Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • მილიონ-მილიონი ლარის გირაო დააკისრეს ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ახალ სისხლის სამართლის საქმეზე
  • ახალი ამბები

მილიონ-მილიონი ლარის გირაო დააკისრეს ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ახალ სისხლის სამართლის საქმეზე

NewsGeorgia November 8, 2025
მილიონ-მილიონი ლარის გირაო დააკისრეს ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ახალ სისხლის სამართლის საქმეზე



ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, პარტია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიებად მილიონ-მილიონი ლარის ოდენობის გირაოს გადახდა შეუფარდეს ახალ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც პროკურატურამ აღძრა. მათ თანხის გადასახდელად 30 დღე აქვთ.

6 ნოემბერს, გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რვა ოპოზიციონერი (მიხეილ სააკაშვილი, ზურა ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე) პოლიტიკოსის წინააღმდეგ. მათ ნაწილს ედავებიან საბოტაჟს, ნაწილს ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, ნაწილს კი ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.

ვის რა მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავებიან?

  • მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების (317-ე – 3 წლამდე პატიმრობა) მუხლით;
  • ზურა ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ – საბოტაჟისა (318-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების (319-ე – 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) მუხლებით;
  • ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ – საბოტაჟის (318-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2-დან 4 წლამდე პატიმრობა), უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა (319-ე – 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების ან მხარდაჭერის (321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – 6-დან 10 წლამდე პატიმრობა) მუხლებით;
  • ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ – საბოტაჟის (318-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) მუხლით.

დანარჩენი ექვსი პოლიტიკოსი საპატიმროებში არიან. მათ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 25 დეკემბერს, 13:00 საათზე გაიმართება.

Tags: ახალ ახალი ამბები ბადრი ჯაფარიძე გირაო და დააკისრეს ლარის მამუკა ხაზარაძე მილიონმილიონი სამართლის საქმეზე სისხლის ხაზარაძესა ჯაფარიძეს

Continue Reading

Previous: ტრამპმა და ცენტრალური აზიის ლიდერებმა კრიტიკული მინერალების თაობაზე გარიგებას მიაღწიეს
Next: დადასტურებულია 145 ათასზე მეტი დაღუპული რუსი სამხედროს ვინაობა

კავშირშია

გერმანიის ყოფილი მინისტრი აღიარებს, რომ რუსეთის მიზნების არასწორი აღქმა იყო ერთ-ერთი “უდიდესი შეცდომა” გერმანიის ყოფილი მინისტრი აღიარებს, რომ რუსეთის მიზნების არასწორი აღქმა იყო ერთ-ერთი “უდიდესი შეცდომა”
  • ახალი ამბები

გერმანიის ყოფილი მინისტრი აღიარებს, რომ რუსეთის მიზნების არასწორი აღქმა იყო ერთ-ერთი “უდიდესი შეცდომა”

დადასტურებულია 145 ათასზე მეტი დაღუპული რუსი სამხედროს ვინაობა დადასტურებულია 145 ათასზე მეტი დაღუპული რუსი სამხედროს ვინაობა
  • ახალი ამბები

დადასტურებულია 145 ათასზე მეტი დაღუპული რუსი სამხედროს ვინაობა

ტრამპმა ორბანს უთხრა, რომ პუტინთან სამიტი გაუქმდა უკრაინაში ომის გაგრძელების გამო ტრამპმა ორბანს უთხრა, რომ პუტინთან სამიტი გაუქმდა უკრაინაში ომის გაგრძელების გამო
  • ახალი ამბები

ტრამპმა ორბანს უთხრა, რომ პუტინთან სამიტი გაუქმდა უკრაინაში ომის გაგრძელების გამო

საინტერესო

გერმანიის ყოფილი მინისტრი აღიარებს, რომ რუსეთის მიზნების არასწორი აღქმა იყო ერთ-ერთი “უდიდესი შეცდომა” გერმანიის ყოფილი მინისტრი აღიარებს, რომ რუსეთის მიზნების არასწორი აღქმა იყო ერთ-ერთი “უდიდესი შეცდომა”
  • ახალი ამბები

გერმანიის ყოფილი მინისტრი აღიარებს, რომ რუსეთის მიზნების არასწორი აღქმა იყო ერთ-ერთი “უდიდესი შეცდომა”

დადასტურებულია 145 ათასზე მეტი დაღუპული რუსი სამხედროს ვინაობა დადასტურებულია 145 ათასზე მეტი დაღუპული რუსი სამხედროს ვინაობა
  • ახალი ამბები

დადასტურებულია 145 ათასზე მეტი დაღუპული რუსი სამხედროს ვინაობა

მილიონ-მილიონი ლარის გირაო დააკისრეს ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ახალ სისხლის სამართლის საქმეზე მილიონ-მილიონი ლარის გირაო დააკისრეს ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ახალ სისხლის სამართლის საქმეზე
  • ახალი ამბები

მილიონ-მილიონი ლარის გირაო დააკისრეს ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ახალ სისხლის სამართლის საქმეზე

ტრამპმა და ცენტრალური აზიის ლიდერებმა კრიტიკული მინერალების თაობაზე გარიგებას მიაღწიეს ტრამპმა და ცენტრალური აზიის ლიდერებმა კრიტიკული მინერალების თაობაზე გარიგებას მიაღწიეს
  • პოლიტიკა

ტრამპმა და ცენტრალური აზიის ლიდერებმა კრიტიკული მინერალების თაობაზე გარიგებას მიაღწიეს

ადამიანი არ არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი იყო მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.