Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • „მამუ, ძაან საყვარელი ხარ. მარა, არ დაგავიწყდეს, რო უდანაშაულო ადამიანზე ლაპარაკობ“ – მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე მამუკა მდინარაძეს პასუხობს
  • ახალი ამბები

„მამუ, ძაან საყვარელი ხარ. მარა, არ დაგავიწყდეს, რო უდანაშაულო ადამიანზე ლაპარაკობ“ – მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე მამუკა მდინარაძეს პასუხობს

NewsGeorgia January 21, 2025
„მამუ, ძაან საყვარელი ხარ. მარა, არ დაგავიწყდეს, რო უდანაშაულო ადამიანზე ლაპარაკობ“ – მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე მამუკა მდინარაძეს პასუხობს

„მამუ, ძაან საყვარელი ხარ. მარა, არ დაგავიწყდეს, რო უდანაშაულო ადამიანზე ლაპარაკობ“, – წერს ანდრო ჭიჭინაძე პოლიტიკოსის პასუხად. წერილს მისი ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი ასაჯაროებს.

ანდრო ჭიჭინაძის წერილი

გუშინ, 20 იანვარს მამუკა მდინარაძემ ანდრო ჭიჭინაძეზე საუბრის დროს ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან და რუსეთთან „კავშირზე“ ისაუბრა.

„შენ თითქოს ყველაფერი რუსული გეზიზღება, მაგრამ, მისი დეიდაშვილი ლაკა [ელენე] ხოშტარიასი არ იყოს, რუსეთისგან ფინანსდები. ანდრო ჭიჭინაძისთვის არავის მიუთითებია, რატომ იღებ რუსულ კლიპში მონაწილეობასო…“ – თქვა მან და შემდეგ გათავისუფლების წინაპირობაზე ისაუბრა: „ვთქვათ ისიც, რომ კარგი მსახიობია, ბევრს უყვარს, როგორც მსახიობი, მათ შორის, „ქართული ოცნების“ მომხრეებსაც. ბევრი საერთო ახლობელი, მეგობარი აღმომაჩნდა – საქართველოა, თბილისია. ვთქვი – შემიძლია ამ ადამიანს თავდებშიც კი ჩავუდგე, თუ ის გაითავისებს, რა ჩაიდინა, რაში იღებდა მონაწილეობას“.

მამუკა მდინარაძეს გუშინვე უპასუხა მსახიობის დედამ, ლიკა გუნცაძემ:

„მამუკა, ღმერთმა დაგვიფაროს თქვენ ბორენკას ბანდა ჩაუდგეს ანდროს თავდებში! ელოდეთ, ანდრო ბრალს რომ აღიარებს! ჩაგყვებით ბოლომდე!“

„ახალი თეატრის“ მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ერთ-ერთია იმ 45 ადამიანს შორის, რომლებიც პროევროპულ აქციებში მონაწილეობდნენ და პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა. ყველა მათგანს მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება.

თითქმის ორი თვეა, საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით. მოქალაქეები ასევე აპროტესტებენ 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

ბოლო ორი თვის განმავლობაში პოლიციამ იძალადა აქციის არაერთ მონაწილეზე, მათ შორის ჟურნალისტებზე, რომლებიც პროცესებს აშუქებდნენ. ამ დრომდე არცერთი მათგანი დაკავებული არ არის.

Tags: ადამიანზე ანდრო ანდრო ჭიჭინაძე არ აქცია ახალი ამბები დაგავიწყდეს ლაპარაკობ მამუ მამუკა მამუკა მდინარაძე მარა მდინარაძეს მსახიობი პასუხობს რო საყვარელი უდანაშაულო ძაან ჭიჭინაძე ხარ

Continue Reading

Previous: პროევროპულ აქციაზე დაკავებულმა რეზო კიკნაძემ შიმშილობა დაიწყო მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად
Next: ივანიშვილის ცოლის კომპანიაში ამბობენ, რომ სანქცირებას არ უკავშირდება „ლუსოლის“ დაფუძნება

კავშირშია

ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს – კაია კალასი ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს – კაია კალასი
  • ახალი ამბები

ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს – კაია კალასი

ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, თქვენ აშორებთ ხალხს ევროკავშირს – ევროკომისარი კოსი ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, თქვენ აშორებთ ხალხს ევროკავშირს – ევროკომისარი კოსი
  • ახალი ამბები

ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, თქვენ აშორებთ ხალხს ევროკავშირს – ევროკომისარი კოსი

დავუდასტურე „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მხარდაჭერა – ირაკლი კობახიძე ჩინეთის პრემიერს შეხვდა დავუდასტურე „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მხარდაჭერა – ირაკლი კობახიძე ჩინეთის პრემიერს შეხვდა
  • ახალი ამბები

დავუდასტურე „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მხარდაჭერა – ირაკლი კობახიძე ჩინეთის პრემიერს შეხვდა

საინტერესო

ნადირობა რუსულ დრონებზე – მომავლის ომი უკრაინაში ნადირობა რუსულ დრონებზე – მომავლის ომი უკრაინაში
  • პოლიტიკა

ნადირობა რუსულ დრონებზე – მომავლის ომი უკრაინაში

ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, თქვენ აშორებთ ხალხს ევროკავშირს – ევროკომისარი კოსი ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, თქვენ აშორებთ ხალხს ევროკავშირს – ევროკომისარი კოსი
  • ახალი ამბები

ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, თქვენ აშორებთ ხალხს ევროკავშირს – ევროკომისარი კოსი

დავუდასტურე „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მხარდაჭერა – ირაკლი კობახიძე ჩინეთის პრემიერს შეხვდა დავუდასტურე „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მხარდაჭერა – ირაკლი კობახიძე ჩინეთის პრემიერს შეხვდა
  • ახალი ამბები

დავუდასტურე „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მხარდაჭერა – ირაკლი კობახიძე ჩინეთის პრემიერს შეხვდა

ადამიანი არ არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი იყო მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.