს – ევროკომისარი კოსი ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, თქვენ აშორებთ ხალხს ევროკავშირს – ევროკომისარი კოსი
  • ახალი ამბები

ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, თქვენ აშორებთ ხალხს ევროკავშირს – ევროკომისარი კოსი

დავუდასტურე „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მხარდაჭერა – ირაკლი კობახიძე ჩინეთის პრემიერს შეხვდა დავუდასტურე „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მხარდაჭერა – ირაკლი კობახიძე ჩინეთის პრემიერს შეხვდა
  • ახალი ამბები

დავუდასტურე „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მხარდაჭერა – ირაკლი კობახიძე ჩინეთის პრემიერს შეხვდა

ადამიანი არ არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი იყო მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.