Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • დავუდასტურე „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მხარდაჭერა – ირაკლი კობახიძე ჩინეთის პრემიერს შეხვდა
  • ახალი ამბები

დავუდასტურე „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მხარდაჭერა – ირაკლი კობახიძე ჩინეთის პრემიერს შეხვდა

NewsGeorgia November 4, 2025
დავუდასტურე „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მხარდაჭერა – ირაკლი კობახიძე ჩინეთის პრემიერს შეხვდა



„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე ხუთ მინისტრსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად ჩინეთში, შანხაიში 3 ნოემბერს გაემგზავრა.

კობახიძის ცნობით, ჩინეთის პრემიერს „ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაზე მიწვევისთვის“ მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას.

„აღინიშნა ნაყოფიერი თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმისა და ტექნოლოგიების სფეროებში. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სარტყელისა და გზის ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობასა და შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობაზე“, – წერს კობახიძე.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებითვე, ლი ციანს მან მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და, თავის მხრივ, დაუდასტურა „ერთი ჩინეთის პრინციპისადმი“ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა.

„ჩვენ გულწრფელად ვაფასებთ ჩინეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ურყევ ერთგულებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების კუთხით“, – წერს კობახიძე.

„სასიხარულოა ტვირთბრუნვის მზარდი ტენდენცია. 2025 წლის იანვარ-აგვისტოში, ჩინეთიდან და ჩინეთში შუა დერეფნით საქართველოს გავლით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 70.6 პროცენტით გაიზარდა“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

„ჩვენ მზად ვართ, გავაღრმაოთ თანამშრომლობა საქართველოს გავლით ჩინეთსა და ევროპას შორის სატრანსპორტო ნაკადების კიდევ უფრო ზრდის მიზნით. ამ მიღწევებზე დაყრდნობით, ინვესტიციების სფერო რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს“, – განაცხადა მან.

„ჩინეთი ისტორიულად წარმოადგენს აბრეშუმის გზის ცენტრალურ საყრდენს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აყალიბებდა ვაჭრობასა და კულტურულ ურთიერთობას. საქართველო, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილი, მზად არის, გააფართოოს თანამშრომლობა ჩინეთთან რეგიონული დაკავშირებადობისა და ვაჭრობის შემდგომი ხელშეწყობის მიზნით“, – აცხადებს კობახიძე.

ამავე წყაროს ცნობით, ლი ციანმა განაცხადა: „ბოლო წლებში საქართველოსა და ჩინეთის ლიდერების სტრატეგიული ხელმძღვანელობის შედეგად ორმხრივი ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება. 2023 წელს ჩვენმა ქვეყნებმა დაამყარეს სტრატეგიული პარტნიორობა და მას შემდეგ სხვადასხვა სფეროში ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობა სულ უფრო ღრმავდება. ჩინეთი საქართველოს მადლიერია გულწრფელი მეგობრობისთვის“.

„ჩვენი სურვილია, გავაძლიეროთ სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოსთან, გავაფართოოთ პრაქტიკული თანამშრომლობა და ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო მეტი სარგებელი მოვუტანოთ ჩვენს ხალხს“, – განაცხადა მან.

მთავრობის პრესცენტის ცნობით, შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.

საქართველოს უმაღლესი რანგის დელეგაციას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მასპინძლობს პრემიერ-მინისტრი ლი ციანი. მთავრობას არ გაუვრცელებია ინფორმაცია პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრის შესახებ.

  • ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს სახელმწიფო საბჭოს, რაც წარმოადგენს ჩინეთის ცენტრალურ ხელისუფლებას, ფაქტობრივად, მინისტრთა კაბინეტს; სახელმწიფოს მეთაური პრეზიდენტი სი ძინპინია;
  • ლი ციანი რანგით მეორეა პარტიულ იერარქიაშიც, – პარტიის პოლიტბიუროს მუდმივმოქმედ კომიტეტში, – პასუხისმგებელია გენერალური მდივნის, სი ძინპინის წინაშე.
  • პრემიერი ლი 2017-22 წლებში პარტიის შანხაის ორგანიზაციის მდივანი იყო.

საქართველოს ჯერჯერობით ერთადერთი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი შეხვედრია, არის ირაკლი ღარიბაშვილი.

Tags: “ქართული ოცნება” ახალი ამბები დავუდასტურე ერთი ირაკლი ირაკლი კობახიძე კობახიძე მხარდაჭერა პრემიერს პრინციპის შეხვდა ჩინეთი ჩინეთის

Continue Reading

Previous: ზელენსკიმ გერმანიას მადლობა გადაუხადა Patriot-ების გადაცემისთვის
Next: ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, თქვენ აშორებთ ხალხს ევროკავშირს – ევროკომისარი კოსი

კავშირშია

ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს – კაია კალასი ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს – კაია კალასი
  • ახალი ამბები

ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს – კაია კალასი

ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, თქვენ აშორებთ ხალხს ევროკავშირს – ევროკომისარი კოსი ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, თქვენ აშორებთ ხალხს ევროკავშირს – ევროკომისარი კოსი
  • ახალი ამბები

ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, თქვენ აშორებთ ხალხს ევროკავშირს – ევროკომისარი კოსი

ზელენსკიმ გერმანიას მადლობა გადაუხადა Patriot-ების გადაცემისთვის ზელენსკიმ გერმანიას მადლობა გადაუხადა Patriot-ების გადაცემისთვის
  • ახალი ამბები

ზელენსკიმ გერმანიას მადლობა გადაუხადა Patriot-ების გადაცემისთვის

საინტერესო

ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს – კაია კალასი ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს – კაია კალასი
  • ახალი ამბები

ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს – კაია კალასი

ნადირობა რუსულ დრონებზე – მომავლის ომი უკრაინაში ნადირობა რუსულ დრონებზე – მომავლის ომი უკრაინაში
  • პოლიტიკა

ნადირობა რუსულ დრონებზე – მომავლის ომი უკრაინაში

ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, თქვენ აშორებთ ხალხს ევროკავშირს – ევროკომისარი კოსი ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, თქვენ აშორებთ ხალხს ევროკავშირს – ევროკომისარი კოსი
  • ახალი ამბები

ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, თქვენ აშორებთ ხალხს ევროკავშირს – ევროკომისარი კოსი

დავუდასტურე „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მხარდაჭერა – ირაკლი კობახიძე ჩინეთის პრემიერს შეხვდა დავუდასტურე „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მხარდაჭერა – ირაკლი კობახიძე ჩინეთის პრემიერს შეხვდა
  • ახალი ამბები

დავუდასტურე „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მხარდაჭერა – ირაკლი კობახიძე ჩინეთის პრემიერს შეხვდა

ადამიანი არ არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი იყო მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.