Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • ევროკავშირი გამოვა სანქციათა ახალი პაკეტით რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის” წინააღმდეგ
  • ახალი ამბები

ევროკავშირი გამოვა სანქციათა ახალი პაკეტით რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის” წინააღმდეგ

NewsGeorgia December 28, 2024
ევროკავშირი გამოვა სანქციათა ახალი პაკეტით რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის” წინააღმდეგ

ევროკავშირი აცხადებს, რომ შემოიღებს სანქციათა დამატებით პაკეტს რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ – მას შემდეგ, რაც მორიგ ჯერზე დაზიანდა ელექტროსადენი ბალტიის ზღვაში, ფინეთის ხელისუფლებამ კი ნავთობის ტანკერი დააკავა. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიისა და ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, კაია კალასის ერთობლივ განცხადებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ “ჩრდილოვანი ფლოტის” ხომალდები საშიშროებას უქმნის უსაფრთხოებასა და გარემოს და, ამავდროულად, ავსებს რუსეთის სამხედრო ბიუჯეტს.

25 დეკემბერს ბალტიის ზღვაში დაზიანდა ელექტროსადენი Estlink 2, რომელიც ესტონეთს და ფინეთს აკავშირებს ერთმანეთთან. წინასწარი შეფასებით, სადენის დაზიანება, სავარაუდოდ, გამოიწვია რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის” ნავთობის ტანკერის ღუზამ. ხომალდის დაკავების შემდეგ ღუზა ვერ აღმოაჩინეს. ინციდენტს ვანდალიზმის აქტის კვალიფიკაციით იძიებენ.

26 დეკემბერს დროებით შეაჩერეს ხომალდების მოძრაობა ბოსფორის სრუტეში, ორივე მიმართულებით, პანამის დროშით მცურავი და ნოვოროსიისკისკენ მოძრავი ტანკერის, Cordelia Moon-ის დაზიანების გამო. ამ ხომალდს რუსეთის “ჩრდილოვან ფლოტს” მიაკუთვნებენ.

რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის” წინააღმდეგ შეზღუდვები შევიდა ევროკავშირის სანქციების მე-15-ე პაკეტში, რომელიც 16 დეკემბერს დამტკიცდა. სიაში დამატებით მოხვდა 52 ხომალდი ქვეყნებიდან, რომლებიც, როგორც იუწყებიან, განაპირობებენ რუსეთის ენერგეტიკული სექტორის მხარდაჭერას და კავშირი აქვთ საომარი ტექნიკის გადაზიდვებთან რუსეთის არმიისთვის. საერთო ჯამში, ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვედრილი ხომალდების რიცხვი 79-მდე გაიზარდა. ამ ხომალდებს ეკრძალება ევროკავშირის პორტებში შესვლა და მომსახურების მიღება ევროპული კომპანიებისგან.

ექსპერტთა შეფასებით, “ჩრდილოვანი ფლოტის” ტანკერების მეშვეობით ხორციელდება რუსეთის ნავთობის თითქმის 70 პროცენტის ექსპორტი.

“ჩრდილოვანი ფლოტი” წარმოადგენს სანქციებისთვის თავის არიდების ზომას ქვეყნებისთვის, რომლებსაც აკრძალული აქვთ ნავთობით ვაჭრობა ან, როგორც რუსეთის შემთხვევაში, ვაჭრობაზე შეზღუდვები აქვთ დაკისრებული (კერძოდ, მაქსიმალური ფასის განსაზღვრით).

Tags: ახალი ახალი ამბები გამოვა ევროკავშირი პაკეტით რუსეთის სანქციათა ფლოტის ჩრდილოვანი ჩრდილოვანი ფლოტი წინააღმდეგ

Continue Reading

Previous: ზელენსკის თქმით, დატყვევების შემდეგ დაიღუპა ჩრდილოეთ კორეის რამდენიმე დაჭრილი ჯარისკაცი
Next: სასამართლომ მომღერალი აჩიკო მეფარიძე დამნაშავედ ცნო და 10 000 ლარით დააჯარიმა

კავშირშია

ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს – კაია კალასი ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს – კაია კალასი
  • ახალი ამბები

ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს – კაია კალასი

ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, თქვენ აშორებთ ხალხს ევროკავშირს – ევროკომისარი კოსი ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, თქვენ აშორებთ ხალხს ევროკავშირს – ევროკომისარი კოსი
  • ახალი ამბები

ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, თქვენ აშორებთ ხალხს ევროკავშირს – ევროკომისარი კოსი

დავუდასტურე „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მხარდაჭერა – ირაკლი კობახიძე ჩინეთის პრემიერს შეხვდა დავუდასტურე „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მხარდაჭერა – ირაკლი კობახიძე ჩინეთის პრემიერს შეხვდა
  • ახალი ამბები

დავუდასტურე „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მხარდაჭერა – ირაკლი კობახიძე ჩინეთის პრემიერს შეხვდა

საინტერესო

ნადირობა რუსულ დრონებზე – მომავლის ომი უკრაინაში ნადირობა რუსულ დრონებზე – მომავლის ომი უკრაინაში
  • პოლიტიკა

ნადირობა რუსულ დრონებზე – მომავლის ომი უკრაინაში

ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, თქვენ აშორებთ ხალხს ევროკავშირს – ევროკომისარი კოსი ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, თქვენ აშორებთ ხალხს ევროკავშირს – ევროკომისარი კოსი
  • ახალი ამბები

ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, თქვენ აშორებთ ხალხს ევროკავშირს – ევროკომისარი კოსი

დავუდასტურე „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მხარდაჭერა – ირაკლი კობახიძე ჩინეთის პრემიერს შეხვდა დავუდასტურე „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მხარდაჭერა – ირაკლი კობახიძე ჩინეთის პრემიერს შეხვდა
  • ახალი ამბები

დავუდასტურე „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მხარდაჭერა – ირაკლი კობახიძე ჩინეთის პრემიერს შეხვდა

ადამიანი არ არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი იყო მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.